მიჩვეულები ვართ,რომ საქართველოში ყველა ხელისუფლება არჩვენების წინ ცდილობს მაქსიმალურად კარგად გამოაჩინოს თავი...
ამაზე მქონდა უკვე გახსნილი თემა,მაგრამ მაინც კარგი იქნება თუ კიდევ ვიმსჯელებთ თუ რამდენად რეალურია ეს რომ მოხდეს...
ამ კორონავირუსის შემდეგ ბევრი ადამიანი უმუშევარი დარჩა...
მაგრამ ყველაფერი ადრე თუ გვიან ისევ გაიხსნება,კომპანიები გამოაცხადებენ ვაკანსიებს(ხალხი მაინც დასჭირდებათ)....
ზოგი დამსაქმებელი(იმედია ბევრი არა),შეეცდება შექმნილი ვითარება თავის სასარგებლოდ გამოიყენოს და დასაქმებულებს კიდევ უფრო უარესი პირობები შესთავაზოს....
რა თქმა უნდა კარგია,რომ გახარია და კალაძე მოუწოდებენ კომპანიებს,რომ მაქსიმალურად კეთილსინდისიერად მოექცნენ დასაქმებულებს...
მაგრამ ჩვენ ყველამ მშვენივრად ვიცით,რომ ეს რთულად შესასრულებელია...
პირადად მე ამ პრობლემიდან გამოსავალს საქართველოს კანონმდებლობაში საათობრივი ანაზღაურების გაწერას ვხედავ(ამ მომენტისთვის ჩემი აზრით მინიმუმ 3-3,5 ლარი უნდა იყოს)....
მაგალითისათვის აშშ-ში გაწერილია კანონში მინიმალური საათაობრივი ანაზღაურება(ყველა შტატს თავისი ზღვარი აქვს,მაგრამ არანაკლები იმისა,რაც კანონში წერია)...
https://www.dol.gov/general/topic/wages/minimumwageარამგონია,რომ ამ კანონის მიღებამ ეკონომიკას ძლიერ დაარტყას...
თავიდან დამსაქმებლები ცოტას იწუწუნებენ,მაგრამ ეკონომიკური ფონი(ჩემი აზრით) ჩვენს ქვეყანაში გაუმჯობესდება....