სტატია სრულად აქ ნახეთაუდიტის სამსახურის „2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ანგარიშში“ ნათქვამია, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რამდენიმე პროგრამის/ქვეპროგრამის შემთხვევაში 2018 წლის ბიუჯეტში 8 თვის განმავლობაში, გამოყოფილი თანხა საერთოდ არ იქნა ათვისებული.
ეს კი აუდიტის სამსახურის შეფასებით, ეჭვის ქვეშ აყენებს წლის ბოლომდე ამ პროგრამებისათვის გამოყოფილი დაფინანსების სრულად გამოყენებას.
უფრო კონკრეტულად კი, ნულოვანი ათვისების მქონე პროგრამებია: სკოლამდელი განათლების ხელშეწყობა, სამეცნიერო და ტექნოლოგიური პროექტების ხელშეწყობა, თბილისის საჯარო სკოლების რეაბილიტაციისა და ენერგოეფექტურობის გაზრდის პროექტი.
„სკოლამდელი განათლების ხელშეწყობისთვის“ 2018 წლის ბიუჯეტის წლიური გეგმა 140 ათასი ლარია.
„სამეცნიერო და ტექნოლოგიური პროექტების ხელშეწყობისთვის“ 2018 წლის ბიუჯეტის წლიური გეგმა 1 მილიონი ლარია.
„თბილისის საჯარო სკოლების რეაბილიტაციისა და ენერგოეფექტურობის გაზრდის ქროექტის“ 2018 წლის ბიუჯეტის წლიური გეგმა 10 მილიონ 200 ათასი.