კლუბებში - „ბასიანსა“ და „გალერიში“ ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული ვიქტორ ჟამუტაშვილისა და ქეთი მურუსიძის ადვოკატების ინფორმაციით, რამდენიმე ბრალდებულის შემთხვევაში დადასტურდა, რომ ნარკოტიკის ნაცვლად ციტრამონს და პარაცეტამოლს ჰყიდდა.
როგორც ჟამუტაშვილის ადვოკატმა ხათუნა ხურცილავამ და მურუსიძის ადვოკატმა გია გოროზიამ ambebi.ge-ს განუცხადა, ციტრამონი და პარაცეტამოლი მტკიცებულების სახით არის ამოღებული.
"მაისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებული 8 პირის საქმე გაიყო და დაწყებულია არსებითი განხილვა. თუ რატომ გაიყო საქმეები, ამაზე პროკურატურასაც არ გაუკეთებია განმარტება, მაგრამ ჩემი, როგორც იურისტის პოზიციიდან გეტყვით, რომ არცერთი ბრალდებული კავშირში არ იყო ერთმანეთთან, აბსოლუტურად სხვადასხვა საქმეებია და ასე სჯობს პროკურატურისთვისაც და სასამართლოსთვის. ყველა დაკავებულს ცალკე მოსამართლე ჰყავს.
სამ ბრალდებულზე დადასტურდა და მტკიცებულების სახითაც იქნა ამოღებული ციტრამონი, ისინი არ ჰყიდნენ ნარკოტიკს“, - განაცხადა ჟამუტაშვილის ადვოკატმა.
http://www.interpressnews.ge/ka/article/51...cetamols-hqiddaუცხოელებს ნუ ატყუებთ ეე, ბიწო
რა შთაბეჭდილება დარჩებათ ეხლა, მაგათ საქართველოზე
ასე გინდათ ააყვავოთ ტურიზმი?
მე დღეს მცხვენია, რომ ქართველი ვარ
ბოდიში