#53669080 · 27 Oct 2018, 13:22 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დღეს მართლმსაჯულებას ძალიან უჭირს მსოფლიოში, სამწუხაროდ აქცენტი კეთდება პრევენციაზე და ნაკლები ყურადღება ექცევა სასჯელს. ამ ყველაფერს თავის პოლიტიკური და ეკონომიკური საფუძვლები გააჩნია. მოგეხსენებათ ფსიქორეაბილიტაციური პროგრამები გაცილებით იაფი ჯდება, ციხეების შენახვასთან შედარებით; ამას ემატება ადამიანის უფლებების არასწორი აღქმა(დანაშაულის უფლება არ არსებობს) და რელიგიების გავლენები, რომელიც ქმნის დამნაშავის გამოსწორების ილუზიას. მინდა გკითხოთ ვინც არ იცით სასჯელის დანიშნულება: თქვენი შვილის მკვლელი რომ 2 კვირაში გამოსწორდეს, გამოუშვებდით ციხიდან? გთავაზობთ, დღეს მომქმედი ჩვენი სისხლის სამართლის კოდექსის გერმანული მოდელი, შეიცვალოს ანგლოსაქსური მოდელით, რომელიც ბრიტანეთში და ამერიკაში მოქმედებს. სხვანაირად ვერ დავამარცხებთ კრიმინალს; ან სააკაშვილისებური რეპრესიები იქნება, ან ივანიშვილისებური განუკითხაობა.
|