მოკლედ, მაქვს გიგაბაიტის უძლიერესი ვიდეობარათი AMD Radeon RX Vega 56 8GB HBM2 2048Bit.
მონაცემების და შესაძლებლობების ჩამოთვლა რომ დავიწყო, შორს წამიყვანს, ლინკებს ჩავაგდებ და თავად გადაათვალიერეთ. ასევე ჩავაგდებ ამაზონზე ახალი და ამაზე გაცილებით მეტ ხანს ნახმარი ანალოგიური ბარათების ლინკებს.
GIGABYTE RX VEGARX VEGA Amazonრაც შეეხება მდგომარეობას, რაღა დასამალია და ერთ-ერთი უიშვიათესი მოდელია, რომელიც მაინინგში დღესაც კი წერს პლიუსებს (ეს კონკრეტული ბარათი Monero-ზე 2000 ჰეშამდე წერს წამში და 90 ვატს მოიხმარს), რაც ჯამში დღეში დაახლოებით 1.5$-ია. მაინინგით ამ ბარათს ჯამში სამ თვეზე მეტი არ აქვს ნამუშევარი და ბოლო ორი თვეა ჩემთვის მაინინგმა იმიტომ დაკარგა აზრი, რომ მხოლოდ ეს ერთი ბარათი შემომრჩა. შესაბამისად, თაროზეა შემოსკუპებული.
აქვს ორი ბიოსი და შესაბამისი ღილაკი ერთი-მეორეზე გადასართავად, ერთი სტანდარტული, მეორე - რომლის დაფლეშვაც შესაბამისად სრულიად უსაფრთხოა. სწორედ ამ მეორეზე გადაფლეშილია VEGA 64-ის ბიოსი, რაც გრაფიკული შესაძლებლობებით პრაქტიკულად 64-ის ანალოგს ხდის, მაინინგში კი საერთოდ 1-2%-ით აჭარბებს კიდეც.
სჭირდება 2 ცალი 8-პინიანი (6-იანიდან გადამყვანი მოჰყვება, ისევე როგორც ყუთი) და თავზე გადასდის 550-600 ვატიანი კვება.
ბარათი იდეალურ მდგომარეობაშია, არასდროს არ აცდენილა 58 გრადუსს.
ფასს რაც შეეხება, ალალი და უსაყვედურო 350$ მინდა.
599-494-497
სურათები ჩემი გდააღებულია და თუ UP-ებს არ დაიშურებთ, კიდევ დავამატებ.
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)