ჩემის აზრით ივანიშვილმა საბედისწერო შეცდომა ზუსტად ნარკოტიკების საკითხში დაუშვა და მაგან დაუსვა წერტილი მის მესიობას და მუდმივ მაღალ რეიტინგს.
მან მოინდომა 2 კურდღლის დაჭერა, ლიბერალური ფრთის, ანუ იმ ხალხის გულის მოგება, რომლებიც ნარკომომხმარებლები არიან და არასოდეს არ იყვნენ ოცნებისადმი ლოიალურები. და ამავე დროს მოინდომა დიდი ფულის შოვნა მაგ პლანტაციებით და ა.შ.
ეკლესიასაც კი დაუპირისპირდა და მისმა გოშიებმა პირდაპირ ეკლესიის ლანძღვა დაიწყეს პლანტაციების გაპრავების მიზნით, ვინ ეკითხება ეკლესიას სახელმწიფო საქმეებში რომ ერევეაო, ეს განაცხადა ზურაბიშვილმა

აქაც ეგონათ რომ ამით კვლავ ლიბერალური ფრთის გულს მოიგებდნენ.
მაგრამ ჩემის აზრით მოხდა საპირისპირო, მათ არა თუ ლიბერალური ფრთის გულები მოიგეს (მაგათი გულის მოგებას ივანიშვილი ვერასოდეს ვერ შეძლებს, არ იცნობს ივანიშვილი ლიბერალურ ფრთას და მაგიტომ) არამედ პირიქით, იმ ხალხის მხარდაჭერაც კი დაკარგეს ვინც ოცნების მიმართ ლოიალური იყო.
არსებობდა წითელი ზღვრები, რასაც ხალხი (უმრავლესობას ვგულისხმობ) ანგარიშს უწევდა, ანუ ოცნებას რაც არ უნდა გაეკეთებინა, რა უუნაროებიც არ უნდა ყოფილიყვნენ, რა დონეზეც არ უნდა ჩამოშლილიყო ეკონომიკა და გაუფასურებული ლარი, ხალხი ოცნების წინააღმდეგ მაინც არ წავიდოდა, ვინაიდან არსებობდა ის წითელი ზღვარი, რაც ნაცებსა და ოცნებას შორის იყო.
ივანიშვილმა გადალახა ეს ზღვარი და გადალახა ძალიან უხეშად და ძალიან შეურაცხმყოფლურად, ფეხებზე დაიკიდა როგორც ეკლესიის აზრი, ასევე მრევლის და ასევე საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის აზრი.
მას ეგონა რომ, მთავარია ლიბერალური ფრთის გულები მოიგოს, ხოლო მისი მხარდამჭერები და მისდამი ლოიალურები იმ დონეზე გამოთაყვანებულები არიან რომ მუდმივად მის მხარდამჭერებად დარჩებიან.
ნაწილობრივ მასეც არის, ვინაიდან როგორც კი ივანიშვილმა პლანტაციების თემა გაჩითა, ეგრევე ერთხმად აღფთოვანდა მისი მომხრეების გარკვეული ნაწილი, თურმე რა მაგარი იდეაა და თურმე სად ვიყავით აქამდე, თურმე პლანი სულაც არ არის ცუდი რამე და ჩვეულებრივ სოფლის მეურნეობის პროდუქტადაც შეიძლება ჩაითვალოს

პ.ს.
ჩემს მაგალითზე ვიტყვე, მე ყოველთვის მეზიზღებოდა სააკაშვილის პოლიტიკა და ყოველთვის მის კრიტიკაში ვიყავი, მეზიზღებოდა არა იმიტომ რომ სააკაშვილს პიროვნულად ვერ ვიტანდი, არამედ იმიტომ რომ მის მოღვაწეობაში ხშირი იყო ანტიქართული, ანტიეროვნული, ანტიეკლესიური, ანტიტრადიციული, ანტიეროვნული ქმედებები, ხდებოდა უმცირესობების წახალისება უმრავლესობის ხარჯზე და ამის გამო უმრავლესობას ნაგლად და პირდაპირ ჩაგრავდნენ, ამცირებდნენ და იჭერდნენ კიდეც. სინდისი და ღირსება იყო მომსპარი საერთოდ და ღირსების ორდენი უღირსოების ორდენად აქცია. ღირსეული საქციელი დასაცინ ქმედებად იყო ქცეული და ქვეყანაში გამეფებული იყო სრული მლიქვნელობა.
ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ სააკაშვილის ხელისუფლებაში ამ ზემოთ ჩამოთვლილების სულის ჩამდგმელი და ავტორი იყო ბოკერიას სექტა, თავის თარგამაძეებით, უგულავებით და ა.შ.
და ბედის ირონიაა ზუსტად ის, რომ ამ სექტის გამო ვერ იტანდა ბევრი მიშას, ამ სექტამ მოუკლა სააკაშვილს რეიტინგი და ამ სექტამვე ბოლოს დაადანაშაულა სააკაშვილი დანაშაულებებში და გამოეყო მას.
რომ არა ეს სექტა, საქართველოში ბევრად მეტი პატიოსნება იქნებოდა და სააკაშვილი კი კვლავ ხელისუფლებაში.
პ.ს.ს.
გავუშვით ნაცები და მოვიდა ოცნება. და რა ქნა ოცნებამ ამ 6 წლის განმავლობაში?
ზუსტად იგივე გააგრძელა რაც სააკაშვილის ხელისუფლებაში ხდებოდა, უფრო შორსაც კი წავიდა და უმცირესობების საამებლად ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღო, გაძლიერებულად ეწევა ნარკოტიკების პროპაგანდას, არათუ დეკრიმინალიზაციის თვალსაზრისით (რაც უკვე მომხდარია) არამედ ლეგალიზაციის და პლანტაციების გაპრავების თვალსაზრისით.
კაზინოები და სათამაშო ბიზნესი უფრო გაძლიერდა და რეკლამები უკვე საზმაუწყებელზეც კი გადის.
ეროვნულ იდეებს და აზრს წინა ხელისუფლება უფრო დიდ ანგარიშს უწევდა, ვინაიდან შიში ქონდათ და ბოლომდე ვერ ბედავდნენ მაგ აზრის საწინააღმდეგოდ წასვლას.
ბურების თემასაც კი სიფრთხილით ეკიდებოდნენ და ესე ნაგლად ვერ ეუბნებოდნენ ხალხს რომ ესეა საჭირო და მორჩაო.
დღეს კი არაბ ირანელებს ოფიციალურად ინვესტორები შეარქვეს და სრული განუკითხაობაა, არავის აზრი არ აინტერესებთ და რასაც უნდა იმას აკეთებენ, პირდაპირ ყიდიან საქართველოს. სრული დემონიზაცია მოხდა ეროვნული იდეების და ეს მოხდა ოცნების დროს.
მიწებს ყიდიდნენო ნაცებიო და ჩვენ ამას შევაჩერებთო და შეაჩერეს კი არა, ათმაგად დაიწყეს გაყიდვა და ასმაგად.
კომუნალურები, საწვავი და დოლარი, კატასტროფლად გაძვირდა, ხალხი უფრო მეტ გაჭირვებაშია ვიდრე იმ პირსისხლიანის დროს.
და ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მაქვს ესეთი შეკითხვა ამ 9 წელის მუდმივად მძახებლებთან, რითი ჯობია ოცნება სააკაშვილის ხელისუფლებას?
მართლა მაინტერესებს რითი?
ეს 6 წელიც იმიტომ გაქაჩა ოცნებამ, რომ ქვეყანა ნაცებისადმი ზიზღის ინერციით მიდიოდა და მეტი არაფერი, მაგრამ ოცნებამ მოახერა ის რომ 6 წელიწადში იმაზე მეტი ჩაიდინა რის გამოც ხალხმა ნაცები შეიზიზღა.
და ყველაზე მთავარი
ის სექტა, რომელიც წინა ხელისუფლების დროს ყველაზე ამაზრზენი და ყველაზე ანტიეროვნული იყო, რაც წინახელისუფლების ცუდ საქმეებს მეტ სიმძაფრეს ფენდა, ზუსტად მაგ ხალხთან მოახდინა ოცნებამ კოჰაბიტაცია და ხელშეუხებლობა მისცა. ანუ სააკაშვილის ხელისუფლებაში ვინც ყველაზე მეტად ეზიზღებოდა ხალხს, ეგენი წაახალისა ივანიშვილმა და სრული კოჰაბიტაცია გამოუცხადა, ბოკერია უგულავას თამადობით
ოცნება აუცილებლად უნდა წავიდეს, ეს არის ჯანსაღი აზრი და თუ ვინ მოვა შემდგომ, ეს უკვე მეორე ხარისხოვანია, როგორც მიშას დროს იყო მეორე ხარისხოვანი მისი წასვლის შემდეგ ვინ მოვიდოდა