ფბ-ზე შემთხვევით აღმოვჩნდი ნიკუშა შენგელაიას ცოლის, ეკა ჭიჭინაძის გვერდზე.
მოგეხსენებათ, მამა-მარჩენალის ოჯახთან ძალიან დაახლოებული პირია. "ჩემ ეკას" ურეკავს დღეში სამჯერ და სტუმრად დადის ხშირად.
რა თქმა უნდა, ხმას აძლევს სალომე ზურაბიშვილს, #არენდობა რუსთავი 5-ს და ლანძღავს ნაციონალებს დუჟმორეული.



მოკლედ, ფბ-თი, სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებით და რეალურ ცხოვრებაშიც ყველანი ვიცნობთ, ვუსმენთ ან ვუყურებთ ამ ადამიანებს.
ამ შემთხვევაში ყველამ ერთად მოიყარა თავი:
კეწი დოლიძე და ნინელი ჭანკვეტაძე
ნოდარ დუმბაძის შვილი
გიგა ლორთქიფანიძის შვილი
მინდია სალუქვაძის შვილები
ლალი მოროშკინა
მორის ფოცხიშვილის შვილები
მანჩო გიორგობიანი
და ა.შ. (ამ შემთხვევაში ქალებზე გამოვიდა თემა, ანალოგიურად, მათი საპირწონე კაცების სიაც შემიძლია ჩამოვწერო

)
ყველა მათგანს საერთო მენტალიტეტი და ღირებულებები აერთიანებს.
ის, რაც ზედაპირზე შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს და ის, რაც არ ჩანს და ცოტა უფრო სიღრმისეულ დაკვირვებას და ანალიზს მოითხოვს.
მათ წრეს საბჭოთა კავშირის დროს ინტელიგენცია ეწოდებოდა.
მაგრამ მოდი დავინახოთ სიმართლე - ე.წ. ინტელიგენციაში ყველა არ იყო მათნაირი და არც ყველას შთამომავლები გაიზარდნენ ასეთები - პრივილეგიებს და უზრუნველ ცხოვრებას გამოკიდებულები.
ეს რაღაც განსაკუთრებული კასტაა, რაღაცნაირი ყალბი, ფარისეველი, უსაქმური, მერკანტილური, ზიზილ-პიპილოებს და ყალბ ურთიერთობებს დახამებულ-გადაყოლილი, სნობი, "თბილისი იყო ურთიერთობა" კატეგორია

.
ისინი კანონს მიღმა დგანან - "ქართველი კაცი იმისია, კანონი უნდა დაარღვიოს" თუ როგორ თქვა ჩვენმა ბასამ?
ხოდა რა მინდოდა მეთქვა.
არაფერი არ გვეშველება
ბიძინა ასეთი უბრალო ხალხიდან არის გამოსული, ამიტომ მას უფრო კარგად ესმის მათი (C) miss-marple
დიახ, ათასობით ნაბიჯს დასავლეთისკენ ვერაფერი გადაწონის (C) შავლეგა