http://rustavi2.ge/ka/news/117029?fbclid=I...nMh6Tqq08-GeMGAბათუმში, ბარცხანის დასახლებაში სამხედრო ბაზის ერთ-ერთ შენობაში მოსახლეობა შეიჭრა.
ტერიტორიაზე სულ 15-მა ოჯახმა მოახერხა შესვლა და ოთახების გადანაწილება.
მათ შორის იყვნენ სოციალურად დაუცველები, რომლებმაც ხელისუფლებას დახმარებისთვის არაერთხელ მიმართეს. შენობას სამხედრო მოსამსახურეები იცავდნენ.
სოციალურად დაუცველებთან მოლაპარაკებას აჭარის მთავრობის წარმომადგენლები ცდილობდნენ.
ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სამართალდამცველები და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. შენობა რამდენიმე თვეა არ ფუნქციონირებს, თუმცა ტერიტორიას დაცვა ჰყავს.
სისულელეა ის? რომ იცი რომ სისულელეა... თუ ის, რომ არ იცი...
ურაპატრიოტიზმი, უნიათობა
ოცნებები მართლა ოცნებები კი არ უნდა იყოს, მას რეალიზაცია უნდა, ბავშვები ხომ არ ვართ დავბერდით ხალხი