#53618330 · 18 Oct 2018, 21:18 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
+1 უპირობოდ და ულაპარაკოდ.
არადა შანსი არ არის სალომე ზურაბიშვილს ხმა მივცე, ვინმე ოდნავ მაინც რეალური კანდიდატის (ვთქვათ ვაშაძე, ბაქრაძე, უსუფა, ჯაფარა) წინააღმდეგ....
უნდა გავიზარდოთ, როგორც ერი და ეს საზარელი რადიკალიზმი მოვიშოროთ თავიდან. არ შეიძლება "ზებრები", "პოლის ჯოხები" და "კბილის ჯაგრისები" უგებდნენ არჩევნებს არსებულ პოლიტკონიუნქტურაში მეტ-ნაკლებად ცნობილ კანდიდატებს გინდა პოზიციიდან და გინდა ოპოზიციიდან.
არ არსებებული, ნონ-სენსი საგნების გამარჯვება, რომელიმე მეტ-ნაკლებად რეალურ პოლიტიკურ კანდიდატთან ნიშნავს, რომ საზოგადოება ფიქრობს, რომ მმართველ ძალას ან თუნდაც ნაციონალებს ყველა და ყველაფერი ჯობია, რაც არის საშინელი სიბეცე, არა რეალ პოლიტიკა, ნული პრაგმატიზმი და ა.შ. ბევრჯერ წავიტეხეთ ცხვირი, მაგრამ მაინც ვერ ვჩერდებით, ჯერ იყო და ზვიადის მივეცით 97%, მერე მიშას მივეცით 97% ვარდების რევოლუციაზე, მერე ისე შევიძულეთ მიშა, რომ ყველა და ყველაფერი გვერჩივნა მიშას, რამაც საშუალება მისცა ქართულ ოცნებას, აბსოლუტურად მოშვებულიყო, დადებილებულიყო და საქმის კეთება თვითდინებაზე მიეცა... რაში გვჭირდება ეკონომიკა, ჯანდაცვა, ხელფასები, პენსიები და კიდევ ათასი რამ, უმთავრესი და ერთადერთი საქმე, დესპოტი, მტარვალი და კაცობრიობის მტერი მიშა ხომ მოგვაშორა და ამას არ ვითხოვდით.... კარგით რა...
წარმოიდგინეთ ერთი მიხეილ გელა სალუაშვილი პრეზიდენტად, რომლის მიზანია ქვეყანა და ხალხი მოამზადოს მეორედ მოსვლის და კაცობრიობის აღსასრულთან შესახვედრად, ამას ულტრა-კონსერვატორ-ფანატთა დაჯგუფებაც კი აღარ გვეუბნება საპატრიარქოდან, ლაპარაკი არ არის შედარებით თანამედროვე სასულიერო პირებზე. რა გვინდა? ვთამაშობთ? თუ სერიოზული გამოკითხვაა? ვითომ ხუმრობა და ეს ნეგატიური მუხტები, რომლებიც "პოლის ჯოხებს" და მიხეილ გელას ამარჯვებინებს რეალურ კანდიდატებთან, გინდა ნაცი იყოს და გინდა ქოცი, დაღუპავს ქვეყანას, ნიჰილიზმში ჩააგდებს და ნებისმიერ გამარჯვებულ პარტიას შანსს მისცემს, რომ არაფერი აკეთოს და ისე გაიმყაროს პოზიციები, რადგან ეცოდინება, რომ მთავარი მტარვალი (ანუ წინა ხელისუფლება) მოაცილა ქვეყანას და ეს უკვე ყველაფერს ნიშნავს...
This post has been edited by გ ი ო რ გ ი on 18 Oct 2018, 21:26
--------------------
"We come from our childhood" (A. De Saint-Exupéry)
|