#53618902 · 18 Oct 2018, 23:00 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
"Delta Translation Group" აცხადებს სტაჟიორის ვაკანსიას ადმინისტრაციის სპეციალისტის პოზიციაზე.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება მენეჯმენტის, ადმინისტრირების ან სხვა მომიჯნავე მიმართულებით; ** სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე მინიმუმ 1 წელი; ** კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (MS Ofiice); ** ინგლისური ენის ცოდნა (B2 დონე); ** მაღალი სამუშაო მოტივაცია და პასუხისმგებლობა;
დამატებითი მოთხოვნები:
** დეტალებზე ძალიან დაკვირვებული ** ენთუზიასტი და თვითმოტივირებადი ** სამომავლო პერსპექტივებზე, განვითარებაზე ორიენტირებული ** ინგლისურის ცოდნა სავალდებულოა, რუსულის სასურველი ** სასურველია განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, ფინანსების ან ბუღალტერიის მიმართულებით.
მოვალეობები:
** კომპანიის მომსახურების პაკეტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება არსებული და პოტენციური დამკვეთებისათვის; ** დამკვეთების მონაცემთა ბაზაზე მუშაობა, მისი მუდმივი განახლება და კონტროლი. ** შეკვეთების აღრიცხვა, შესასრულებელი სამუშაოს განაწილება ** ინვოისების გამოწერა და მისაღები თანხების მოგროვება ** კომპანიის ხარჯების ადმინისტრირება და გადახდა ** ფინანსური ოპერაციების (ხელშეკრულება, მიღებაჩაბარება, ინვოისი, თანხის მიღება, ხარჯები) პროგრამული ასახვა ** კომპანიის ყოველდღიური ოპერაციების დოკუმენტალური სისწორის უზრუნველყოფა ** კომპანიის შესყიდვების ადმინისტრირება (ძირითადად საოფისე ინვენტარი და კომპიუტერული ტექნიკა).
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიული განვითარებისთვის საჭირო ტრენინგებს; ** პროფესიულ წინსვლასა და განვითარებას; ** სასიამოვნო სამუშაო გარემოს.
გრაფიკი: სრული ანაზღაურება: 400 ლარი (დამატებით - პრემირების სისტემა).
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV ქართულ და ინგლისურ ენებზე , განათლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლი/ასლები ელ-ფოსტაზე: hr@delta-group, cc: DeltaTranslationTB@gmail.com. გამოგზავნისას მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. ვაკანსიის დასახელების მითითებისა და დოკუმენტაციის არასრულად გამოგზავნის შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. რეზიუმეების განხილვის შემდეგ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.
შერჩევა წარიმართება ორ ეტაპად: ტესტირება (უცხო ენა და კომპიუტერული უნარები), გასაუბრება.
სტაჟირების პროგრამა 3 თვიანია. სამ თვიანი პერიოდის წარმატებით დასრულების შემდეგ სტაჟიორები დასაქმდებიან მუდმივ შტატზე.
გისურვებთ წარმატებებს !
--------------------
ინგლისურ-ქართული ლექსიკონი iword.ge
|