კიქსი - ნისანის ახალი კროსოვერი - როგორც ამბობენ, ჯუკის ჩასანაცვლებლად. როგზე და კაშკაიზე ერთი ზომით პატარა და ჯუკზე ამდენადვე დიდი - 2016 წლის წამოწყებაა.
სრული ამძრავი არაა, მხოლოდ წინა წამყვანი თვლებითაა. ბევრად მოსახერხებელია ვიდრე ჯუკი და ჯუკის ზომის სხვა მიკროკროსოვერები - CH-R, A კლასი და ა. შ., რადგან საქარე მინა და ჭერი თავის ქალაზე არ გაქვს დამხობილი და სალონში გამოძრავების და თავისუფლად სუნთქვის საშუალება გაქვს. ალბათ, ჩემი აზრით, ესაა ყველაზე პატარა კროსოვერისთვის ყველაზე შესაფერისი და ოპტიმალური (მინიმალური) ზომა (სწორედ ეს მანქანაა, ჩემი აზრით, RAV-4-ზე ერთი ზომით პატარა და არა CH-R).
https://en.wikipedia.org/wiki/Nissan_Kickshttps://www.nissanusa.com/vehicles/crossove...suvs/kicks.htmlhttps://en.nissan-dubai.com/vehicles/new/kicks.htmlჩვენს უდღეურ და უპატრონო ნისანშიც დგას, წელიწადზე მეტი როა, საიტი რო ვერ გაუშვიათ ნორმალურად, აგრეთვე ისიც ტეხავს, რო ტესტ-დრაივისთვის ეს მანქანა არ ჰყავთ და ახალი მანქანისთვის მგონი ძვირიც არ ღირს - სადღაც 17K ბენჯამენ ფრანკლინი. ახალი მანქანაა და ჯერ ნაკლებადაა თბილისში, მაიაუტოს კი კატალოგში ეს მოდელი არც დაუმატებია. დავწეროთ ჩვენი გამოცდილება, ვისაც გვაქვს და სამომავლოდ ეს თემა დარჩეს ამ მოდელისთვის კლუბის სახით.
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)