ბრიტანეთის 45 კომანდოს ბატალიონის 400 ჯარისკაცი ჰოლანდიელებთან ერთად ნორვეგიის ჩრდილოეთ სანაპიროზე ამფიბიურ წვრთნებს ატარებენ
ჰოლანდიელი გენერალის ჯეფ მაკ მუტრის განცხადებით რუსეთის გაზრდილი ინტერესი დაუფარავია მათი წვრთნების მიმართ
"როდესაც ანტისარაკეტო ბალისტიკური თავდაცვის წვრთნას ვატარებთ რუსეთის გაცილებით მეტ საზღვაო ძალების მოახლოებას ვხედავთ და გაცილებით ახლოს მოდიან ფიზიკურად ვიდრე ოდესმე აშკარად უნდათ რომ მათი ახლოს ყოფნა დავაფიქსიროთ"
"ჩვენ ასევე ვხედავთ რუსულ ბომბდამშენებს რომლებიც ჩვენ საომარ გემებთან დემონსტრაციულად- ახლოს დაფრინავენ ისეთნაირად რომ შეგვიძლია პროვოკაციული ქმედება დავარქვათ"
არქტიკული წრე სტრატეგიული ინტერესის ადგილად იქცა მას შემდეგ რაც ყინულმა დნობა დაიწყო და ახალი სანაოსნო გზები გაიხსნა რომლებსაც რუსეთი და ჩინეთი უკვე მოიხმარენ
ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა საჯაროდ წარადგინა "არქტიკული თავდაცვის სტრატეგია" რომელიც გულისხმობს მომავალ წელს ნორვეგიაში 800 კომანდოს მეომრის გაგზავნას რომლებიც ჩრდილოეთ ნორვეგიაში ბაზასაც ააშენებენ
ბრიტანეთის თავდაცვის მდივნის განცხადებით:
"ჩვენ ვხედავთ რუსეთის წყალქვეშა ნავების ისეთ ინტენსიურ აქტიურობას როგორიც ცივი ომის დროს იყო და დროა საპასუხო ნაბიჯები გადავდგათ ათი წლის წინ ყველას ეგონა რომ წყალქვეშა ნავების ჩრდილოეთში ყოფნის ეპოქა და ის საფრთხე რასაც ეს წარმოადგენდა ბერლინის კედლის დანგრევასთან ერთად წარსულს ჩაბარდა თუმცა დღეს ეს საფრთხე ისევ არსებობს"
https://www.telegraph.co.uk/news/2018/10/14...-arctic-circle/