საზღვარგარეთ არალეგალურად მყოფ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებისთვის საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა უპრობლემოდ შეეძლოთ, ამ სიას საკონსულო არავის გადასცემს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.
“წარმოიდგინეთ, რამდენი ჩვენი მოქალაქე იმყოფება საზღვარგარეთ და რა ცოტა არის საკონსულო აღირცხვაზე. ჩვენ გავამარტივეთ აღირცხვაზე დადგომა და მოქალაქეებს სახლიდან შეეძლოთ ამის გაკეთება, თუმცა ეს 53 ათასზე მეტმა მოქალაქემ არ გააკეთა. ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანებს ესმოდეთ, რომ აღრიცხვაზე დადგომა დამატებით პრობლემასთან, ან რაიმე სახის რისკებთან არ იყო დაკავშირებული“, - განაცხადა კონსტანტინიდიმ და დასძინა, რომ აღრიცხვაზე დადგომის ვადა 7 ოქტომბერს ამოიწურა.
ჟურნალისტის რეპლიკაზე, ეს ადამიანები თავს სავარაუდოდ იმიტომ იკავებენ, რომ არალეგალურად იმყოფებიან ამა თუ იმ სახელმწიფოში, კონსტანტინიდიმ უპასუხა, რომ „არალეგალურად იმყოფებიან, თუმცა დარეგისტრირება შეეძლოთ“.
„არალეგალურად ვინც იმყოფება, მათაც შეეძლოთ დარეგისტრირება. ეშინიათ შემდგომი პრობლემების ალბათ, მაგრამ ვისგან ეშინიათ, საქართველოს საკონსულოსგან? საკონსულო ამ ინფორმაციას არ გადასცემს სახელმწიფოს. არ არის საშიში აღრიცხვაზე დადგომა, დამერწმუნეთ. თუმცა არალეგალურად მყოფი მოქალაქეები ხშირად იკავებენ თავს სხვა ღონისძიებაზე დასწრებისგანაც“, - აღნიშნა კონსტანტინიდიმ.
https://www.interpressnews.ge/ka/article/51...ravis-gadavcemtეხლა დავიბენი
აბა, გახარიას მოადგილე ხუჭუჭა გოგოშკა რომ ბაზრობდა (გვარი დამავიწყდა), ვინც ვიზალიბერალიზაციას დაარღვევს, ზოგს დავხვრიტავთ და ზოგს ჩამოვახრჩობთო?
პოლიციის ატაშეები მაგისთვის არ დანიშნეს?
და ეხლა უნდა ენდნენ ეგ არალეგალები ამათ საკონსულოებს?
იქნებ მე ვერ გავიგე რამე,
ამიხსენით
პ.ს. ვიზალიბერალიზაციის მეხოტბეები დამითაგეთ, რა სიკეთეები მოგვიტანა
გარდა იმისა, რომ უფრო მეტი დოლარი გავიდა გარეთ
This post has been edited by shaqro telavski on 24 Oct 2018, 16:03