დღემდეა ჩვენში კამათი იმაზე, ვინ დაიწყო ომი, ვისი ბრალია მავთულხლართები, რუსიანობა იქაურ სოფლებში და ა.შ.
ბევრი, მამენტ ბევრი კი არა, ყველა პოლიტიკოსი ამ თემას ქულის საწერად იყენებს და მოდი ჩვენ, გლეხურად, ჩვენის ინფირმაციით რაც გვაქვს და აზრებით, დავწეროთ რა შეგვეშალა ჩვენ (ქართულ-რუსულ-ოსურ ძმობაში არა ოღონდ თქვენი ჭირიმე რა, მანდ ცამდე ვართ მართლები ! ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ამბავში ვამბობ !)
დაე თუნდაც დაიწყო მიშამ ომი, აი რაა მერე რო, რატოა ეს სასირცხვო?! ნებისმიერ პრეზიდენტს აქვს უფლება, მეტიც, ვალდებულება, აღადგინოს ტერ. მთლიანობა, ნებისმიერი გზით ! აი ხვალაც რო დაიწყოს თუნდაც მარგველამ ომი, იურიდიულად ასიანი იქნება. შეიგნონ ზოგიერთებმა, ქართული ჯარი ომობდა თავის ტერიტორიაზე და ვერანაირად ვერ იქნებოდა აგრესორი !
რუსთავი 2 ჟურნალისტი, შუბლაძე იყო 2013 ში მედვედევთან ინტერვიუ ჰქონდა და რაღაც ###ობები ჰკითხა, თუ ესეთი ტესლები არაიან, ტავი რომ მოაქვთ, ეკითხა :
ა) რის საფუძველზე დაარიგა რფ თავისი პასპორტები აფხაზეთსა და ცხ. რეგიონში (და არა ს. ოსეთში), მაშინ როცა თვითონ რფ-ში , პასპორტის ასაღებად უცხოელები ჯოჯოხეთის ყველა წრეს გადიან?!
ბ) თუ რუსეთს ჰქონდა კ.წესრიგის აღდგენის უფლება ჩეჩნეთში, რატომ არ ჰქონდა იგივე უფლება საქართველოს?!
ცალ თირკმელს ჩამოვდივარ ის მეტრადაჩემიყლე მედვედევი ჩაიფსამდა, გაშრებოდა და მიიდებდა, მაგრამ კაი ჟურნალისტობა ჩვენში ისაა, უზრდელი და თავხედი რო ხარ, თორე ლარი კინგისნაირს ცვენტან 1 % რეიტინგი არ ექნება.
აი სამხედრო კუთხით კი მართლა ძაან ბევრი უპატიებელი შეცდომა იქნა დაშვებული (ასეა, როცა ჯარში პოლიტიკა შედის, ოფიცრობა-გენერალიტეტი პოლიტ. შეხედულებებით კომპლექტდება და არა ცოდნით) და მოდი ამაზე აქ ვიმსჯელოთ, იმიტომ რომ მარტო სამხედრო თემა არაა ეს, ბევრი, მაგალითად კალანდაძე, ვისი უტვინობითაც ჯარმა იზარალა, დასჯის მაგივრად მიშამ დააწინაურა.
1 ) უდიდესი შეცდომა იყო ვითომ მძინარე ცხინვალის "გრადებით" დაბომბვა. (ანუ, უნდა დაბომბილიყო, აუცილებლად !!! ოღონდ უფრო ზუსტი იარაღით) ცხინვალიდან კიბატონო, ისროდნენ, მაგრამ ისროდნენ ნაღმმტყორცნებს, ამას დიდი ვერაფერი ვიზუალური ეფექტი აქ, "გრადები" სხვა თემაა, ვიზუალურად ძაან დამთრგუნველია და მაინცდამაინც ზუსტიც არაა. ჭკვიანური იქნებოდა უფრო, რომ საპასუხო ცეცხლი 120 ან 82 მმკ ნაღმმტყორცნებით გაეხსნათ. ჩვენი არტილერისტები მაქსიმუმ 2-3 გასროლით ჩააჩუმებდნენ იმათ საცეცხ.წერტილებს და რუსულ პროპაგანდასაც ჩვენი დებილი ჟურნალისტების წყალობით ხელში ჩაგდებულ მაგარ ბერკეტს (გრადები რო ღამე ბომბავენ ცხინვალს, რ-2 მა გადაიღო, იიიი, ექსკლიუზივი, იიი, არადა ამ კადრებს დღემდე ჩვენ წინააღმდეგ იყენებენ რუსები, მადლობა რუსთავი2 !)
2) უდიდესი ###ობა იყო კალანდაძის გადაწყვეტილება ცხინვალში ტანკების შეყვანის თაობაზე. დამწყებმა ოფიცერმაც კი იცის, რომ ქალაქში ტანკი შედის მაშინ, როცა აკონტროლებ მის 80-90 % და აქაიქაა 1-2 სნაიპერი ან მეტყვიამფრქვევე შემორჩენილი. რუსების შეცდომაზე მაინც ხო უნდა გვესწავლა, გროზნოში რომ მიქარეს 1995 წელს, მაგრამ ... შედეგად, ქალაქში შესული ყველა ტანკი ააფეთქეს ოსებმა , რითაც შეტევის ტემპი დაეცა და ჯარმა უკან დაიხია.
3) ზოგადად ცხინვალში შესვლა იყო სისულელე, ალყაში მოქცევა უპრიანი იყო, ამ ქალაქს არანაირი სტრატეგიული მნიშვნელობა არ ჰქონდა აბსოლიუტურად ! ის დრო და რესურსი რაც დაიხარჯა მის შტურმზე , ჯავისკენ რომ მიმართულიყო, უფორ ეფექტური იქნებოდა.
4) ავიაციას უნდა გაენადგუირებინა გუფთის ხიდი და ე.წ."გალერები, ნახევარგვირაბებია ერთგვარი, როკი-ცხინვალის გზა ძაან რთულია, თუ ამ ობიექტებს დააზიანებდნენ, 58-ე არმიის წინსვლა ძაან შეფერხდებოდა. ამის ნაცვლად ჩვენმა ავიაციამ ბომბები დააყარა რაღაც კოლონას, და ეს შანსი ვერ გამოიყენა, მერე რუსული ავიაცია გაბატონდა და ჩვენებს ვინღა გააჭაჭანებდა.
5) 2004-2008 წლებში უზარმაზარი თანხა დაიხარჯა თავდაცვისუნარიანობაზე, მაგრამ იმ "ატკატების" წყალობით, რასაც ადგილი ჰქონდა თავდაცვაში, შედეგად მივიღეთ პრაქტიკულად შიშველი ცა, მათ შორის თბილისის თავზეც კი. საჰაერო თავდაცვა მხოლოდ გორის რაიონს თუ ფარავდა... ამის მიზეზი ისევ ის არაკომპეტენტურობაა რაც მაშინ თავდაცვაში სუფევდა.
6) უგულავას რა ზანგისა უნდოდა იქ, საბრძოლო მოქმედებების შტაბში იბიომატ, რა დროს ქულების წერა იყო, საქმისთვის მიეხედა, ანუ დედაქალაქისთვის.
7) გორის და სენაკის ბაზების ხელუხლებლად ჩაბარება, რის გამოც არავინ დაისაჯა, არადა იყო დრო საიმისო, რომ საიარაღო ოთახები განადგურებულიყო, მაგრამ არ გაკეთდა ეს, რატომღაც.
8)დანარჩენი გააგრძელეთ თქვენ ....
პ.ს. ვგიჟდები ამ ვიდეოზე

პ.ს.ს. ჩემი გაკეთებულია
[YOUTUBE]sVbasoRqpmM&t=131s[/YOUTUBE]
https://www.youtube.com/watch?v=sVbasoRqpmM&t=131s This post has been edited by shamugiashvili on 23 Oct 2018, 18:54
არ დამიწყოთ ეხლა სადაური shamugiashvili ხარო... :D :D :D
грузинские системы залпового огня "град", открыли шквальны огонь, по спяшей москве ... : D