19 ოქტომბერს, 11 საათზე სასტუმრო „ძველი თბილისის“ (წამებულის 27) საკონფერენციო დარბაზში ბიზნეს-ფორუმი „საქართველო-ევრაზიული ეკონომიკური კავშირი“ ოფიციალურად იხსნება. გახსნის შემდეგ 12 საათზე დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ქვეყნებისა და საქართველოს წარმომადგენელთა შორის В2В (ბიზნესი-ბიზნესისთვის) ფორმატში.
ამ ეტაპზე ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირებულია 90 მონაწილე.
როგორც მოსაწვევიდან ჩანს ფორუმის საორგანიზაციო კომიტეტს გოარ აგამალიანი ხელმძღვანელობს.
19-го октября в 11:00 в конференц-зале гостиницы “Hotel Old Tbilisi” (27, K.Tsamebuli Ave, Tbilisi) На карте состоится официальное открытие Бизнес Форума “Грузия-ЕАЭС”, после чего в 12:00 состоятся двусторонние встречи в формате В2В предпринимателей различных отраслей из стран ЕАЭС с предпринимателями Грузии.
В мероприятии зарегистрировано более 90 участников из стран ЕАЭС.
Уважаемые коллеги с радостью приглашаем Вас принять участие в Бизнес Форуме и В2В переговорах!
Участие в работе Бизнес Форума для грузинских компаний бесплатное, вход свободный. Регистрация С уважением и надеждой на Ваше активное участие, Организационный комитет Г-жа Гоар Агамалян.
Тел.: +374 10 350 111 Моб.: +374 96 360 111
Эл. почта: info@evencenter.am Вебсайт: evencenter.am
ვინ არის ფორუმის ორგანიზატორი საქართველოს მხრიდან ამ ეტაპზე ვერ დავადგინეთ, არც ფორუმის შესახებ არის ღიად გაცხადებული, მოსაწვევებიც, როგორც ჩანს არჩევით არის დაგზავნილი. ეჭვი წყარომაც დაგვიდასტურა და გვითხრა, რომ ამ ეტაპზე ინფორმაციას ორგანიზატორები მალავენ და პირადში უგზავნიან შერჩევით პიროვნებებს მონაწილეობის მისაღებად.
P.S. სააგენტო ცდილობს გადაამოწმოს წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია.
ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნებია-სომხეთი, ბელორუსია, ყაზახეთი, რუსეთი და ყირგიზეთი. დამკვირვებელი ქვეყანაა მოლდავეთი.
ბუნებრივია ისმის კითხვა-რატომ ტარდება ეს ფორუმი საქართველოში, როცა ჩვენ ამ კავშირის წევრი ქვეყანა არ ვართ…
http://www.gmtv.ge/48775-2/