José Mário dos Santos Mourinho Félix - ანუ უბრალოდ ჟოზე მაურინიო

პორტუგალიელი საფეხბურთო მოღვაწე და მთავარი მწვრთნელი, როგორც მას უწოდებენ განსაკუთრებული ჟოზე დაიბადა პორტუგალიაში ქალაქ სეტუბალში
მამამისი ფეხბურთელი იყო დედა კი მასწავლებელი. პატარა ჟოზეს მამასავით უნდოდა, რომ ფეხბურთელი გამოსულიყო და ამიტომ ფეხბურთზე სიარული დაიწყო პატარაობიდან, თუმცა იმისამიუხედავად, რომ რამდენიმე გუნდი მათ შორის რიუ-ავე, ბელენენსეში, სესიმბრა და კომერციო ე ინდუსტრია მოიარა, მისგან დიდი ფეხბურთელი ვერ დადგა და ამიტომ მან გადაწყვიტა, რომ ფეხბურთში ბედი სხვა მხრივ ეცადა ეცადა. კერძოდ მწვრთნელის რანგში და სკოლის საფეხბურთო გუნდის მწვრთნელობიდან მოყოლებული მისი გზა გრძელი და მრავლის მომტანი აღმოჩნდა.
მისი ფეხბურთთან პირველი დიდი შეხება იყო ბარსელონაში, თუმცა ამ დროს იგი მხოლოდ და მხოლოდ თარჯიმნის თანამდებობას იკავებდა ბარსელონას მთავარ მწვრთნელ ბობი რობსონთან

ბობი რობსონის ბარსელონადან გათავისუფლების შემდეგ, გუნდის ახალი მწვრთენლი გახდა ჰოლანდიელი ლუის ვან გაალი, რომელთან ერთადაც ჟოზემ გააგრძელა მუშაობა

ბარსელონაში მოღვაწეობის შემდეგ მან დამოუკიდებლად განაგრძო მუშაობა პორტუგალიაში ჯერ ბენფიკაში შემდეგ უნიაო ლეირიაში ხოლო შემდეგ კი 2002 წელს ჩაიბარა პორტო სადაც დაიწყო მისი წარმატებული კარიერის დასაწყისი
პორტოში მოღვაწეობის დროს მან პორტუგალიის ჩემპიონატის მოგების გარდა დაისაკუთრა ევროპული რიგით მეორე პრესტიჟული ტიტული უეფას თასი, შემდეგ 2004 წელს კი მან ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალში დაამარცხა დიდიე დეშამის მონაკო ანგარიშით 3-0 და დაეუფლო ტიტულს

პორტოში წარმატებული მუშაობა არ დარჩენილა შეუმჩენეველი და მაურინიო მისი მომავალი დიდი პროექტის და მთავარი გუნდის ჩელსის მწვრთნელად მიიწვია რომან აბრამოვიჩმა. ჩელსიში მუშაობა ჟოზესთვის წარმატებული აღმოჩნდა. ჩელსე ზედიზედ ორჯერ გახდა ინგლისური პრემიერლიგის გამარჯვებული, ხოლო მაურინიო კი პრემიერლიგის წლის მწვრთნელი

2 წარმატებული წლის შემდეგ ჩელსიში დაწყებული კრიზისი 2007 წელს აბრამოვიჩის მიერ მაურინიოს გუნდიდან გაგდებით დასრულდა
სამწვრთნელო საქმიანობა მაურინიომ უკვე იტალიაში, კერძოდ კი ინტერში განაგრძო გუნდი 2008 წელს ჩაიაბარა. ჩელსიში მოღვაწეობის მსგავსად, ინტერიც ზედიზედ გააჩემპიონა იტალიაში და 2010 წელს კი იტალიურ გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში დაამარცხა პეპ გვარდიოლას ბარსელონა, ფინალში კი დამაჯერებლად დაამარცხა ყოფილი ყოფილი მასწავლებელი ლუის ვან გაალი და მისი იმჟამინდელი გუნდი მიუნხენის ბაიერნი და მოიგო უეფას ჩემპიონთა ლიგა, რაც ინტერისთვის 1964 წლის შემდეგ აუსრულებელ ოცნებად იყო ქცეული

ინტერში წარმატებული წლების შემდეგ, მან, მისი ნებით გადაწყვიტა გუნდის შეცვლა, დათანხმდა რა მადრიდის რეალის შემოთავაზებას და კარიერა მადრიდში განაგრძო. მოღვაწეობის მეორე წელს მაურინიომ შეძლო და მოიგო ესპანეთის ლა ლიგა , გავიდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალებშიც, თუმცა იქ მარცხი განიცადა ჯერ პეპ გვარდიოლას ბარსელონასთან, შემდეგ მიუნხენის ბაიერნთან, ხოლო შემდეგ კი დორტმუნდის ბორუსიასთან, რის გამოც მადრიდში ვერ შეძლო ჩემპიონთა ლიგის მოგება. ბოლო სეზონში მის გუნდს ღრმა კრიზისი დაეწყო და გუნდი საწყისი 18 ტურის შემდეგ, გათამაშების ლიდერ ბარსელონას უკვე 18 ქულით ჩამორჩებოდა და საჩემპიონო რბოლას ნაადრევად გამოეთიშა კიდეც, შესაბამისად, 2013 წელს იგი მადრიდის რეალის პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა გუნდიდან გაათავისუფლა არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო
2013 წლის 3 ივნისს განსაკუთრებული როგორც მაურინიოს უწოდებენ ბრუნდება ჩელსიში და დაბრუნების პირველივე წელს გუნდი გადის მეორე ადგილზე და ჩამორჩა მხოლოდ ჩემპიონ მანჩესტერ სიტის, ჩემპიონთა ლიგაზე კი გუნდმა მარცხი განიცადა ნახევარფინალურ სტადიაზე მადრიდის ატლეტიკოსთან.
2014-2015 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე განცდილი მორიგი კრახის, შემდეგ სადაც გუნდი პარის სენ-ჟერმენთან დამარცხდა პლეი-ოფის ადრეულ სტადიაზე, გუნდმა მოახერხა და სეზონში სულ 3 თამაშის წაგებით დაეუფლა პრემიერლიგის ჩემპიონის ტიტულს

პრემიერლიგაში წარმატებული წლის შემდეგ, 2015-2016 წლების სეზონში გუნდს მძიმე კრიზისი დაეწყო, რაც აისახა სეზონის პირველ ნახევარში საწყის ჩატარებულ 16 თამაშში 9 წაგებით და შესაბამისად ჩელსის მფლობელმა რომან აბრამოვიჩმაც 2015 წლის 17 დეკემბერს მაურინიო გუნდიდან უკვე მეორედ გაათავისუფლა

მცირე უქმობის შემდეგ 2016 წლის ზაფხულში განსაკუთრებული სამუშაოდ გადადის ინგლისის ყველაზე ტიტულოვან გუნდ მანჩესტერ იუნატედში, სადაც ფერგიუსონის წასვლის შემდეგ გუნდს ჯერ დევიდ მოიესის შემდეგ კი ლუის ვან გაალის შედეგებიდან გამომდინარე დაკარგული ჰქონდა მისი სახელი და რეპუტაცია კი შელახული

.
პირველი წელი მაურინიოსთვის მძიმე გამოდგა. გუნდმა მოახერხა და მოიგო საშინაო თასი, ევროპა ლიგის ფინალში კი დაამარცხა ამსტერდამის აიაქსი დაეუფლა ევროპულ ტიტულს, თუმცა მან მისი წინამორბედი ტრენერების მსგავსად ვერ მოახერხა გუნდის თამაშის ხარისხის გამოსწორება, 38 ტურში გაიტანა რა მხოლოდ 54 გოლი, დააგროვა 69 ქულა, მხოლოდ და მხოლოდ 3 ქულით გააუმჯობესა ლუის ვან გაალის წინა სეზონში აღებული ქულათა მარაგი და პრემიერლიგაში გუნდისთვის შეუფერებელ მე-6 ადგილზე დაასრულა ასპარეზობა, რითაც დააფიქსირა მის წინამორბედზე უარესი სატურნირო შედეგი.
2017-2018 წლების სეზონში გუნდმა დამაჯერებლად დაიწყო მოგებები, თუმცა სეზონის მსვლელობისას გუნდში თავი კლვავაც იჩინა სათამაშო ხარისხის დაბალმა დონემ. ამისდა მიუხედავად გუნდმა პრემიერლიგაში მოახერხა და ფერგიუსონის წასვლის შემდეგ პირველად მოიგო 20 თამაშზე მეტი და პირველად დაიკავა სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილი, თუმცა გამარჯვებულ მანჩესტერ სიტისთან ჩამორჩენამ სარეკორდო 19 ქულა შეადგინა, ამასთან გუნდმა გაიტანა მხოლოდ და მხოლოდ 68 გოლი. რაც შეეხება ლიგას, ჩემპიონთა ლიგის გათამაშების პირველ სტადიაზე მანჩესტერის თამაშის ხარისხი ვერ უძლებდა ვერანაირ კრიტიკას. შესაბამისად პლეი-ოფის პირველ სტადიაზე გუნდმა უსახურო 0-0 ფრე ითამაშა ესპანეთში, სანჩეს პისხუანზე - სევილიას წინააღმდეგ, ხოლო განმეორებით მატჩში კი ოლდ-ტრაფორდზე, სადაც მანჩესტერი აშკარა ფავორიტად მიიჩნეოდა, გუნდმა თამაშის მსვლელობისას სადავეები გადასცა სევილიას და მორიგი უსახური თამაში გუნდის ლოგიკური საშინაო მარცხით დასრულა, რასაც მოყვა მთავარი მწვრთნელის ასევე უსახური კომენტარი, რომ ამ წაგებაში ტრაგედია არაფერი არ იყო, მის მოსვლამდეც გუნდს უამრავჯერ ქონდა წაგებული თამაშები.
2018-2019 წლის სეზონის სტარტზე მაურინიოს მანჩესტერ იუნატედი კვლავ ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა თამაშის ხარისხით, გუნდს უჭირს როგორც შეტევაში, ისე დაცვაში, ისე კომბინაციებში და ისე ბურთის ფლობაში, რაც აისახა კიდე სატურნირო ცხრილზე და პრემიერლიგაში ჩატარებული 9 თამაშის შემდეგ გუნდს აქვს 14 ქულა, გაიტანა 15 გოლი და გაუშვა 16 გოლი, ბურთების შეფარდება -1 და სატურნირო ცხრილში გუნდი იკავებს მე-10 ადგილს, თამაშის უსახური ხარისხი გუნდმა აჩვენა ჩემპიონთა ლიგაზეც სადაც შვეიცარიულ იანგ ბოიზთან გასვლითი გამარჯვების შემდეგ, შინ ოლდ-ტრაფორდზე ესპანურ ვალენსიასთან ითამაშა ასევე უსახური ფრე 0-0 ხოლო შემდეგ იტალიის ჩემპიონ იუვენტუსთან ოლდ-ტრაფორდზე განიცადა უშანსო მარცხი 0-1, როგორც ინგლისელი ჟურნალისტები და გუნდის გულშემტაკვირები ვარაუდობენ, გუნდის არადამაკმაყოფილებელი შედეგებიდან გამომდინარე, უახლოეს მომავალში მანჩესტერული გრანდის მთავარი მწვრთნელის პოსტს სხვა ადამიანი დაიკავებს
This post has been edited by Mr-Raptor on 25 Oct 2018, 17:13
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)