ჰააგაზე ვისაც გაინტერესებთ ესეთი სიტუაციაა:
• 3 წელია დაიწყო გამოძიება 2008 წლის ომის დროს ჩადენილ დანაშაულებზე
• გამოძიების შედეგად დანაშაულებზე პასუხისმგებლობა დაეკისრებათ კონკრეტულ პირებს (სამოქალაქო თუ სამხედრო) და არა ქვეყნებს (საქართველო, რუსეთი); შესაბამისად კონკრეტული ადამიანები უნდა წარსდგენ ჰააგაში სასამართლოს წინაშე
• საქართველოდან ამ ამბებში სულ 5 ორგანიზაციაა ჩართული: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ადამიანის უფლებათა ცენტრი / Human Rights Center, GCRT, ”Article 42 of the Constitution” - ”კონსტიტუციის 42-ე მუხლი” და Justice International, მათ შორის მხოლოდ ამ უკანასკნელიდან ერთადერთი წარმომადგენელი მუშაობს უშუალოდ ჰააგაში - ეს წარმომადგენელი გახლავართ მე
• საქართველოდან აქ სხვა წარმომადგენელი არ არის, არც არასამთავრობო სექტორიდან და არც სახელმწიფოდან
• ამ 3 წლის განმავლობაში ჯერ არ შეგვხვედრია რომელიმე დონორი, ‘მეგობარი’ ქვეყნის წარმომადგენელი, თუ სხვა პირი, ვინც ამ ამბებით დაინტერესდებოდა და დაგვეხმარებოდა
• ერთადერთი ვინც აქამდე დაგვეხმარა სოროსის ფონდია. დიახ იმ სოროსის! დანარჩენი არც პატარა და არც დიდ დონორს, არც კერძოს, არც ადგილობრივსა და არც საერთაშორისოს - ეს საკითხი არ აინტერესებს
• სამაგიეროდ, მეორე მხარეს არის ძალიან დიდი ადამიანური და ფინანსური რესურსები მობილიზებული, რომ გამოძიება ჩავარდეს
• პარალელურად არის თავდასხმები: როგორც ჰაკერული და ტროლ შეტევები, ასევე ფიზიკური, ფარული თვალთვალი და მუქარა
• დეკემბერში იმართება ჰააგის სასამართლოს წევრი სახელმწიფოების ასამბლეა (ე.წ. Assembly of State Parties), რომელსაც ესწრება 123 ქვეყნის წარმომადგენელი. ასამბლეის ფარგლებში ვცდილობთ მოვაწყოთ საქართველოზე სპეციალური ღონისძიება, რომელზეც საერთაშორისო საზოგადოებასთან ვისაუბრებთ 10 წლის შემდგომ არსებულ სიტუაციაზე, დაზარალებულების მდგომარეობაზე და მიმდინარე გამოძიების გამოწვევებზე
• ღონისძიების მოსაწყობად 2000 ევრო ვერ ვიშოვეთ და საკუთარი სახსრებით გვიწევს ორგანიზება; მაშინ, როცა მიმართული გვაქვს დაახლოებით 30-მდე საელჩოსთვის, მათ შორის ჩვენი ‘მეგობარი’ ქვეყნებისთვის
აი ესაა რეალობა თუ რა ხდება ჰააგაში. სიტუაცია გაცილებით უფრო რთული და დაძაბულია, ვიდრე აქ შეიძლება დავწერო, თუმცა ყველაფერზე საჯაროდ ვერ ვისაუბრებ. სამწუხაროდ ვერ დავაინტერესეთ ვერავინ ამ ამბებით, რადგან ვერ გავცდით სალომეს გამონათქვამებს, რომელიც ამ პროცესში ყველაზე ნაკლებად მნიშვნელოვანია
https://www.facebook.com/nika.jeiranashvili...7455?__tn__=C-R
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3