მაგარი გაუფასურებულან, ბიძოს იმედად : )))) ხალვაში 500 ლარს გადააყოლეს

მმართველი პარტიის მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში დაახლოებით 40 მომღერალი მონაწილეობდა. ჩაიწერა კლიპი და სპორტის სასახლეში ზურაბიშვილის დასკვნით ღონისძიებაზე შესრულდა სიმღერა.
ამ კამპანიაში მონაწილეობისთვის მომღერლებისთვის 142,9-დან 600 ლარამდე ჰონორარია გათვალისწინებული. აღნიშნული მონაცემები საარჩევნო შტაბმა აუდიტის სამსახურისთვის მიწოდებულ დოკუმენტში ვალდებულებად (გადასახდელ თანხად) ასახა. თანხის დანიშნულებად "საკონცერტო პროგრამის შესრულებაა" მითითებული.
ერთ-ერთი ვისთვისაც 500-ლარიანი ჰონორარია გათვალისწინებული საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის წამყვანი, მომღერალი სოფო ხალვაშია. როგორც ის On.ge-ს უყვება, კამპანიაში მონაწილეობა უანგაროდ, ყოველგვარი გასამჯელოს გარეშე მიიღო. ისვე განმარტავს, რომ რაიმე თანხაზე შეთანხმება არ შემდგარა.
როგორც ის განმარტავს, მისი ინფორმაციით, საარჩევნო კამპანიაში უანგაროდ მონაწილეობა არ შეიძლება და ჰონორარი, სავარაუდოდ, ამ მიზეზითაა გათვალისწინებული.
ხალვაშის მსგავსი ჰონორარია განსაზღვრული სალომე ბაკურაძისთვის, ნინო ქარსელაძისთვის, ელენ ფოჩხუასთვის, თემურ თათარიშვილისთვის, მარიკა თხელიძისთვის, თიკა ჯამბურიასთვის, არჩილ მეფარიძისთვის, ჯემალ სეფიაშვილისთვის, ცისანა სეფიაშვილისთვის, არჩილ ნიჟარაძისთვის, ბადრო დოიჯაშვილისთვის, რომან რცხილაძისთვის, ბექა ჩხაიძესისთვისა და ლევან მგალობლიშვილისთვის.
500-500-ლარიანი ჰონორარია განსაზღვრული ჯგუფ ქუჩის ბიჭების მომღერლებისთვის, ირაკლი ნოზაძისთვისა და პაატა ხაჩიძისთვის. 250-250 ლარია გათვალისწინებული ანსამბლ ფორტეს სოლისტებისთვის: ზურაბ მანჯავიძე, ირინე კახნიაშვილი, მანანა მაისურაძე და ნინო ახობაძე. ანსაბმლ შვიდკაცას თითოეული წევრისთვის კი 142,9-ლარია განსაზღვრული.
ღონისძიებაში მონაწილეობისთვის 600-ლარიანი ჰონორარია გათვალისწინებული პაატა გულიაშვილისთვის, არჩილ ფურცელაძისთვისა და სალომე გოგიაშვილისთვის.
მომღერლებს გივი ბაკურაძისთვის, გრიგოლ აბესაძისთვის, დავით კიკაბიძისთვის, ზურაბ ბაკურაძისთვის, იასონ მეუნარგისთვის, კახაბერ გრიგალაშვილისთვისა და ლევან ვეშაპიძისთვის, 571,45-571,45 ლარია განსაზღვრული. 200-ლარიანი ჰონორარია გათვალისწინებული არჩილ ბერიძისთვის, გიორგი დავითიანისთვისა და ალექსანდრე კობახიძისთვის.
უშუალოდ ღონისძიების მუსიკალური პროგრამისა და სცენარის უზრუნველყოფისთვის 1 000 ლარია განსაზღვრული ბაკურ ბაკურაძისთვის.
წყარო: <a href='https://on.ge/story/29698-ხალვაშისა-და-სხვა-მომღერლების-ჰონორარები-ზურაბიშვილის-კამპანიაში-მონაწილეობისთვის' target='_blank' rel='nofollow'>https://on.ge/story/29698-ხალვა
This post has been edited by Dauregistrirebeli on 1 Nov 2018, 15:22