მეცნიერები ირწმუნებიან, რომ ადამიანის სახის გამომეტყველება სექსუალური სიამოვნების მიღების დროს დამოკიდებულია იმაზე, თუ მსოფლიოს რომელიც ნაწილიდანაა.
ევროპელების და აზიელების სახის მიმიკა ორგაზმის დროს მკვეთრად განსხვავდება, რაც შეეხება ტკივილს ეს მიმიკა ორივესთვის ერთნაირია. ამის შესახებ BBC წერს.
ასეთ დასკვნამდე მივიდა ფსიქოლოგების ჯგუფი, რომლებმაც თავისი ნაშრომი აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ჟურნალ PNAS-ში გამოაქვეყნეს.
თუ დავაზუსტებთ, დასავლეთ კულტურის წარმომადგენლები ორგაზმის დროს ფართოდ ახელენ თვალებს და აღებენ პირს, მაშინ როდესაც ადამიანები აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებიდან პირიქით პირს კუმავენ და ოდნავი ღიმილის მიმიკა აქვთ.
რაც შეეხება ტკივილს, ამ გრძნობას ორივე კულტურის წარმომადგენელი ერთნაირად გამოხატავს:შეჭმუხნილი წარბები და ცხვირი, მოჭუტული თვალები.
მკვლევართა აზრით, ორგაზმის სხვადასხვა მიმიკით გამოხატვა, აიხსნება ამ კულტურებს შორის სიამოვნებისა და სიხარულის გამოხატვასთან დაკავშირებით, საზოგადოებაში მიღებულ ნორმებში არსებული განსხვავებით.
დასავლურ კულტურაში ადამიანები უპირატესობას ანიჭებენ პოზიტიურ მდგომარეობას, როგორიცაა სიხარულის და აღფრთოვანების რეაქცია და ენთუზიაზის გამოვლენა, რაც ხშირად ასოცირებულია ფართოდ გახელილ თვალებსა და პირის მოძრაობაში. ამავე დროს
აზიური კულტურის წარმომადგენლები უპირატესობას ანიჭებენ გრძნობების გამოხატვისგან თავშეკავებას, რაც ხშირად გამოხატულია დახურული პირით და ოდნავი ღიმილითა.
http://www.newposts.ge/?l=G&id=186090-%E1%...%83%90%E1%83%A1ფუ, მეცნიერებიც კი ნაბიჭვრები ყავთ
ჰოლივუდური სიაფანდი და აფერისტული ღრეჭვები

[w]4.3.6.2. უცენზურო ლექსიკა[/w]
This post has been edited by shaqro telavski on 11 Oct 2018, 15:15