რასაკვირველია 6 წელი გავიდა და ფაქტობრივად მკვდარი ხანა იყო ეს 6 წელი, არავითარი პროგრესი, მაგრამ რამდენიმე კარგი ცვლილებაც იყო
ეკოლოგიური მდგომარეობა ქალაქში რომ კატასტროფულია ეს ყველამ ვიცით, და მიხარია რომ მთავრობამ ამის გამოსასწორებლად რამდენიმე ჭკვიანური ნაბიჯი გადადგა.
1. ფაქტობრივად შეუძლებელია მაღალძრავიანი და ძველი ავტომობილებს შემოყვანა განბაჟების ძალიან მაღალი ტარიფის გამო.
2. უფასო გახდა განბაჟება ელექტრომობილებისთვის
3. შემოიღეს ტექდათვალიერება
4. აკრძალეს რაღაც ტიპის პოლიეთინის პარკების გაყიდვა
5. ტაქსისტებს ლიცენზია მოსთხოვეს(ჯერ ტრუხა ბაზარია, მაგრამ მალე დაიწყება უკვე რეალური რეგულაციებიც)
რასაკვირველია ეს ყველაფერი ძალიან კარგია, მაგრამ რეალურად შედეგზე გავალთ 5-10 წელიწადში, მაქამდე ისევ ვისუნთქებთ ამ მკვლელ ჰაერს
მე ჩემზე დიდად არ ვღელავ, ჩვენ უკვე ზრდასრულები ვართ და ჩვენი ორგანიზმი ჩამოყალიბებულია, ამიტომაც გარემოპირობები შედარებით ნაკლებ ზიანს გვაყენებენ, ვიდრე ბავშვებს
უბრალოდ ძალიან გული შემტკივა, რადგანაც არ იმსახურებენ ასეთ გარემოს რა, ძალიან მეცოდებიან

ასევე პრობლემა არის ის რომ აღსრულება არ ხდება კანონის
ყველამ ძალიან კარგად ვიცით რომ ტექდათვალიერება იქნება ძალიან მარტივი.
მთავარი არის სიმწვანე და ჯანმრთელობა
ადამიანი ხეებს რომ უყურებ, ფანჯარას რომ გაახსნი და სუფთა ჰაერი შემოვა, ქალაქში რომ გაივლი და არ დაიხრჩობი ბევრად პროდუქტიულიც იქნები და ბედნიერიც, თუნდაც ფული არ გქონდეს ბევრი.
ძალიან გამიხარდებოდა თუ ქალაქში მეტი პარკი და მწვანე დასასვნებელი ადგილი იქნებოდა თავისი სასრიალოებით
პ.ს. ბავშვი არ მყავს მე და ასეთი აღშფოთებული ვარ, ბავშვიანი ხალხი კი ზოგჯერ საერთოდ არაფერს ამბობს
ნუ პრინციპში რაზე უნდა ველაპარაკო იმ მშობელს, რომელიც ბავშვთან ერთად სიგარეტს ეწევა, ეს ხომ უბრალოდ მტერია საკუთარი ოჯახის.
ქალაქში მტვერში წაიქცა ბავშვი...
Pastor just told me I'm toxic
I don't need help, I need options