გამოძახებაზე მისულ მეხანძრეებს მე-8 სართულზე ხანძრის ნაცვლად მწვადი დახვდათ
ორშაბათი, 22 ოქტომბერი, 2018 - 17:09 0 კომენტარი
ფოტო: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
თბილისში, გორგასლის ქუჩაზე გამოძახებულ სახანძრო ბრიგადას ხანძრის ნაცვლად მწვადი დახვდა.
როგორც ტაბულას საგანგებო სიტუაციების სამსახურში უთხრეს, მოქალაქემ მათ შეატყობინა, რომ ერთ-ერთ კორპუსში ხანძარი იყო. ადგილზე მივიდა სამი სახანძრო ბრიგადა, მიიტანეს სახანძრო კიბეც, რადგან შეტყობინების მიხედვით, დიდი ოდენობით კვამლი მე-8 სართულიდან გამოდიოდა. თუმცა აღმოჩნდა, რომ მოქალაქე აივანზე მწვადს წვავდა.

შევარდენი1906 გამოცხადდი აქა