სპოილერი:
ამ თემაში არ იქნება სტანდარტული ნაც-ქოცური მახვილსიტყვაობანი, არც მკვლელი კაპიტალისტები, წინდაცვეთილი მასონები, "ბუა" რუსები და "გეიევროპიელები" (რომელნიც მუდამ აღშფოთდებიან ხოლმე და მერე ბოზდებიან).
არც წართმეული ქართველობა, შებილწული ქალწულებრივი აპკი და ღვთისმშობელი მარიამი, რომელსაც კალთა აღარ ჰყოფნის რომ გადააფაროს ჩვენ ჩაჯმულებს საქმეებს,
მაგრამ ამ თემაში იქნება მნიშვნელოვანი ინდიკატორები, რომელიც კიდევ ერთხელ გაგაცინებენ და მიგანიშნებენ და ახალი რყევა, ივერიის მარადიული პროსტიტუციის ისტორიაში - უკვე ჩანიშნულია, როგორც აუტლუკის (არ აგერიოს მუტრუკთან

) რემაინდერი, რომელიც X დღის დროს ჩაირთვება.
ჩვენი არც თუ ისე მოკრძალებული აზრით და უახლესი ქართული ისტორიის პროტოტიპინგზე დაყრდნობით, ხელისუფლებები იცვლებოდა ძალიან მერკანტილისტური მოსზარებებით და ფუთავდნენ "ძალიან ამაღლებული" იდეებით.
(როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში, იმი
1. წითელმა ნომენკლატურამ, დირეხტორებმა, ინტელიგენციამ, პროფესურამ და "ჩემი კუკარაჩა ნანახი გაქვს" ელიტამ (ფხუკ

) დაამხეს "ზვიადა" - საკუთარი პრივილეგიების და მერკანტილისტური ინტერესების გამო, კრიმინალების, გებისტების, მოსკოვის და ეკლესიის დახმარებით, - შეფუთეს, როგორც "ფაშისტი გამსახურდიას"გადაყენება და დემოკრატიის ზეიმი.
2. შევარდნაძის ისტებლიშმენტის (იგივე წითელი ინტელიგენციის, კომუნისტების და მათი "დასავლეთში" ნასწავლი ნაგრამის) ნაწილმა - გადაატრიალა იგივე შევრადნაძის უფრო რეტროგრადული და ნაკლებად სიცოცხლისუნარიანი ნაწილი, ასევე საკუთარი თავის ინტერესებში, მაგრამ "დემოკრატია საფრთხეშია და ხალხს არჩევანი წაართვეს სოუსით".
ეს კოლექტიური ქართველი, კოლექტიური ლუარსაბ თათქარიძეც გაყვა ამ ლოზუნგებში მიხოიდებს, მაგრამ სინამდვილეში რაც უნდოდა, ეს იყო "მასვი-მაჭამე-ჩამაცვი-მადღაურე" და არაფერი მაკეთებინე.
არ ამაღებინო პასუხისმგებლობა ამომრჩევლის კრიტიკული ნაწილი, რომელიც ხან ერთ ხელისუფალს ამხობს და ხან მეორეს.
3. და აქტი მესამე, "ნაცმაცუნების" მიერ ჩარეცხილი სოციალური ფენების ნაწილმა, ანუ ჩვეულებრივმა ეჭვმიტანილებმა, ახლა უკვე ახალ პატრონთან შეკრეს ალიანსი (მილიარდერი ან მის ზემოთ, ცოტა ჩრდილოეთით? ჰა? ჰა?) და ასევე ძალიან დიადი მიზნით
"საჯიშე ბიჭებს ქუჩაში გვიხოცავენ და ციხეებში გვიდღნავენ"
"თავისუფლად ვერ ვსუნთქავთ"
"მიშას დიქტატურაა"
გამოცვალეს მიშა და მოიყვანეს ბატონი ბიძინა, რომელიც მალე წავიდა და მოიყვანა პირადი ასისტენტი.
უკვე სასაცილოა.
არადა რა უნდოდა ამ ხალხს? დარმავოი კარგი ცხოვრება, რომელიც მხოლოდ სათაგურშია
და ახლა რა ხდება?
ხდება ის რომ ეს კოლექტიური "მაცვი-მაჭამე-მადღნაურე" და პასუხისმგებლობა არ ამაღებინო ამომრჩეველი ისევ უკმაყოფილოა, იმიტომ რომ მისი მთავარი ინტერესი "მაცვი-მაჭამე-მადღნაურე" და მე არაფერი მაკეთებინო ინტერესი და დაკვეთა ხელისუფლებისთვის ისევ "პუსტა-პუსტა" აღმოჩნდა.
ხოდა ეს პუსტა-პუსტა ხელისუფლება ცდილობს ასევე პუსტა-პუსტად გაიგრძელოს ყოფნა ხელისუფლებაში, კაი პრემიები გამოწეროს და მოკლედ ჩასკდეს რა

და მთავარი, "უცებ" გამოჩნდა ქიბარ ხალვაში, რომელიც სრულიად მოულოდნელად და ამდენი წლის მერე ჩივის სასამართლოში რუსთავი 2-ს "დასაბრუნებლად".
რუსთავი 2 მაგარი მურტალი და დედამოდღნული ტელევიზიაა. უნდა იცოდეს ეს შუშის კოლბის ბინადარმა.
ერთის მხრივ, რუსთავში უშიშროების შესვლა 2001ში რითი დამთავრდა, ყველას კარგად გვახსოვს.
ეს იყო შევარდნაძის ეპოქის დასასრულის დასაწყისი.
შევიდნენ იმიტომ რომ რუსთავი 2 სერიოზულ საფრთხეს ქმნიდა ხელისუფლებისთვის (უფრო სწორად, უუნარო და უმაქნისი ხელისუფლებისთვის, რომელსაც ეშინოდა ამ ინფორმაციის "გაბაზრება"

)
იგივე ხდება დღეს.
საქართველოს ხელისუფლება არის უუნარო და ბანძი და იმეორებს მისი იდეური წინამორბედი, შევარდნაძის ხელისუფლების ნაბიჯებს.
საინტერესო რუბიკონზე დგას საქართველო.
1. ან წინასაარჩვენოდ "დაკეტავენ"/გააჩერებენ რუსთავ 2-ს (ანუ მიშას და ნაცების პროპაგადის მანქანას

, ) და ჩათვალეთ რომ 2016 წლის არჩევნებში ისევ ქართული ოცნება გაიმარჯვებს და რაც მოხდება, ეს ყველამ კარგად იცის.
2. ან და აქ ჯერ არ არის ვარიანტები, მხოლხოდ კითხვების ნიშნებია ???
ამ მეორე ვარიანტის კითხვაზე პასუხის გაცემა კი ყველა იმ მოქალაქის ვალია, რომელიც ფიქრობს რომ ეს ბიძინა-გადაფის "ჯამახირია" ქვეყანას ტრაკისკენ მიაქანებს.
მარტივია მეგობრებო, ელემენტარული თამაშების თეორია.
გადამწყვეტი ბრძოლა, თქვენი ცხოვრების მომავალი 5 წლისთვის - ახლა დაიწყო, რუსთავი 2ზე შეტევით.
არჩევანი ჩვენზეა:
ან
1. დღეს შევეკვრებით ეშმაკს (ნაცმაცუნები რაღა

), რათა დემოკრატიული პლურალიზმის საფუძვლები შეინარჩუნოთ (დიახ, დიახ, ამ ცრუტელევიზიის და პროპაგანდონების სახით

)
და შანსი შეინარჩუნოთ რომ იყოთ სამოქალაქო საზოგადოება და არა ცხვრები, რომელიც მორჩილად მოიხვევს თავზე საყდრისს, პანორამას და ყველა სხვა "ბიძინარამაიანას ეპიზოდებს@
და ან
2. დავრჩეთ ისევ და ისევ ჩუმად, ტრაკ-გამობანილები და ტრუსიკჩახდილები დავუდგეთ ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მის მოურავებს - თქვენ თვითონ იცით რა აქტისთის.
სხვა არჩევანი არ არის,
სამწუხაროდ
This post has been edited by Codex on 7 Aug 2015, 09:50