მოკლედ თავიდან ბოლომდე წავიკითხე მთელი თემა და თქვენის ნებართვით ჩემს მოსაზრებას დავწერ.
ვისაც სადაც უნდა და უკეთესად გრძობს თავს იქ უნდა იცხოვროს რათქმაუნდა, ეს ცალსახა ჭეშმარიტებაა. ადამიანი გაცილებით ადრე გაჩნდა ვიდრე ნებისმიერი სახელმწიფო და შესაბამისად დედამიწაზე მოგზაურობა ეს ჩვენი ძირძველი ბუნებით მონიჭებული უფლებაა (რომელსაც ვიღაც-ვიღაცეები ისტორიულად, ხელოვნურად ბლოკავენ, ვიზებიო და საემიგრაციო სამსახურებიო და ა.შ.) მოკლედ ეგ გასაგებია და რათქმაუნდა უცხოეთში გადახვეწილი ქართველი თუ ნებისმიერი სხვა ქვეყნის მოქალაქე ვიცნ უცხო ქვეყანაში წავიდა საცხოვრებლად რაღაც პონტში უფრო ნორმალურია ჩემთვის ვიდრე ის ვინც მთელი ცხოვრება ერთ გეოგრაფიულ ადგილს მიეჯაჭვა.
მაგრამ აქ ჩნდება ბევრი საკითხი, ბევრი ადამიანური ფქატორი და ძალიან ბევრი მ ა გ რ ა მ!
დავიწყოთ თავიდან - 'სადაც ვშობილვარ, გავზდილვარ და მისროლია ისარი...' ეს ძალიან ბევრს ნიშნავს, ეს არ არის მარტო გეოგრაფიული მდებარეობა ეს გრძნობებია ბავშვური, ბუნებრივი და ლაღი. მიუხედავად იმდროინდელი სიდუხჭირისა ჩემი სკოლა დღესაც კარგად მახსენდება და არჩევნებზეც გახარებული მივდივარ, რადგან იმ სკოლაშია ჩემი საარჩევნო უბანი სადაც 11 წელი გავატარე და ძალიან ბევრი ტკბილი მოგონება მაქვს.
ეხლა გადავიდეთ შემდეგზე ეს არის 'ენა', ქართული ენა სპეციფიკურია და მიუხედავად ჩვენი სიმცირისა ძალიან მრავალფეროვანი და საინტერესო ენაა... ჩემს მიერ წაკითხული წიგნების 70% არის ქართულ ენაზე იმიტომ, რომ ქართულ სკოლაში ვისწავლე. ბალზაკიც, რემარკის, ჯეკ ლონდონიც და მარკ ტვენიც ქართულად მაქვს წაკითხული (ნუ ზოგი რუსულადაც). შესაბამისად ვაზროვნებ(თ) ქართულად და ძნელია, ნებისმიერ სხვა ენაზე fluent იყო, მითუმეტეს 30 წლის ზემოთ თუ მიდიხარ. თვითინ ადამიანური სიტუაციიდან გამომდინარე ისევ, ანუ ჩემთვის ქართული იუმორი უფრო გასაგებია სუფთა ენობრივი კუთხით, ვიდრე ინგლისური (მიუხედავად იმისა, რომ ინგლისური კარგად ვისწავლე). შემდეგი პარამეტრი არის ოჯახი, ნათესაობა, საძმო-სამეგობრო რომელიც წლებიც მანძილზე შენტან ერთად არის იზრდება, იცვლება და ა.შ. მაგრამ მუდამ შენს გვერდითაა...
ეხლა რაც შეეხება შემოსავალს, ბატონმა
გ ი ო რ გ ი -მ კარგად განმარტა ყველაფერი მთავარი არის არა ნომინალური ერთეული არამედ მსყიდველობით უნარიანობა და ასევე პერსპექტივა... არ გამიკვირდა
CyBeR_GiO უცებ რო გაქრა თემიდან

ისეთი ამომწურავი პასუხი გაეცა, რომ უბრლაოდ სიტყვა აღარ ეთქმის.
ჩემს პირად მაგალითსაც დავწერ, შეიძლება ითქვას მსოფლიო მაქვს შემოვლილი

ნუ განსაკუთრებით ევროპა მაგრამ, ყველაზე შორი წერტილი სადაც ვყოფილვარ ჰავაის კუნძულებია... იქ გემით (კატერით) ოკეანეში გავედით რათა დელფინებთან და ვეშაპებთან ერთად მეცურა ხოდა საკმაოდ დიდ ხნიანი ტური გამომივიდა და გავიცანი ტიპი 'იუნგა' რომელიც მუშაობდა ამ გემზე. მკითხა საიდან ხარო, მოვუყევი საქართველოზე... ამ დალოცვილმა კაცმა რომელიც ფაქტიურად სამოთხეში ცხოვრობს ოაჰუზე, ყოველ დღე საოცარ პეიზაჟებს უყურებს და ღია ოკეანეში დასეირნობს უცებ ამიწუწუნდა და მეუბნება წამიყვანე შენთანო დამტანჯა ამ კაპიტანმა ცოტას მიხდის და იქნებ თქვენს ქვეყანაში ჭირდებოდეთ ჩემნაირი ვინმეო

ცრემლი მომადგა თვალზე
მე თბილისში ვცხოვრობ! მქონდა, მაქვს და კიდევ მექნება სხვა ქვეყანაში წასვლის შესაძლებლობა (ისედაც დავდივარ, მაგრამ ემიგრაციას ვგულისხმობ) მაგრამ სრულიად შეგნებულად არსად არ მივდივარ. არც მილიონერი ვარ და არც მსოფლიო მოგზაური

უბრალოდ რიგითი ქართველი რომელიც დღე და ღამ ვმუშაობ და ვარჩენ ოჯახს.
ყველა ჩემი ახლო მეგობარი-ნათესავი აქ მყავს (რათქმაუნდა ის ვინც არ წასულა ემიგრაციაში, ხოლო ვინც წავიდა ზოგი აგერ უკან ბრუნდება

), ჩემს ენაზე ვსაუბრობ, ჩემს ქვეყანას ვაშენემ (წვლილი შემაქვს) გადასახადებს ვიხდი. ბევრი რამე არ მომწონს აქ, თუმცა უფრო ბევრი რამე მომწონს და სწორედ ამიტომაც შემოვრჩი აქაურობას.
რავიცი ყველამ თავის საქმეს მიხედოს და როგორც ზემოთ დავწერე სადაც როგორც ურჩევნია ისე და იქ იყოს. უბრალოდ იმის თქმა მინდა რომ საქართველოში, თბილისში ვცხოვრობ და მომწონს დავდივარ ბაკურიანში, ყაზბეგში, ბათუმში, ხევსურეთში, მარტვილსა და ვარძიაში და მიყვარს, მსიამოვნებს აქ ყოფნა... მომწონს როგორც ხალხი (ზოგადად) ისე ადგილები, ბუნება, და ა.შ. მომწონს აქაური სიტუაცია, ხო დამავიწყდა გამონაბოლქვი არ მომწონს და ვაპროტესტებ!
* * *
Mosheღმერთმა ხელი მოგიმართოს ე მანდ რო არ მიდნა ცხოვრება იმიტომ ვარ თბილისში

პ.ს. რაძი ინტერესა
CyBeR_GiO-ებრი იუზერებისგან მაინტერესებს... დამისახელეთ მიზეზები თუ რატომ უნდა წავიდე აქედან? და მაგალითად ლამაზ ნიუ-ჯერსიში დავსახლდე ან ვანკუვერში ან სიდნეიში ან ჩემს საყვარელ როტერდამში. ჩამოყარეთ მიზეზები.... მადლობა წინასწარ.
This post has been edited by Mr_Crowley on 23 Oct 2018, 00:30