სალამი ყველას! ვისაც მეორე ნახევარი(ან ცოლი) გყავთ, მაინტერესებს დროს როგორ ატარებთ, როგორ ერთობით)
და ვაფშე რამე კაი , საინტერესო ვარიანტები დაყარეთ

მე რაც მომდის აზრად :
1)კინო (ეს ყველამ იცით ალბათ, თუ თქვენ საცხოვრებელ ადგილას კინოთეატრია)
2)ბარი ( მაგალითად თბილისში ვარშავა ბარი მომოწონს)
3)უბრალოდ სეირნობა
4)უბრალოდ სახლში გორაობა ( თუ, რა თქმა უნდა ცალკე საცხოვრებელი გაქვთ და გოგო სახლში ამოსვლაზე უარს არ ამბობს, ან თუ მეორე 5)ნახევარი უკვე თქვენი მეუღლეა)
6)სადმე ლამაზ ადგილას წასვლა( მაგალითად სვანეთში)
7)გუდაურ ბაკურიანი (ზამთარში)
8)მეგობრებთან ან ნათესავებთან თოხლაობა
9)ეკლესიაში სიარული წირვებზე, თუ მორწმუნე ხართ რა თქმა უნდა.
10) ღამის კლუბში(მხოლოდ ბასიანი) წასვლა ( არ ვარ გოგოსთან ერთად ნამყოფი და ვითომ ღირს? რატომღაც მგონია, რომ არა)
11) ზმანის დათვალიერება ( როცა ფული გაქვს მეტნაკლებად მესმის, მარა როცა კრიზისში ხარ მაგარი მურტალი რამეა...

)
12) ბილიარდ მილიარდის მსგავსი რაღაცეები
13) კაფეში თოხლაობა
14) კონცერტ მონცერტი
15) ღვინის მასტერკლასები (ძაან დამევასა სხვათაშორის)
16)იუმორინა 2017( ვხუმრობ, მარა ზოგს შეიძლება მართლა გაუსწორდეს და ნუ დავცინებთ ამის გამო )
17)ერთად ვარჯიში (სირბილი მაგალითად)
18) რამე საინტერესო კერძის მომზადება
19) სირიაში, ან უკრაინაში საომრად გამგზავრება
20) ერთად დაბოლება ( ოღონდ ძაან იშვიათად, თორე ხშირად თუ იბოლავეთ ორივემ რავიცი აბა...

)
21) კემპინგი
22) უცხოეთში გამგზავრბა( მე დიდათ არ ვიკლავ თავს უცხოეთზე, მარა შეიძლება სატრფოს გაუსწოროთ, ნუ თანხებიც უნდა შესაბამისი, თუმცა ბოლო დროს არც თუ ისე ძვირი სიამოვნებაა)
რავი აბა თქვენც ჩაამატეთ კიდე რამ საინტერესო ვარიანტები თუ გეგულებათ. თქვენი ფავორიტი ვარიანტებიც დაასახელეთ)