resurgam
warning!

      
ჯგუფი: Members
წერილები: 11160
წევრი No.: 117904
რეგისტრ.: 2-July 10
|
#29800759 · 19 Feb 2012, 19:34 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ვერძი
თუ თქვენი უფროსი ვერძის ზოდიაქოს ნიშნით დაიბადა, ზანტად და უხალისოდ, მისი ბრძანების შესრულება არც იფიქროთ! თუკი დროებით თბილ ადგილს ეძებთ, ან უბრალოდ და ძალდაუტანებლად, ცოტაოდენი ფულის გამომუშავება გაქვთ განზრახული, ვერძი უფროსად არ გამოგადგებათ. იგი ვერ იტანს, როცა ვინმე უნიათოდ და ენთუზიაზმის გარეშე მუშაობს. თავად თავის მხრივ, სამსახურში თავს არ ზოგავს და ხელქვეითებისაგანაც ამასვე მოითხოვს. ვერძს ყველაფერში სისწრაფე უყვარს, ამიტომ თუ სამსახურში მიგიღოთ, არც დაწინაურებას დაახანებს და არც საყვედურის გამოცხადებას. სამაგიეროდ თქვენი უფროსი, საათზე იშვიათად იყურება, ბუნებით შემოქმედია და მისთვის გასაგებია, რომ შთაგონება, ზუსტად დილის ცხრა საათზე არ მოდის და საღამოს ექვს საათზე არ მიდის. ამიტომ შესაძლოა, თქვენგან დროის გრაფიკის ზუსტი დაცვა არ მოითხოვოს, მაგრამ დასვენების დღეს მუშაობაზე უარს ვერ ეტყვით. სამაგიეროდ თუ დეიდის დაკრძალვაზე წასასვლელად დაეთხოვებით, ამ დროს კი ფეხბურთის მატჩზე მიდიხართ, შეგიძლიათ ვერძ-უფროსს სამსახურის გაცდენის რეალური მიზეზი უთხრათ და ის აუცილებლად გაგიგებთ. ვერძი უფროსები საკმაოდ გულუხვები არიან და თანამშრომლებისთვის საშობაო საჩუქრების გაკეთება, როგორც წესი არასოდეს ავიწყდებათ. მართალია ვერძს მლიქვნელობა ძალიან აღიზიანებს, მაგრამ თუ დელიკატურად აგრძნობინებთ, რომ პატივს სცემთ და მის პროფესიონალიზმსაც ჯეროვნად აფასებთ, ურიგო არ იქნება. ბუნებით სწრაფ და ენერგიულ ვერძებს, დოდნდლო, აპათიური ხალხი არ უყვართ. არასოდეს დაინტერესდება, რატომ წამოხვედით ძველი სამსახურიდან, დასკვნების გამოტანას საკუთრი დაკვირვების შედეგად ამჯობინებს. თქვენი წარსული ვერძს არ აღელვებს, სხვათაშორის არც თავისი. მიუხედავად ფიცხი ხასიათისა, ვერძი სიკეთეს უფრო დაგინახავთ და დაგიფასებთ, ვიდრე ნებისმიერი, სხვა ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ხელმძღვანელი. ამიტომ თუ მისი ენერგიულობითა და გამბედაობით გულწრფელად აღფრთოვანება შეგიძლიათ, თუ შეცდომებს ტაქტიანად აარიდებთ თავს და ვერძი უფროსის გეგმებში, სიჩქარისას გამორჩენილ დეტალებს, ზუსტად შეიტანთ, ოფისში ერთ-ერთი ყველაზე დაფასებული, მაღალხელფასიანი თანამშრომელი იქნებით და შესაძლოა მთელი ცხოვრება ერთად იმუშაოთ.
კურო
თუკი თქვენი უფროსი, კუროს ზოდიაქოს ნიშნით დაიბადა, შესაძლოა საწყის ეტაპზე მოგეჩვენოთ, რომ წყნარი, მშვიდი და სრულიად უპრეტენზიო ადამიანის საზოგადოებაში მოხვდით, რომელიც არასოდეს ჯუჯღუნებს, არ გაძლევთ გაუთავებელ შენიშვნებს და ყველაფერს უსიტყვოდ გპატიობთ. ამგვარი სიტუაციით გათამამებულმა, გამორიცხული არაა, სამსახურში თავს შიგადაშიგ წვრილმანი შეცდომების დაშვებისა და ყურადღების მოდუნების უფლებაც მისცეთ. ამასთან გეგონოთ, რომ ყველაფერი რიგზეა. ამ დროს კი წარმოდგენაც არა გაქვთ, რომ თქვენს თავზე საავდრო ღრუბელი, ნელ-ნელა იკრიბება და ერთ მშვენიერ დღეს, მეხიც გავარდება. საქმე იმაშია, რომ კურო უფროსს თანამშრომლისთვის შენიშვნის მიცემა, არც ეზარება და არც ეუხერხულება. უბრალოდ მას კარგად ესმის, რომ შეცდომებისაგან დაზღვეული არავინაა, ამიტომ თქვენს საქციელს იგი თავიდან შეცდომად თვლის და იმედოვნებს, რომ დანაშაულს თავადვე შეიგნებთ და ყველაფერი გამოსწორდება. კურო გონიერი და უაღრესად პრაქტიკული ადამიანია, ამიტომ იმასაც ითვალისწინებს, რომ ერთ დღეში, სანიმუშო მუშაკად ვერ გარდაიქმნებით. მაგრამ იგი არც გაჩქარებთ, მისთვის ისიც საკმარისია დაინახოს, როგორ გულწრფელად ცდილობთ, უკეთ იმუშაოთ და დაშვებული შეცდომები გამოასწოროთ. მაგრამ თუ მის ნდობას ვერ გაამართლებთ, სამსახურიდან მოულოდნელად და დაუნანებლად გაგათავისუფლებთ. როცა კურო უფროსს ესაუბრებით, საქმის არსი უაღრესად მოკლედ და ზუსტად აუხსენით, მან შეიძლება არც გითხრათ, რომ ბევრს ლაპარაკობთ, მაგრამ გუნებაში აუცილებლად გაიფიქრებს ამას. კუროები შესანიშნავი ბიზნესმენები არიან, ამიტომ იშვიათად კმაყოფილდებიან პატარა საქმეებითა დ ფირმებით, ცდილობენ გააფართოვონ საკუთარი წარმოება და ნამდვილ იმპერიად აქციონ იგი. თუმცა ამგვარ ცვლილებებს, ისინი არა სპონტანურად, არამედ გეგმაზომიერად და ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ ახორციელებან. ამიტომ თუ ერთგულ, მუყაით თანამშრომლად ჩაგთვალათ, ესეიგი მისი მოკავშირეც ხართ და სამსახურს არასოდეს დაკარგავთ.
ტყუპი ტყუპის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული უფროსი, ცოტა მოუსვენარი მაგრამ ბრწყინვალე ლიდერია. ამიტომ ზოდიაქოს დანარჩენ ნიშნებზე მეტად, პრეზიდენტის სავარძელი სწორედ მას შეეფერება. თუმცა ტიპიური ტყუპი, ალბათ იქ დიდხანს მჯდომი ვერ გაძლებს. ამიტომ ურიგო არ იქნება, სავარძელი მბრუნავი მაინც იყოს. ტყუპ უფროსთან მუშაობისას, მოწყენილობასა და მონოტონურობაზე ვერასოდეს დაიჩივლებთ. იგი გაიძულებთ ადგილი შეუცვალოთ ავეჯს, შემოიღებს ჯარიმებისა და წახალისებების ახალ სისტემას, მოკლედ უსაქმოდ ნამდვილად არ გაგაჩერებთ. ამასთან, მის მახვილ თვალს ვერანაირ შეცდომას ვერ გამოაპარებთ. შესაძლოა ხანდახან ისიც კი იფიქროთ, რომ თქვენს უფროსს, არათუ ზედმეტი ორი წყვილი თვალი და ყური, ხელ-ფეხიც კი აბია. სხვანაირად აბა როგორ უნდა ახსნათ, რანაირად ახერხებს იგი ერთდროულად, რამოდენიმე ადგილას ყოფნას? ტყუპი ბუნებით ინდივიდუალისტია, ამიტომ იშვიათდ უწევს ანგარიშს სხვის აზრს, თუმცა ეს იმას როდი ნიშნავს, რომ არ მოგისმენთ. მოსმენით მოგისმენთ, მაგრამ თქვენს იდეებს, სავარაუდოდ ორ წამში დაივიწყებს. ნუ გეწყინებათ და ნურასოდეს ეცდებით მისი გულის აჩუყებას ცრემლებით. ამით ალბათ უფრო უარყოფით შედეგს მიაღწევთ. თქვენი უფროსი, დისკუსიების ოსტატია. კამათის დროს, იმდენ არგუმენტებს მოგაყრით, რომ მოწინააღმდეგიდან, მოკავშირის პოზიციაზე გადაგიყვანთ. მართალია ტყუპებს, როგორც წესი გესლიანი, მახვილი ენა აქვთ და საკმაოდ ემოციური ნატურები არიან (მშვიდი ტყუპი ბუნებაში არ არსებობს!), მაგრამ მისი შურისძიების ნურასოდეს შეგეშინდებათ. ამ ადამიანებს ცხოვრებაში, ერთდროულად იმდენი რამ აინტერესებთ, რომ საეჭვოა უარყოფითი ემოციებისთვის, საათზე მეტი მოიცალონ. ტყუპი უფროსი საერთოდ, იშვიათად ჩერდება დიდი ხნით, საქმიანობის ერთ კონკრეტულ სფეროზე. როგორც კი, ამა თუ იმ საქმეში, რაიმე განსაზღვრულ წარმატებას მიაღწევს, ახალი მწვერვალების დასაპყრობად იწყებს მზადებას. ამიტომ თუ მასსავით, სპონტანური გადაწყვეტილებების მიღების უნარი გაქვთ და იქეთ-აქეთ ხეტიალიც არ გეზარებათ, ტყუპი სწორედ რომ ზედგამოჭრილი უფროსია თქვენთვის.
კირჩხიბი
როცა კირჩხიბ უფროსთან იწყებთ მუშაობას, პირველ რიგში კარგი ვარცხნილობა გაიკეთეთ, კლასიკური სამოსი შეიძინეთ და თავი მძიმე, დაძაბულ სამუშაო გრაფიკთან შესაგუებლად მოამზადეთ. სერიოზული, შრომისმოყვარე კიბო უფროსი თავის გვერდით, უსაქმურ და ზარმაც თანამშრომელს ვერასოდეს აიტანს. სამაგიეროდ ხელქვეითთა იმ კატეგორიისათვის, ვინც მოწესრიგებულია და მუშაობისას თავს არ ზოგავს, კიბო მშობელ მამასავით მზრუნველი და შესანიშნავი მეთაურია. ამასთან, თუკი ფირმისადმი, თქვენს ერთგულებაში დარწმუნდა საკუთარ კეთილგანწყობას, იგი არამარტო სიტყვიერი შექებით, სოლიდური თანხითაც დაგიდასტურებთ. თქვენი უფროსის ცხოვრებისეული კრედო, შემდეგში მდგომარეობს : ”რაც მეტს იმუშავებ, მით მეტ ფულს მიიღებ”, აქედან გამომდინარე თუ მასთან მუშაობას აპირებთ, უმჯობესია ამ პრინციპით იხელმძღვანელოთ. უზარმაზარი მემკვიდრეობისა და საგვარეულო სიმდიდრის პატრონიც რომ იყოს, კიბო თავად მაინც მუხლჩაუხრელად იმუშავებს. საქმე იმაშია, რომ ამ ადამიანისთვის, მთავარი პრესტიჟი და სიამაყე, საკუთარი ოფლით მიღწეული შედეგია და არა იოლი გზით ნაშოვნი ფული. თუმცა ხელმომჭირნეა, მაგრამ თქვენს კირჩხიბ უფროსს, სიძუნწეში ნამდვილად ვერ დავადანაშაულებთ. საყვარელი ადამიანებისთვის მას სულიც არ ენანება და იმ თანამშრომლებსაც მაქსიმალური ზრუნვით ეკიდება, ვინც მის ნდობას დაიმსახურებს და მით უმეტეს, გაამართლებს. თანდაყოლილი ინტუიციის წყალობით, კიბო უფროსები ყოველთვის გრძნობენ, თუ როგორაა მათ მიმართ განწყობილი, ესა თუ ის თანამშრომელი. ამიტომ მის წინაშე, ზედმეტ ფამილარობასა და სიყალბეს მაქსიმალურად ერიდეთ. თუმცა თუ საკუთარ, გულწრფელ სიმპატიას და პატივისცემას ხანდახან, ტაქტიანად და დელიკატურად დაუფიქსირებთ ურიგო არ იქნება.
ლომი
თუკი ლომი უფროსის ოფისში მოხვდით სამუშაოდ, უმთავრესი წესი, რისი დაცვაც გევალებათ და აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, იმაში მდგომარეობს, რომ ლომ უფროსს საკუთარ ფირმაში, ორიგინალური იდეების მქონე, მაგრამ მოკრძალებული ბუნების ადამიანები ურჩევნია, რომელთაც რა თქმა უნდა ჭკუა ეყოფათ და ამ იდეებს, თავისად არ გაასაღებენ. ლომს ასეთი თანამშრომლები ძალიან ეყვარება, ჯილდოებსა და პატივისცემას არ მოაკლებს მათ. ხოლო რაც შეეხება იდეებს, ისინი ხომ ლომისაა? განა სწორედ მან არ უბიძგა ამ ადამიანებს აღმოჩენისაკენ და იგი რომ არა, ეს იდეები იდეებადვე დარჩებოდა თანამშრომელთა თავში. თქვენი უფროსი ზოგჯერ უმადური ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, ძირითადი სამუშაოს გარდა მან შესაძლოა, რამდენიმე ათეული, მისთვის წასაკითხი წერილის წაკითხვაც, სრულიად უბოდიშოდ დაგავალოთ. ამასთან დღის ბოლოს შეგამოწმებთ და თუ ერთი მათგანიც კი წაუკითხავი დაგრჩათ, აუცილებლად უპასუხისმგებლობაში დაგადანაშაულებთ, თქვენ კი მისი საყვედურის ოლიმპიური სიმშვიდით მოსმენა გმართებთ. სამაგიეროდ, როცა თქვენს მიერ, უნაკლოდ შესრულებული სამუშაოსთვის, მას დააჯილდოვებენ, იგი მოგვიანებით არც ამ სამუშაოს ჭეშმარიტ შემსრულებელს დაივიწყებს. ლომი ბუნებით ორგანიზატორი და მეთაურია, ამიტომ მშვენივრად იცის ვის, როდის და რა საქმე უნდა დაავალოს. იგი თანამშრომლებს შორის ჭორებს, ინტრიგებსა და საიდუმლოებებს ვერ მოითმენს. ამასთან მისი მრისხანება ერთი-ორად გაიზრდება, იმ შემთხვევაში თუ ეს ყველაფერი, რაღაცით მის პიროვნებასაც ეხება. ამიტომ ლომი უფროსები, თავს ყოველთვის ვალდებულად თვლიან, საკუთარი ხელქვეითების შესახებ, ნებისმიერ ინფორმაციას ფლობდნენ და დროულად მისცენ ამ უკანასკნელთ რჩევა, რომელიც სავარაუდოდ მათ, არც არაფერში ესაჭიროებათ.
ქალწული
თუკი თქვენი უფროსი ქალწულის ზოდიაქოს ნიშნით დაიბადა, შეეცადეთ მას ძალიან მკაცრად არ მოეკიდოთ. გაითვალისწინეთ, რომ ხშირად სულის სიღრმეში, იგი არცთუ ისე მშვიდი და ბედნიერია, როგორც ეს ერთი შეხედვით მოჩანს. ქალწულები ლიდერებად არასოდეს იბადებიან, ამიტომ ტიპიური ქალწული, მეფის მრჩეველი უფროა, ვიდრე თავად მეფე. აქედან გამომდინარე, ამ ადამიანებს, მსხვილი კომპანიის პრეზიდენტობას, ყოველთვის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის ან სულაც მრჩევლის პოსტი ურჩევნიათ. ქალწულის ანალიტიკური გონება და ნიჭი, სამუშაო მაგიდასთან, ურთულესი პროექტების დეტალურად დამუშავებისას მჟღავნდება და არა დიდი აუდიტორიის წინაშე, საჯარო გამოსვლების პროცესში. თუმცა ზოგიერთი ქალწულის მუშაობის მეთოდიკა, გარშემომყოფთათვის იმდენად გაუგებარია, რომ მათ ხშირად ორპირობაშიც კი სდებენ ბრალს. მაგრამ ამგვარი მოსაზრება უდაოდ მცდარია, პირიქით იმ შემთხვევაშიც კი, როცა გარემოება აიძულებს ქალწულს, ტყუილი თქვას, იგი ამას იშვიათად და ძალიან უხალისოდ აკეთებს. აღსანიშნავია ისიც, რომ წლების მანძილზე ყოველდღიურ, იძულებით თვალთმაქცობას, ბევრი ქალწული ძლიერ, ნერვულ აშლილობამდეც კი მიუყვანია. კიდევ ერთი ასპექტი, რაც ქალწულ უფროსს მოთმინებას აკარგვინებს გახლავთ ის, რომ მას ვერაფრით გაუგია, რისთვისაა საჭირო ისეთი უაზრო მოვალეობების შესრულება, როგორიცაა: შეხვედრები, გაცილებები, ოფიციალური სადილ-ვახშმები და სხვადასხვა სახის სისულელეები. აქედან გამომდინარე, ქალწული უფროსები მცირერიცხოვან და კარგად ნაცნობ კოლექტივთან მუშაობას არჩევენ, ცნობილი ”ფირმა-გიგანტის” ხელმძღვანელობას. თუ სწრაფი, ზუსტი, საზრიანი და მოწესრიგებული ადამიანი ხართ, ქალწულთან მუშაობა არ გაგიჭირდებათ. მიუხედავად გარკვეული პედანტურობისა, თქვენი უფროსი არც ისე ცუდი პიროვნებაა. თუ რაიმე გტკივათ, იგი აუცილებლად გითანაგრძნობთ და სახლში ადრე წასვლის უფლებასაც უყოყმანოდ მოგცემთ. სამაგიეროდ არასოდეს გაპატიებთ დაკისრებული საქმისადმი, უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას, მოუწესრიგებელ სამუშაო ადგილს და არაპუნქტუალურობას.
სასწორი
თუ უფროსად სასწორი გყავთ, ლაპარაკის და კამათის მოყვარული და დიდოსტატი, ხელძღვანელის ოფისში მოხვდით. სასწორ უფროსთა უმრავლესობას, შესაშური დამაჯერებლობით საუბარის გარდა, კითხვების დასმა და მოსმენაც არანაკლებ უყვარს. ეს თვისება კი, განსაკუთრებით სასარგებლო მაშინაა, როცა რაიმე, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა დგება მათ წინაშე. მერყევი ბუნებიდან გამომდინარე, სასწორებს პასუხისმგებლობის ძალიან ეშინიათ და წარუმატებლობის შემთხვევაში, ურჩევნიათ საკუთარი თავის დასამშვიდებლად მაინც დაიტოვონ სათქმელი: ”გადაწყვეტილება ხომ ჩემი ცოლის, ადვოკატის ან სულაც მეგობრის რჩევით მივიღეო”. მაგრამ, თუ სასწორმა გონებისა და ემოციების ჰარმონიას მიაღწია, მასთან მუშაობა მეტად სასიამოვნო ხდება. სასწორ უფროსებს შორის არცთუ იშვიათად, ზოდიაქოს ამ ნიშნის, ქალბატონი წარმომადგენლებიც გვხვდებიან. ერთადერთი რითაც ისინი მამაკაცი უფროსებისაგან განსხვავდებიან, თანამაშრომლების მხრიდან, დისციპლინის გაცილებით მეტი მოთხოვნაა. სხვამხრივ კი, განურჩევლად სქესისა, სასწორი უფროსები ერთანაირად სამართლიანები, არაკოფლიქტურები და სხვისი აზრის ანგარიშის გამწევები არიან. ფულთან მათ დამოკიდებულებას რაც შეეხება, ამ მხრივ სასწორები არაერთგვაროვნად იქცევიან, ხან უკიდურესობამდე ძუნწობენ, ხან კი ხელქვეითებს სანტა-კლაუსივით, გულუხვად ასაჩუქრებენ. სასწორ უფროსს ხანდახან, საკუთარი თანამშრომლების სახლში მიპატიჟებაც უყვარს, მაგრამ შეეცადეთ ხმამაღალი სიცილით, ვულგარული მანერებითა და ცხარე კამათის გამართვით, უფროსს თქვენზე შთაბეჭდილება არ წაუხდინოთ.
მორიელი
მაშ ასე, თუ თქვენ მორიელი უფროსის ოფისში მოხვდით, მინდა გირჩიოთ, რომ პრეზიდენტ თეოდორ რუზველტის სიტყვები გაიხსენოთ: ”ილაპარაკე რბილად, მაგრამ ზურგს უკან კეტი მზად გქონდეს”. ამგვარი გახლავთ ფილოსოფია, რომელსაც მეტ-ნაკლებად ყველა მორიელი-უფროსი ემორჩილება. ღრიანკალს შესანიშნავი ინტუიცია და ადამიანების გამჭოლ ხედვის უნარი გააჩნია, ამიტომ თუ რაიმე გაქვთ დასამალი, მას ვერაფერს გამოაპარებთ. სამაგიეროდ ძნელბედობის ჟამს, მორიელი, ნებისმიერ სხვა უფროსზე მეტად გაგიგებთ და დაგეხმარებათ. საერთოდაც, მორიელი უფროსისთვის ნებისმიერი თანამშრომლის განწყობა ძალზე მნიშვნელოვანი რამაა, რადგან მშვენივრად უწყის, რომ პირადი პრობლემები, ხელქვეითის მუშაობის ხარისხზე აისახება. მორიელი თანამშრომლებს გულდასმით არჩევს, ამასთან პირად სიმპათიასაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, ამიტომ თუ არ მოსწონხართ, ოსტატურად მოახერხებს, სამუშაოს მიტოვება ნებაყოფლობით გაიძულოთ. შესაძლოა ეს ადამიანი, გრაფ დრაკულას ან სხვა რომელიმე, ცნობილ მონსტრს არაფრით წააგავდეს, მაგრამ მას შესანიშნავად შეუძლია დაგიმორჩილოთ და უსაზღვრო სიმპათიით განგაწყოთ, საკუთარი პიროვნების მიმართ. თუმცა უფროსის მისამართით, აშკარა კომპლიმენტებს ერიდეთ! მორიელი ბუნებით უსაზღვროდ ეჭვიანია და შესაძლოა ეს ყველაფერი, მლიქვნელობაშიც კი ჩამოგართვათ. ასევე არასოდეს გაბედოთ, საზოგადოების წინაშე, თქვენი ბოსის იმიჯის დაჩრდილვა საკუთარი, თუნდაც დამსახურებული, პროფესიული მიღწევებით. ამგვარი საქციელი შესაძლოა, არათუ სამუშაო ადგილის, ჯანმრთელობის დაკარგვის ფასადაც კი დაგიჯდეთ. სამაგიეროდ ღრიანკალ უფროსთან ლოიალური და კეთილმოსურნე დამოკიდებულება, მრავალწლიან, ნაყოფიერ და სტაბილურ თანამშრომლობას გპირდებათ.
მშვილდოსანი
თუ თქვენი უფროსი, მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაიბადა, მას შემდეგ რაც სამსახურში მიგიღებთ, საკმაოდ ხანგრძლივი დროის მანძილზე გაგიჭირდებათ გაერკვეთ, ვინ არის ის? ხან გენიოსად ჩათვლით, ხანაც აფსოლუტურ სულელ, გაუზრდელ და უტაქტო ხეპრედ. იგი ზოგჯერ სპილოსავით ტლანქია, პერიოდულად კი დოღის ცხენივით გრაციოზული. დღეს თუ ყველა თანამშრომლის დასანახად, ფაქტობრივად არაფრის გამო გამოგლანძღათ და გგონიათ, რომ მას უბრალოდ ეჯავრებით, ხვალ თავისთან კაბინეტში დაგიბარებთ და უახლოეს მომავალში, დაწინაურებას თუ არა ხელფასის მომატებას მაინც დაგპირდებათ. მაგრამ ვშიშობ თქვენი იმედები ამაოა, რადგან კარგ განწყობაზე მყოფმა, ეს ადგილი ერთბაშად ოთხ თანამშრომელს აღუთქვა. (თუ მეტს არა!). საბოლოო ჯამში, ერთ მშვენიერ დღეს გასაკვირი არაა, უფროსის ამგვარი საქციელით გაღიზიანებულს, ყველაფერი ყელში ამოგივიდეთ და ურთიერთობის გასარკვევად, მისი კაბინეტისკენ გეზი საომარი შემართებით აიღოთ. თუმცა ბოსი, კაბინეტში ალბათ ნაკლებად დაგხვდბათ. უფრო მეტიც, შესაძლოა იგი რამოდენიმე დღით,(ან რამოდენიმე კვირით) საქმიანი მოლაპარკებების საწარმოებლადაც კი გაემგზავრა საზღვარგარეთ. ხეტიალის მოყვარული მშვილოდსანი, არასოდეს გაუშვებს ხელიდან შანსს, საქმიანი ვიზიტების პარალელურად, ”არასაქმიანი ვიზიტებიც” ოსტატურად აწარმოოს და რაც შეიძლება, დიდი ხნით გაახანგრძლივოს სამივლინებო დრო. ამასობაში კი თქვენ იმაზე დაფიქრებასაც მოასწრებთ, რომ თქვენს უფროსს, ნაკლთან ერთად უამრავი ღირსებაც გააჩნია. იგი იშვიათად ბუზღუნებს, თუ ფინანსურად გიჭირთ, ხელფასის წინასწარ აღების ნებას დაგრთავთ და ის კი არა, შესაძლოა საკუთარი ფულიც გასესხოთ! უყვარს მოზროვნე და მხიარული ბუნების თანამშრომლები, კარგი დროსტარებისა და დასვენების ფასიც იცის, ამიტომ ხშირად აწყობს პიკნიკებს ბუნებაში. მართალია ვერასოდეს განსაზღვრავთ, რას გიმზადებთ ხვალ, მაგრამ თუ მასსავით ოპტიმისტი ხართ, ეს არც ისე მნიშვნელოვანი უნდა იყოს თქვენთვის.
თხის რქა
თხის რქებს ასტროლოგები სხვაგვარად ”, ზოდიაქოს მუშა ნაწილსაც” უწოდებენ, ამიტომ თუ თქვენი უფროსი, სწორედ ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაიბადა გაითვალისწინეთ, რომ თქვენი სამუშაო დღე, სისხამ დილით დაიწყება და გვიან ღამით დამთავრდება. თავად უფროსს კი, ხანდახან საკუთარ კაბინეტში, არათუ ვახშმობა, წვერის გაპარსვაც უწევს. ამასთან იგი ძალიან განიცდის, როცა იძულებულია ოჯახისთვის განკუთვნილი დრო, სამსახურს მოახმაროს. ოჯახის მცნება, ნებისმიერი თხის რქისთვის წმინდათა წმინდაა. მართალია თქვენი თხის რქა უფროსი საკმაოდ მკაცრი ხელმძღვანელია, მაგრამ უსამართლოდ არავის დაჩაგრავს. თანამშრომლებს დავალებას, მბრძანებლური ტონით ან ყვირილით არასოდეს აძლევს და თუ ხელქვეითის დაუდევრობამ ძალიან არ გააღიზიანა, ხმას არ აუწევს. თხის რქა უფროსი ქებაში ძალზე თავშეკავებულია, სამაგიეროდ გულგრილი არასოდეს რჩება ხელქვეითთა პრობლემებისადმი და მათ შეძლებისდაგვარად ყოველთვის ეხმარება. საერთოდ თხის რქისთვის დამახასიათებელი, ტრადიციების, ტიტულებისა და ცნობილი ავტორიტეტებისადმი სიყვარული, იმაში გამოსჭვივის რომ, იგი განსაკუთებულ პატივს, მხოლოდ თავისზე უკეთესი წარმომავლობის ან განათლების მქონე ადამიანებს სცემს. თხის რქა უფროსი, ბუნებით ძალზე მორიდებულია და როცა ვინმე, მისი ღირსებების აღნიშვნას ცდილობს, შესაძლოა სირცხვილისაგან სახე პატარა ბავშვივით აუჭარხლდეს. მისი პასუხისმგებლობის გრძნობა იმდენად დიდია, რომ ხშირად სამსახურის გამო, ჭამა და დასვენებაც კი ავიწყდება. თხის რქა უფროსი, დროს ფუჭად არასოდეს კარგავს და ამის უფლებას არც ხელქვეითებს აძლევს. არ უყვარს, როცა ქალი თანამშრომლები, ზედმეტად მკვეთრ კოსმეტიკას ან სუნამოს ხმარობენ, მამაკაცებში კი წვეროსნები და თავისუფლად ჩაცმულები ეჯავრება. თუ მისი კეთილგანწყობის მოპოვება გინდათ, იყავით თავშეკავებული, მოწესრიგებული, პუნქტუალური და რაც ყველაზე მთავარია, სხვების თანდასწრებით უფროსს, სახელით არასოდეს მიმართოთ! სამაგიეროდ შეგიძლიათ მასთან თამამად ისაუბროთ შინაურებზე და ოჯახის წევრებზე, იგი ამას დადებითად შეაფასებს.
მერწყული
თუ აღმოაჩინეთ, რომ თქვენი უფროსი ზოდიაქოს ნიშნით მერწყულია, ჩათვალეთ თავისებურ ფენომენს, ანუ ”თეთრ ყვავს” გადაეყარეთ. საერთოდ მერწყულთა უმრავლესობა, ბუნებით ლიდერი არაა, აქედან გამომდინარე დილის ცხრიდან საღამოს ექვსამდე, სამუშაო მაგიდასათნ გაჩერება, მით უმეტეს ბრძანებების გაცემა, მრავალსაათიანი საქმიანი მოლაპარაკებების წარმოება და უამრავ ადამიანზე პასუხისმგებლობის აღება, მათთვის უსაშველოდ დამღლელი და გამაწამებელი საქმეა. თუმცა არსებობს გამონაკლისი შემთხვევები, როცა მერწყული ახერხებს ამ უარყოფითი მომენტების დაძლევას და მისგან საკმაოდ კომპეტენტური ხელმძღვანელი დგება. მერწყულისთვის დამახასიათებელი გამჭრიახი გონება, ინტუიცია, უჩვეულო კეთილმოსურნეობა და საზოგადოებაში (მეეზოვით დაწყებული, მნიშვნელოვანი ბიზნეს-პარტნიორით დასრულებული) სიმპათიის მოპოვების უნარი, ლიბერალიზმი და დიპლომატიის ნიჭი, ნებისმიერ უფროსს დაამშვენებდა. თუ მერწყულთან მუშაობა გინდათ, სამსახურში ბოლომდე დაიხარჯეთ, (მას არ უყვარს ადამიანები, რომლებიც სრულ ხელფასს, ნახევრად გაკეთებულ საქმეში იღებენ), ნუ ესესხებით ფულს, (მერწყულს შესაძლებლობის ფარგლებში მცხოვრები ხალხი უყვარს) და ნურასოდეს ეცდებით უფროსის პირადი ცხოვრების შესახებ, ზედმეტი ინტერესის გამოჩენას, მით უმეტეს რჩევების მიცემას!! მერწყულის აზრით, ყველას აქვს უფლება სურვილისამებრ მოიქცეს და თავად საკუთარი ხელქვეითების საქმეში, ცხვირს არასოდეს ჩაყოფს. ნურასოდეს ეცდებით მის მოტყუებას და ზურგსუკან გაჭორვას, სულერთია, მაინც ვერაფერს გამოაპარებთ. მერწყულთან მუშაობისას, ყოველგვარ მოულოდნელობას უნდა ელოდოთ, ერთ მშვენიერ დღეს სამსახურში მისულმა, შესაძლოა აღმოაჩინოთ, რომ მან თავისი ოფისი სხვა ადგილას გადაიტანა და ამის შესახებ, თქვენი გაფრთხილება აზრადაც არ მოსვლია. სამაგიეროდ უფროსს, იშვიათად ნახავთ ცუდ განწყობაზე მყოფს. თანამდებობისდა მიუხედავად, ნებისმერ თანამშრომელს შეუძლია, მასთან კაბინეტში შესვლა და გულახდილად საუბარი, თუმცა თუკი ზოგჯერ განმარტოებით ყოფნა სურს, არ უნდა შეაწუხოთ. მისი უცნაური მანერები დრო და დრო, ალბათ ძალიან გაგაკვირვებთ, მაგრამ გაოცებას როგორმე უნდა მოერიოთ თუკი აღმოაჩენთ, რომ ხალხმრავალ ბანკეტზე, მკაცრი სტილის შარვალ-კოსტუმში გამოწყობილ თქვენს უფროსს, სხვადასხვა ფერის წინდები მოუჩანს ლაქის ფეხსაცმელებიდან.
თევზები
მაშ ასე, თუკი თქვენი უფროსი თევზების ზოდიაქოს ნიშნით დაიბადა, გაითვალისწინეთ რომ, მისი გარეგნული ნაკლებად ემოციური, შეიძლება ითქვას ფლეგმატური იმიჯის მიღმა, ძალზე მგრძნობიარე და უსაშველოდ ემოციური ადამიანი იმალება. თევზების უმრავლესობა სიტყვაძუნწი ხალხია, თუმცა ეს იმას როდი ნიშნავს, რომ მათ თანარძნობის ან იუმორის გრძნობა არ გააჩნიათ. პირიქით თქვენს უფროსს, ხუმრობაც შესანიშნავად ეხერხება და თქვენ წარმოიდგინეთ, ბოროტი სარკაზმიც. თუმცა რაკიღა, თევზებს შორის, ნაკლებ ამბიციური და დამყოლი ხასიათის ადამიანები სჭარბობენ, გამოკვეთილი ლიდერის თვისებებით დაჯილდოებულ თევზს, იშვიათად ვხვდებით. თუ მაინც იკავებენ ისინი მაღალ თანამდებობას, საკუთარი ძალაუფლებით, ბოროტად არასოდეს სარგებლობენ. თევზ უფროსთან მუშობისას, სავარაუდოდ იგი, თქვენს მიერ შემოთავაზებულ ნებისმიერ, ახალ პრიექტს დაუჭერს მხარს, მაგრამ ამ პროექტის წარმატებით დასრულება, მხოლოდ თქვენსავე პრინციპულობასა და შემართებაზე იქნება დამოკიდებული. ამიტომ თუ საქმეს უფროსის ანაბარა მიატოვებთ, არ გაგიკვირდეთ, რომ თევზს მისი გაკეთება დაეზაროს ან უბრალოდ გადაავიწყდეს. სხვა საქმეა თუკი თქვენი წამოწყება, რაიმე სახის, სახელოვნებო ღონისძიების ჩატარებას გულისხმობს (მაგალითად საქველმოქმედო კონცერტი) და სერიოზულ გათვლა-გაანგარიშებებს ან ფინანსურ ოპერაციებს არ უკავშირდება. ამ შემთხვევაში, თევზი უფროსი გაცილებით მეტი ინტერესითა და პასუხისმგებლობით მოეკიდება საქმეს. თევზებს საოცარი გარდასახვის ნიჭი გააჩნიათ და თუკი ვინმესთან ურთიერთობაში, რამე არ აკმაყოფილებთ, ძალა შესწევთ ოსტატურად აარიდონ თავი, რთულ და დამღლელ ახსნა განმარტებებს. ამიტომ შესაძლოა მოგეჩვენოთ, რომ მისთვის თქვენი წინადადება მისაღები უნდა ყოფილიყო, რადგან ხმა არ ამოუღია ( ნუ დაგავიწყდებათ, ჩუმად ყოფნა თევზის ბუნებრივი მდგომარეობაა!) და ჩათვალოთ, რომ ყველაფერი რიგზეა. რამოდენიმე დღეში კი აღმოაჩინოთ, რომ მან უბრალოდ გადაიფიქრა ან სულაც ხანგრძლივ მივლინებაში გაემგზავრა.
This post has been edited by resurgam on 19 Feb 2012, 19:48
--------------------
www.astrologi.ge
Не важно, какая я. Важно, что с вами я буду именно такой, какой вы меня заслуживаете
|