საარჩევნო კამპანია სავსე იყო პოპულიზმით და ისეთი მოვლენებით, რომელიც არაა კარგი ჯანსაღი პოლიტიკური პროცესისთვის, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა სასტუმრო "თბილისი მარიოტში" განაცხადა, სადაც ამ წუთებში "ქართული ოცნების" მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდება.
მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხება წინასაარჩევნო გარემოსა და კამპანიებს.
"დღეს ჩვენ, "ქართული ოცნების" მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატთან ერთად, შეხვედრა გვექნება დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. ეს საარჩევნო კამპანია იყო გამორჩეული ნეგატიური კამპანიით, ძალიან ბინძური კამპანიით ჩვენ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის მიმართ. სავსე იყო პოპულიზმით და ისეთი მოვლენებით, რომელიც არაა კარგი ჯანსაღი პოლიტიკური პროცესისთვის. ამ ყველაფერზე ვაპირებთ ვესაუბროთ სადამკვირვებლო ორგანიზაციების და იმ საელჩოების წარმომადგენლებს, რომლებიც საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს აკვირდებიან. მემგონი ამ შეხვედრის შემდგომ ჩვენი პოზიცია კიდევ უფრო ცხადი და ნათელი გახდება მათთვის. ისედაც ყველა კარგად ხედავს, რა ფორმა მიიღო ამ საარჩევნო კამპანიაში პოლიტიკურმა დაპირისპირებამ", - განაცხადა ჩუგოშვილმა.
https://www.interpressnews.ge/ka/article/51...ri-procesistvisსაინტერესოა 2012 და 2016 წლებში რატომ არაფერს ამბობდა თუ პირში რამე ედო.