ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება და ამომრჩეველზე ზეწოლა - გაერთიანებული ოპოზიცია სკანდალურ ფარულ ჩანაწერს აქვეყნებს
2018-10-23 12:15:00
გაერთიანებულმა ოპოზიცია ახალი სატელეფონო ჩანაწერებს ავრცელებს და ამბობს, საჯარო მოსამსახურეებზე კვლავაც გრძელდება ზეწოლა და მათ სალომე ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემას აიძულებენ.
ოპოზიციის ინფორმაციით, დედაქალაქის მერია საჯარო სამსახურის თანამშრომლების მობილიზებას ახდენს, რაც კანონდარღვევა და არჩევნების გაყალბების მცდელობაა.
ჩანაწერის ავტორი კონკრეტული პირებს "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის წარმომადგენლის სტატუსით ეცნობა. ჩანაწერის ავტორი ეკითხება კომპანიის თანამშრომლებს, მიიღეს თუ არა დავალება სატრანსპორტო კომპანიიდან, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე უნდა მივიდნენ და ხმა სალომე ზურაბიშვილს მისცენ.
http://www.newposts.ge/wap.php?l=G&ID=187148