საქმე გვაქვს ერთი ადამიანის მონაყოლთან, რომლის ავთენტურობაც დასადგენია. თუმცა, აუცილებელია, რომ ყველაფერი იყოს გამოძიებული, რათა საზოგადოებისთვის ეჭვის ნამატამალიც არ დარჩეს,- ამის შესახებ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მირზა სუბელიანის ფარული ჩანაწერების შესახებ საუბრისას განაცხადა.
აკაკი ზოიძის თქმით, ინფორმაცია ძალიან შემაშფოთებელია, თუმცა, შესაძლოა, ეს იყოს ფარსი, რომლის დამდგმელებსაც უნდათ, მოსახლეობა დააჯერონ, თითქოს „ნაციონალური მოძრაობის“ დროინდელ დანაშაულს დღესაც სისტემური ხასიათი აქვს.
„ერთი ადამიანი ამტკიცებს, რომ მას აქვს მონაწილეობა მიღებული ორგანიზებულ, მართლაც სისტემური დანაშაულის ნიშნების მატარებელ ქმედებებში. ჭეშმარიტების პატარა მარცვალიც რომ იყოს მთელ ამ საუბარში, საზოგადოებისთვის ეჭვის ნატამალი არ უნდა დარჩეს. შესაბამისად, აუცილებელია, რომ „საქმენი საგმირონი” იყოს გამოძიებული ბოლომდე.
თუმცა შესაძლოა, ერთი ადამიანი ამტკიცებდეს, რომ მან მოკლა კენედი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მან აუცილებლად მოკლა კენედი. ამ ფარსის დამდგმელებს უნდათ დაგვარწმუნონ, რომ ისტორია მეორდება, მაგრამ პირველად ტრაგედია იყო და ახლა ფარსია. ეს ჩემი სიტყვები არ გახლავთ, ეს გერმანელი ფილოსოფოსის სიტყვებია, რომელიც 200 წლის წინ დაიბადა. ფარსი, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის დროს ხდება, არის ის, რომ დააჯერონ მოსახლეობა, თითქოს „ნაციონალური მოძრაობის” დროინდელ რეალურ ტრაგედიებს, წამებას, ათიათასობით ადამიანისთვის ქონების წართმევას, ბიზნესების დაშანტაჟებას ახლაც სისტემური ხასიათი აქვს და „ქართულმა ოცნებამ” გამოიყენა „ნაციონალური მოძრაობის” მიერ შექმნილი სისტემა და ხალხი. ეს არის დასადგენი სწორედ. ათიათასობით ადამიანი რომ იყოს დაშანტაჟებული, წამება რომ ხდებოდეს, ამ ქვეყანაში არაფერი იმალება და ეს ძალიან ნათლად გამოჩნდებოდა. სისტემურ დანაშაულზე, ჩემი აზრით, საუბარი საერთოდ არ უნდა იყოს, მაგრამ თუნდაც ერთი ფაქტი რომ იყოს ასეთი, თუნდაც ერთი ადამიანის წამება, ერთი მოწმისგან ძალადობით მიღებული ჩვენება, უმკაცრესი რეაგირება უნდა მოყვეს და დაისაჯოს ყველა ის ადამიანი ვინც ეს გააკეთა“ – განაცხადა აკაკი ზოიძემ.
ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ შს მინისტრის, გიორგი გახარიას პარლამენტში დაბარების შესახებაც ისაუბრა.
„ოპოზიცია კი არ ითხოვს, მეც ვითხოვ, თუ რაიმე მტკიცებულება აქვს სუბელიანს, რაღაც ტერაბაიტებზე რომ არის საუბარი, წარმოადგინოს. ჩვენი მხრიდან პარლამენტი გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ბოლო დეტალამდე ჩავწვდეთ ამ საქმეს. ეს არის პრინციპული საკითხი ჩვენი ქვეყნის, ჩვენი შვილების მომავლისათვის, რათა ამ ქვეყანაში არასდროს გამეორდეს ის, რა კოშმარშიც გვიწევდა ცხოვრება”,- განაცხადა ზოიძემ.
აკაკი ზოიძე ფარული ჩანაწერების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას არ გამორიცხავს. მისი თქმით, სიმართლის დასადგენად ყველანაირი ბერკეტი უნდა იყოს გამოყენებული, რაც პარლამენტს გააჩნია
„ჩვენ ვიხმართ ყველა ბერკეტს, რაც პარლამენტს გააჩნია. იქნება ეს მინისტრების დაბარება, თუ ზედამხედველობის სხვა მექანიზმი. შევიკრიბებით უმრავლესობასთან ერთად და ჩამოვყალიბდებით. ეს არ იქნება ერთჯერადი თემა, სანამ ბოლომდე არ ამოვწურავთ. არაფერს გამოვრიცხავ, მთავარია, ჩვენ მოვისმინოთ კითხვებზე პასუხები, რადგან ეს არის საზოგადოების ყველაზე მაღალი ინტერესის საგანი”,- განაცხადა ზოიძემ.
https://1tv.ge/news/akaki-zoidze-farul-chan...toria-meordeba/ჩემი პოსტი წაუკითხია აკაკი, კაკო, კაკის
სუბელიანის ჩანაწერი (post #53595591)