Lilith დიახ, ნამდვილად "არ აკლია ტვინი" ბატონ დანელიას !!! მშვენივრად ააწყო ძალიან "ნაყოფიერ წლებში" საქმე სოფლის მეურნეობის სამინისტროში(წინა წლებთან შეუდარებლად გაზრდილი ბიუჯეტის პირობებში) და საკმაო წაიღო სახლში; ერთი ცნობილი მაგალითი ცხვრით ვაჭრობის ბიზნესია, სადაც მისი თანაკლასელის მამამ მოიპოვა მონოპოლია-ცხადია განსაკუთრებული "ბიზნეს უნარებით" მხოლოდ

; სტუდია მონიტორს ჰქონდა ამ თემაზე გადაცემა; მეორე მიმართულება მელიორაცია იყო, სადაც ასევე მისი მეგობარი -ლევან დვალი - ამუშავა; უზარმაზარი ხარჯის რენტაბელურობა თუ დათვალა ვინმემ? მის პერიოდში "პროექტების მართვის სააგენტოს" "მოღვაწეობაა" ასევე ფრიად საინტერესო, რომლის უფროსადაც საკუთარი ახლობელი-მარიანა მორგოშია -ეჯდა; დარგში არსებული დაფინანსების უპრეცენდო კონცენტრაცია მოხდა ამ სტრუქტურის დაქვემდებარებაში მაშინ; "დაუფასდა ცოდნა" ქ-ნ მორგოშიას, რომელიც შემდეგ "აწარმოე საქართველოს " ხელმძღვანელობდა და ბოლოს, შსს-ს მომსახურების სააგენტოს უფროსი იყო;
მისივე ხელის ბიჭი იყო ვინმე ზაზა დოლიძე(ამჟამად ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის უფროსი)-სურსათის სააგენტოს უფროსად რომ დასვა; ამ კორუფციასა და უვიცობაში ჩამხრჩვალი უწყების ფონზეც კი გასაოცარი "გმირობები" მრავლად ჩაიდინა ბ-ნმა ზაზამ, რის შემდეგაც ხავერდოვნად გადაბრძანდა ზემოხსენებულ ფონდში

იქ რა გზასაც ადგას, სახელმწიფო აუდიტის აქტები მოგვითხრობს-თუმცა ეს ყველაფერი "სემიჩკის" ფულია ამ ფრიად კარგი მადის მქონე ნაძირალებისთვის

მოკლედ, საყოველთაო ძარცვა-გლეჯის ფერხულში "ღირსეულად" ჩაბმული კადრია, სინდის-ნამუსისგან ყოვლად დაცლილი ოპორტუნისტი და ფულზე დახარბებული ხამი;
ასე, რომ ნამდვილად შორს წავა-თუ დასცალდა