კორონავირუსის ეპიდემიის გამო ჩინეთში ჰაერის დაბინძურების დონე შემცირდა
კორონავირუსის ეპიდემიამ ჩინეთში ჰაერის დაბინძურების დონის შემცირებას შეუწყო ხელი. ამის შესახებ BBC NASA-ზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, სააგენტომ თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა, რომლებზეც ჩანს, რომ იანვრიდან ჰაერში აზოტის დიოქსიდის დონე შემცირებულია. აზოტის დიოქსიდს ტრანსპორტი, ელექტროსადგურები და სამრეწველო ობიექტები გამოყოფენ. NASA-ს მეცნიერების თქმით, თავიდან ჰაერი ქალაქ უხანთან გასუფთავდა, რომელიც ვირუსის გავრცელების კერაა. თებერვლის ბოლოსკენ კი ეს ტენდენცია მთელ ქვეყანაზე გავრცელდა.
სააგენტოში აღნიშნავენ, რომ ჩინეთში ვირუსის გამო მილიონობით ადამიანი კარანტინშია მოთავსებული, რის გამოც შემცირებულია ტრანსპორტით სარგებლობა და სამრეწველო პროცესები. სპეციალისტების თქმით, ეს ყველაზე მსხვილი ასეთი აქციაა კაცობრიობის ისტორიაში.
კორონავირუსი უკვე 64 ქვეყანაშია გავრცელებული, სადაც გარდაცვლილთა რაოდენობამ 109 შეადგინა. 86 993 ინფიცირებულიდან გამოჯანმრთელებული კი 42 334-ია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, დაავადებული საქართველოს მოქალაქეა, რომელიც 26 თებერვალს აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. საუბარია 50 წლის კაცზე. პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
კორონავირუსის მეორე შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 28 თებერვალს, მესამე კი 29 თებერვალს დადასტურდა. 26 თებერვალს ჯანმომ განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების საფუძველი ჯერ არ არსებობს.
30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს.
https://imedinews.ge/ge/teqnologiebi/129696...done-shemtsirda This post has been edited by metofe on 1 Mar 2020, 20:56
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)