ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნების ძირითადად პოლონეთის და ყოფილი ჩეხოსლოვაკიის მიერ გამოქვეყნებულმა დოკუმენტებმა ნათელი მოჰფინა საბჭოთა კავშირის ატომური ომის გეგმას
დოკუმენტებიდან ირკვევა რომ მანამ სანამ სტალინი ცოცხალი იყო საბჭოთა კავშირის ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნები მთლიანად თავდაცვით პოზიციაში იყვნენ და ძირითადი მიზანი იყო ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნების დაცვა დასავლეთისგან
სტალინისეული საბჭოთა თავდაცვაში ამერიკისგან განსხვავებით არანაირი ატომური შეიარაღების გამოყენება არ განიხილებოდამხოლოდ სტალინის სიკვდილის მერე საბჭოთა კავშირმა ახალი საომარი დოქტრინა შეადგინა რომელიც თავდასხმითი ხასიათის იყო და გულისხმობდა ნატოზე ბლიცკრიგის ტიპის მოულოდნელ თავდასხმას
საბჭოთა კავშირის საომარ გეგმაში შედიოდა ატომური შეიარაღებაც
მხოლოდ ჩრდილოეთის ფრონტზე მაგალითად საბჭოთა კავშირი გეგმავდა 189 ატომური ბომბის გამოყენებას რომლებიც პატარა ზომის იქნებოდა
გაცილებით დიდი ზომის ატომური ბომბების გამოყენება დაგეგმილი იყო დიდ ქალაქებზე
ჰამბურგი ბონი მიუნხენი და ჰანოვერი გერმანიაში
ასევე როტერდამი ამსტერდამი და უტრეხტი ჰოლანდიაში
და ანტვერპენი და ბრიუსელი ბელგიაში
არანაკლებ ორი ატომური ბომბა უნდა ყოფილიყო გამოყენებული კოპენჰაგენზე და ჯამში 5 ატომური დანიაზე
საბჭოთა კავშირი ნეიტრალურ ავსტრიასაც იმეტებდა და ვენაში ორი 500 კილოტონიანი (ჰიროშიმას ზომის) ატომურის ჩამოგდება იგეგმებოდა
საბჭოთა კავშირს ეს ატომური ბომბები გადანაწილებული ქონდა 600 სხვა და სხვა ბაზაზე რუსეთის საზღვრის მთელ პერიმეტრზე მათ შორის აღმოსავლეთ ევროპაში ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნებში
საბჭოთა კავშირის დაშლისას რუსეთს როგორც მინიმუმ 20 000-მდე ატომური ბომბი ქონდა
რუსულ-უნგრული ერთობლივი საომარი გეგმის დოკუმენტებზე დაყრდნობით ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნები საერთო ჯამში დასავლეთ ევროპაზე 7.5 მეგატონის ატომურ დარტყმას გეგმავდნენ ცივი ომის პერიოდში საბჭოთა კავშირის ატომური ომის დოქტრინა დიდად არ განსხვავდებოდა ამერიკის ნატოს ან ბრიტანეთის გეგმებისგან
ცალკე აღებული ბრიტანეთს მაგალითად ომის შემთხვევაში საბჭოთა კავშირში 40 ატომური უნდა ჩამოეყარა
ამერიკის ატომური საომარი გეგმა კიდე აბსოლუტურად გამანადგურებელი იყო
ომის შეMთხვევაში ამერიკა 3200 ატომური ბომბის ჩამოგდებას გეგმავდა არა მარტო საბჭოთა კავშირის და ევროპის მასშტაბით არამედ ჩინეთში და ზოგადად აზიაშიც
თუმცა საბჭოთა კავშირის ატომური ომის დოქტრინა იმით განსხვავდებოდა დასავლეთისგან რომ საბჭოეთისთვის ატომური დარტყმები სტრატეგიის მხოლოდ ერთ ნაწილს წარმოადგენდა და არც თუ ისე გადამწყვეტს ამერიკისთვის და სხვა მოკავშირეებისთვის ატომური დარტყმები მისი გამანადგურებელი შედეგისუნარიონობიდან გამომდინარე ომის მთავარ ფაქტორს წარმოადგენდა
ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნების მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტები ცხადყოფს რომ საბჭოთა კავშირი ატომური დარტყმებით მხოლოდ ბრძოლის ველის შემზადებას გეგმავდა თუმცა ტრადიციული ომის წარმოება ანუ მტრის ტერიტორიაზე შეჭრა და ოკუპაცია იყო სწორედ საბჭოთა კავშირისთვის გადამწყვეტი
საბჭოთა კავშირის გეგმაში იყო მოულოდნელი ატომური დარტყმა ნატოს მოკავშირე ქვეყნებზე და შემდგომ წინა ხაზის სწრაფი გარღვევა და მტრის ტერიტორიაზე სწრაფი შეჭრა ასეთი ეფექტის მისაღწევად ატომური შეტევის შემდეგ საბჭოთა კავშირს გეგმაში ქონდა ჯარისკაცების 5:1 ან 6:1 უპირატესობით შეტევა
ატომური შეტევის შემდეგ ჩეხოსლოვაკიას ევალებოდა ნიურმბერგის შტუტგარტის და მიუნხენის დაკავება გერმანიაში
9 დღეში ჩეხოსლოვაკიას სხვა საბჭოთა ჯარების დახმარებით უნდა აეღო საფრანგეთის ქალაქი ლიონი და იქიდან უკვე დამატებითი საბჭოთა ძალებით საფრანგეთის სიღრმეში უნდა შესულიყვნენ
ამავედროულად პოლონელ და საბჭოთა ძალებს უნდა აეღოთ ჩრდილოეთ ევროპა კერძოდ დასავლეთ გერმანია ჰოლანდია დანია და ბელგია
ევროპის აღების საბჭოთა გეგმა ძალზედ ამბიციური იყო და ჩეხი ექსპერტი პიტერ ლინაკი მას "ზღაპარს" უწოდებს რადგან საბჭოთა კავშირს ქონდა გეგმაში გაეგზავნა ჯარები იმ ბრძოლის ველზე რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ატომური იარაღით იქნა განადგურებული და სადაც დიდი რადიაცია იქნებოდა მოსალოდნელი
"გეგმაში ქონდათ გაეგზავნათ ფეხოსანი ლაშქარი რათა მათ ეომათ რამოდენიმე დღე და შემდეგ რადიაციით დახოცილიყვნენ"
საკითხავია საერთოდ ისურვებდნენ თუ არა ჯარისკაცები ასეთ თვითმკვლელ მისიაზე წასვლას და თუნდაც ეომათ ტერიტორია რის ასაღებადაც იომებდნენ პრაქტიკულად გამოუყენებელი იქნებოდა უმთავრესი ეკონომიკური და სამხედრო პუნქტები მიწასთან იქნებოდა გასწორებული არანაირი მოგება არ იქნებოდა ამ ტერიტორიების ოკუპაციით უფრო მეტიც ატომური ბომბებით განადგურებული ტერიტორიები დაუსახლებელი და სიცოცხლისათვის სახიფათო იქნებოდა კაი ხანი
დუაიტ ეიზენჰაუერი რომელის პერსონაც ხშირად არასწორადაა გაგებული (რომ თითქოს ატომურ იარაღს მოიაზრებდა ერთ ჩვეულებრივ იარაღად) ადრევე მიხვდა ატომური ეპოქის დასაწყისშივე რომ ატომური ომი "გაუმარჯვებელია" ერთ ერთ ეროვნული უშიშროების საბჭოს შეხვედრაზე ასეთი განცხადება გააკეთა:
"ერთი რამე ვიცი დანამდვილებით - არავინ იქნება გამარჯვებული ატომურ ომში ასეთი ომი იმდენად გამანადგურებელი იქნება რომ საბოლოოდ მშვილდ-ისრებს დავუბრუნდებით"
დაახლოებით ალბერტამ რაც თქვა მესამე მსოფლიოზე

კაი სტატიაა
https://nationalinterest.org/blog/buzz/russ...3236?page=0%2C2ისე რა ირონიულია
სტალინმა რომ წამოაყენა ყარსის ხელშეკრულების გადახედვის საკითხი და საქართველოს ისტორიული მიწების საქართველოსთვის დაბრუნება რომ მოითხოვა ამერიკა ბრიტანეთმა ეგრევე აღიქვეს ეს როგორც საბჭოთა ექსპანსიად თურქეთს დაუდგნენ გვერდში და სასწრაფოდ ნატოში შეათრიეს ამერიკის მაშინდელმა პრეზიდენტმა ჰარი ტრუმენმა განსაკუთრებით დაუპტა ფანჩარი არა და სტალინისტური საბჭოთა კავშირი როგორც ჩანს საკმაოდ მეგობრული და "თავდაცვითი" ხასიათის იყო იმ მართლა აგრესიულ პოლიტიკასთან და სამხედრო დოქტრინსთან შედარებით რაც მისი სიკვდილის მერე რუსებმა დაამკვიდრეს