თქვენ იკაიფეთ და სულ რაღაც 2 წლის წინ ედსენსიდან იუტუბის არხების გამომუშავებული თანხები რომ ირიცხებოდა საქართველში, ჯამში იმხელა თანხა შემოდიოდა, რომ 1 კვირის განმავლობაში გავლენას ახდენდა ევროს კურსზე. ლარი მყარდებოდა ევროსთან მიმართებაში 1-2 პუნქტით.
ეხლა ცოტა აირია მონასტერი და არხების შემოსავლებსაც დაეტყო. ბევრი, დიდშემოსავლიანი არხი უბრალოდ მოსპეს შავი კონტენტის გამო თორემ ვალუტა შემოდიოდა და შემოდის ქვეყანაში და ეს ცუდი ნაღდად არაა. რაც მეტი შემოვა, მით უკეთესი ამ გაუბედურებული ქვეყნისთვის.

კიდევ ერთი ნიუანსი: რაც ჩემს (და ნებისმიერი თქვენგანის) კეთილდღეობას ეხება, ის ეხება ყველას კეთილდღეობას ამ ქვეყანაში. მე (შენ) რომ მეტი შემოსავალი გამიჩნდება, გადახდისუნარიანობაც მეტი მექნება. მეტ რამეში დავხარჯავ ფულს და მეტი ადამიანის ჯიბისკენ გადაინაცვლებს დახარჯული ფული.