#53638510 · 22 Oct 2018, 14:57 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Uchaneishvili სხვადასხვა მიზეზის გამო შეიძლება იყოს ტექნიკა Manufacturer Refurbished. მათ შორის მაღაზიიდან უკან დაბრუნებული საქონელი რომელიც არ გაიყიდა, ან საგამოფენო მოდელი რომელიც უკან დაუბრუნდა მწარმოებელს. ასეთ შემთხვევაში მწარმოებლის მიერ მოწმდება ტექნიქა გამართულობაზე და ეძლევა Manufacturer Refurbished სტატუსი. როგორც წესი მსგავს პროდუქციას ზუსტად იგივე საგარანტიო პირობები აქვს როგორც ახალს.
ყუთის დაზიანების შემთხვევაში და ტექნიკის წუნის შემთხვევაშიც იგივე პროცედურაა. მთავარია ისეთი ლეპტოპი ნახო რომელიც Manufacturer Refurbished არის და არა Seller Refurbished, რაც იმას ნიშნავს რომ თვითონ გამყიდველის ხარჯებითაა შეკეთებული.
|