პატივცემულმა ივანუშკა დურაჩოკმა, ანუ ბატონმა ვაშაძემ მოგვახარა: ახალაიას, მერაბიშვილს და ცხადია დიდ მიშას, შევიწყალებო.
ამათზე ყველაზე სასამართლო განაჩენებია გამოტანილი და მგონი არც საერთაშორისო სასამართლოებს გაუმართლებიათ, მაგრამ დანარჩენს შევეშვათ, დათა
ახალაიამ სრულიად უდანაშაულო ახალგაზრდები ჩაცხრილა ქუჩაში, მერე უამრავი ყალბი მოწმის და საქმის შეკერვით დამალეს დანაშაული და ეს საკითხი აბსოლუტურად იგნორირებული იყო მთავრობის შეცვლამდე. დღეისთვის ეს საქმე წვრილმანებამდეა გამოძიებული და არანაირი ეჭვები აღარ არსებობს იმაში, რომ ადგილი ქონდა უდანაშაულო ახალგაზრდების ჩაცხრილვას.
გინდათ მაგის შეწყალება?
არ მოგერიდოთ, სახელობითაც დააფიქსირეთ თქვენი აზრი, იცოდეს სამშობლომ ღირსეული შვილების ვინაობა.
პ. ს. ბაჩო კი არა დათა ყოფილა, ინტერნეტში არასწორად დაუწერიათ და მეც შემეშალა....
კარგი იქნება თუ მოდერი შეაწორებს.
ეს იგივე საქმეზე ბაჩო ახალაიას ბრალდება:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
გასული წლის ბოლოს ბაჩანა ახალაიას მსჯავრდებულების მიმართ არაადამიანური მოპყრობის საქმეზე 3 წლითა და 9 თვით მიესაჯა პატიმრობა. 2013 წლის დასაწყისში იგი მიხეილ სააკაშვილმა შეიწყალა. ბოლო ბრალდება რამდენიმე პირის წამების საქმეზე პროკურატურამ ბაჩო ახალაიას 2014 წლის 2 ივლისს წარუდგინა.
ეგრეთ წოდებული „ნავთლუღის საქმეზე“ კი, რომელშიც თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელს, ბაჩანა ახალაიას, 7 წლითა და 6 თვით აღეკვეთა თავისუფლება, 22 ოქტომბერს განმარტება კიდევ ერთხელ გააკეთა პროკურორმა ნინო აღლემაშვილმა:
“2006 წლის 12 იანვარს ხელისუფლების იმჟამინდელმა წარმომადგენლებმა, ძმებმა დავით და ბაჩანა ახალაიებმა, გადაწყვიტეს სისასტიკის დემონსტრირებით ძალაუფლების განმტკიცება და საყოველთაო შიშის დანერგვა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. ამ მიზნით ნავთლუღის ავტოსადგურის ტერიტორიაზე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ არნახული სისასტიკით იქნა ჩაცხრილული ციხეზე თავდამსხმელებად გამოცხადებული - სინამდვილეში სრულიად უდანაშაულო - ადამიანები. აღნიშნული ქმედება ავტორებმა სპეცოპერაციად გამოაცხადეს და, მისი შენიღბვის მიზნით, ბაჩანა ახალაიას ინიციატივითა და უშუალო მონაწილეობით მოხდა პატიმრების წამება“.
This post has been edited by უძინარი on 11 Oct 2018, 21:29