Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
მეცნიერება და განათლება
->
ფილოსოფია
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
დემოკრატია
, შმემოკრატია
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Damnoc
Super Member
ჯგუფი: Registered
Damnoc
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 908
წევრი No.: 72381
რეგისტრ.: 27-October 08
#53797507
· 18 Nov 2018, 18:45 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
"დემოკრატია ვერ იქნება მმართველობის მუდმივი ფორმა. ის იმუშავებს მანამ სანამ ხალხი აღმოაჩენს რომ შეუძლიათ ხმა მისცენ სახელმწიფო ხაზინიდან მეტი და მეტი წილის მიღებას. ამის შემდეგ ისინი მას მისცემენ ხმას ვინც მათ მეტ საჩუქრებს შეჰპირდება. შედეგი კი იქნება ლიბერალური ფისკალური პოლიტიკით გამოწვეული ეკონომიკური კოლაფსი, რასაც მოჰყვება დიქტატურა და შემდეგ მონარქია"
ბენჯამინ ფრანკლინს მიაწერენ ამის თქმას მაგრამ მგონი შეცდომაა. ასეა თუ ისე ვიღაცამ თქვა და მე თქვენი აზრი მაინტერესებს ამასთან დაკავშირებით. შეიძლება ადამიანისგან ველოდეთ ისეთი არჩევანის გაკეთებას რომელიც გრძელ ვადაში სოციუმისთვის იქნება "კარგი" და არა მოკლე ვადაში პირადად მისთვის?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Heart_of_Darkness
ツンデレ
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
Heart_of_Darkness
ツンデレ
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 5793
წევრი No.: 224038
რეგისტრ.: 16-September 16
#53807150
· 20 Nov 2018, 12:47 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მოვრჩები შუალედურებს და ვისაუბრობთ/ვიკამათოთ ,,ჭეშმარიტ პოლიტიკურ იდეოლოგიებზე".
This post has been edited by
Heart_of_Darkness
on 20 Nov 2018, 12:47
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Damnoc
Super Member
ჯგუფი: Registered
Damnoc
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 908
წევრი No.: 72381
რეგისტრ.: 27-October 08
#53808645
· 20 Nov 2018, 17:21 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Heart_of_Darkness
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Jules Winnfield
ბნელი მატერია
ჯგუფი: Members
Jules Winnfield
ბნელი მატერია
ჯგუფი: Members
წერილები: 9454
წევრი No.: 113880
რეგისტრ.: 15-April 10
#53814504
· 21 Nov 2018, 17:14 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
შეიძლება ადამიანისგან ველოდეთ ისეთი არჩევანის გაკეთებას რომელიც გრძელ ვადაში სოციუმისთვის იქნება "კარგი" და არა მოკლე ვადაში პირადად მისთვის?
ალბათ მის ცოდნაზეა დამოკიდებული. მე მაინც მგონია, რომ დემოკრატიის პრობლემა ის არის, რომ არაპროფესიონალი მოსახლეობ არის ოპასუხისმგებელი პროფესიონალის არჩევაზე. ვგულისხმობ იმას, რომ მე არ ვიცი ეკონომიკის, სოფლის მეორნეობის, ჯარის და სხვა მრავალი საკითხოის სპეციფიკა. ძალიან ზედაპირულად ვიცნობ ამ ყველაფერს და მაინც მე მაქვს მონიჭებული პასუხისმგებლობა ავირჩიო ის ადამიანი (ან ადამიანები), ვინც ამ სფეროებს კარგად მიხედავს. როგორ უნდა მივხვდე ვინ უკეთ გაართმევს თავს? ახლა წარმოიდგინეთ რო მოსახლეობის უმეტესობა ჩემნაირია. გამოდის უფრო მეტი შანსია, რომ არასწორი არჩევანი გავაკეთოთ ან შემთხვევით უნდა გავარტყათ და ავირჩიოთ სხვებზე უკეთესი ვარიანტი
--------------------
Straight, No Chaser!
----------------------
ისე კარგად ხუმრობ, რომ მინდა სახეში აგური ჩაგარტყა და მერე ვუყურო სისხლისგან როგორ დაიცლები. :)
------------------
Since I've Been Loving You
-------------------------
მუსიკა რომ მორჩება, შუქი ჩააქვრეთ
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Damnoc
Super Member
ჯგუფი: Registered
Damnoc
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 908
წევრი No.: 72381
რეგისტრ.: 27-October 08
#53815693
· 21 Nov 2018, 21:31 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Jules Winnfield
კი ერთი და ორი პრინციპული პრობლემით არ შემოიფარგლება დემოკრატიის თავისტკივილი
კითხვა ერთ კონკრეტულ პრობლემაზე იყო და შენ რაც ახსენე ეგეც ცალკე პრობლემაა. დემოკრატია ჯერ ამოქოქილი არ იყო რომ სოკრატე უკვე მაგას ამბობდა.
ესეც პრობლემაა:
Dunbar's number
თემური წყობის დროს დემოკრატია არ იქნებოდა ურიგო. როცა ყველა ყველას იცნობს თემში, არჩევანიც გამოკვეთილია ხოლმე.
აი როცა თანამედროვე მილიონიან ქალაქზეა თუნდაც საუბარი, უკვე შეუძლებელია ხალხს წარმოდგენა ქონდეს ვის ირჩევენ.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Heart_of_Darkness
ツンデレ
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
Heart_of_Darkness
ツンデレ
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 5793
წევრი No.: 224038
რეგისტრ.: 16-September 16
#53835945
· 25 Nov 2018, 23:11 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
თანამედროვე სამყაროში დემოკრატია ილუზიაა,
ისედაც ნიველირებულ მასებს აჯერებენ რომ მათი ხმა რამეს ნიშნავს.
არადა, თანამედროვე მარკეტინგ ტექნოლოგიების ცოდნით, ვისაც გინდა იმას აარჩევინებ ,,დემოსს".
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Dr.Kostava
კიბერმესია
ჯგუფი: Registered
Dr.Kostava
კიბერმესია
ჯგუფი: Registered
წერილები: 994
წევრი No.: 224272
რეგისტრ.: 23-September 16
#53835965
· 25 Nov 2018, 23:13 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
"დემოკრატია არის მმართველობის ყველაზე ცუდი ფორმა, ხოლო მმართველობის ყველა სხვა ფორმა მასზე უარესია“
უინსტონ ჩერჩილი
მგონი ასეა?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Damnoc
Super Member
ჯგუფი: Registered
Damnoc
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 908
წევრი No.: 72381
რეგისტრ.: 27-October 08
#53836184
· 25 Nov 2018, 23:42 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Heart_of_Darkness
ეგრეა ნამდვილად.
მაგრამ დამატებით არც ისე დიდი ხნის წინ ასეთი აზრი გამიჩნდა: გამორჩეულად ნათელი გონის და მოტივაციის მფლობელი ხალხი შეიმუშავებენ ხოლმე პრინციპებს, ტექნოლოგიას, დ.ა.შ. რაც თავისი უტილიტარული ღირებულების გამო საკმაოდ სწრაფად მთელ მსოფლიოს მოედება ხოლმე და რაღაც პერიოდში ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება. ამის გამო ჩემი აზრით დროთა განმავლობაში მოთხოვნები იმ ადამიანის მენტალური მონაცემებისადმი რომელსაც შეულძლია ასეთი პრინციპების და შესაბამისად ამ პრინციპებზე აგებულ გარემოში ზოგადად პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიზეზ-შედეგობრივი ჯაჭვების გაანალიზება, ნელნელა მიცოცავს ზემოთ.
მგონი ისიც ფაქტორია რომ პატარა რიგითი მოდიფიკაციების ხარჯზეც საკმაოდ რთულდება სისტემა.
თუ ეს ასეა, პრინციპულად გამოვიდოდა რომ პროგრესი განაპირობებს დროთა განმავლობაში იმ ადამიანების წრის დავიწროებას რომლებსაც ასეთუისე ადეკვატურად შეუძლიათ არსებული სისტემის პირობებში პოტენციური ცვლილებების შეფასება.
ამაზე რა აზრის ხარ?
P.S. მეჩვენება თუ პოსტის ტონში დევს რომ იყო დრო როცა დემოკრატია ილუზია არ იყო ან/და "ის დრო იყო რაც იყო"?
Dr.Kostava
ჩემს გულში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მაგ გამონათქვამს და ყოველთვის ცუდად მხვდება ხოლმე ყურში დემოკრატიის გადამეტებული ქება-დიდება. კარგია მაგრამ მხოლოდ იმის ფონზე რომ კონკურენცია არ ყავს დიდად შთამბეჭდავი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Heart_of_Darkness
ツンデレ
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
Heart_of_Darkness
ツンデレ
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 5793
წევრი No.: 224038
რეგისტრ.: 16-September 16
#53861634
· 30 Nov 2018, 12:25 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Damnoc
QUOTE
პრინციპულად გამოვიდოდა რომ პროგრესი განაპირობებს დროთა განმავლობაში იმ ადამიანების წრის დავიწროებას რომლებსაც ასეთუისე ადეკვატურად შეუძლიათ არსებული სისტემის პირობებში პოტენციური ცვლილებების შეფასება.
ელიტათა წრე-ბრუნვის კონცეფცია მახსენდება ამაზე.
ასევე ოლიგარქიის რკინის კანონი.
QUOTE
მეჩვენება თუ პოსტის ტონში დევს რომ იყო დრო როცა დემოკრატია ილუზია არ იყო ან/და "ის დრო იყო რაც იყო"?
კი, გეჩვენება. ჩემი მოკრძალებული აზრით, დემოსი ყოველთვის ილუზორული წარმოდგენებით საზროდოობდა, ,,პური და სანახაობა" იყო მათთვის მთავარი.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Damnoc
Super Member
ჯგუფი: Registered
Damnoc
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 908
წევრი No.: 72381
რეგისტრ.: 27-October 08
#53863254
· 30 Nov 2018, 17:39 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Heart_of_Darkness
ორივეზე შორიდან მაქვს გაგონილი. სადმე გადაკვრით იყო ნახსენები ალბათ. მაგრამ ზედაპირული გადახედვით ორივეს პრინციპი გავს იმას რასაც მე ვფიქრობ და თუ ამდენ ადამიანს უჩნდება მსგავსი შეხედულება სხვადასხვა ერაში ალბათ მინიმუმ რაღაც საფუძველი მაინც აქვს არა?
QUOTE
დემოსი ყოველთვის ილუზორული წარმოდგენებით საზრდოობდა, ,,პური და სანახაობა" იყო მათთვის მთავარი.
ოდნავ გართულებული და შევსებული ფორმით ალბათ იქნებოდა: "დაიკმაყოფილონ ბუნებრივი მოთხოვნილებები და გაერთონ სანამ კმაყოფილება არ გადაუვლით"
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
ფილოსოფია
|
იქით
»
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0164 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.