არ ვგულისხმობ იმას, რასაც ,,ამოაგდებს გუგლი":
1. ,,როგორ აღვაგზნო ქალი?"
2. ,,როგორია ქალის აღგზნების ნიშნები?"
3. ,,რატომ აღიგზნება ქალი ასე და არა ისე, როგორც მამაკაცი?" (ეს საინტერესო თემაა)
4. ,,რა განსხვავებაა ქალისა და მამაკაცის აღგზნებას შორის?" (ნიშნები ან პირობები)
5. ორგაზმის საკითხებზე
ანუ ცოტა სხვა მხრივ და ,,ღრმად" მაინტერესებს
თემა არაა ,,სექსუალურ აქტზე" ამიტომ ვერ გავხსნი ,,სექსში" და მიუხედავად იმისა, რომ ფსიქოლოგიური ასპექტიც ნაკლებად მაინტერესებს (ამ შემთხვევაში), მაგრამ რადგან ფიზიოლოგიის თუ ანატომიის განყოფილება არ არსებობს, მეცნიერებაში ჰო არ გავხსნიდი? :/
აი დაახლოებით, რას ვგულისხმობ:
მე (კონკრეტულად მე), კაცი
ვხედავ (ჩემთვის) მიმზიდველ ქალს, ეს შეიძლება იყოს: მისი საჯდომი ან ფეხები ან მკერდი (სხეული მირჩევნია ,,ფოჩიანი", ანუ შემოსილი იყოს თავდაპირველად) ან ხმა ან გამომეტყველება
მომენტალურად, იწყება მინიმუმ მსუბუქი აღგზნება, ანუ მიმიზიდავს: მინდა ახლოს მივიდე, შევიგრძნო სუნი კანის, თმების, შევეხო, გავიგონო მისი ხმა, სიტყვები (ყველაზე უაზრო ლაყაფიდან ღრმა აზრებამდე) ან ვადევნო თვალი მის მოქმედებას (მოძრაობას)
სულ სადღაც 1–დან 10 წამამდე ინტერვალში შეიძლება ,,მაქსიმალურად მინდოდეს" ეს ქალი (დამოუკიდებლად ერექციის ქონისა: შეიძლება უერექციოდ კიდევ უფრო მეტად მინდოდეს, ვიდრე ერექციის რეაგირებისას)
მინდა როგორც იტყვიან დავეტაკო/ვებდღვნა და გავგლიჯო კბილებით ან გამოვწუწნო როგორც კოწახური ჰეჰე ან გავაქრო ან გავანადგურო სრულიად (რა თქმა უნდა ინსტიქტურ სწრაფვას ვგულისხმობ და არა პრაქტიკულად ამის წარმოდგენას)
მოკლედ, მინდა ,,დავეუფლო", როგორც მინდა ისე ველაპარაკო, ვუფათურო ხელები და დავასრულო კოიტუსით, სრული ,,დამორჩილებით", იქნება ეს ჩემი როგორც დომინანტის მიერ ან მისი მხრიდან როგორც დომინანტის (მაინც მე ვრთავ ,,ამის ნებას"

)
ანუ, ფიზიოლოგიურად როგორც მარტივი ჩამოყალიბებიდან ვიცით, ,,კაცს თვალით უნდა და სწრაფად"
და როგორ ხდება ქალზე?
არ მაინტერესებს ,,რა აჩერებს ქალს რომ არ ჰქონდეს სექსი", არამედ როგორ განიცდის ის...
თავისთავად, მეც ვიცი რომ ,,ქალს უნდა ემოციური სიახლოვით და დროში გაწელილად" და ისიც, რომ ზოგიერთი ქალი (ან ზოგ შემთხვევაში) ხდება ,,მომენტალური ანთება" – იმდენად მომენტალური, რომ კაცს არც დაესიზმრება: შეიძლება 2 წამში პირობითად, ქალი აღეგზნოს და ორგაზმიც კი განიცადოს უბრალოდ შეხების ან მზერისგანაც(?) კი
მაგრამ მაინც...როგორ ავხსნა...,,საშუალო მამაკაცური საშუალო რეაქცია" არის ისეთი სხვა კაცებშიც, როგორიც კონკრეტულად მე მაქვს
და ,,საშუალო ქალური საშუალო რეაქცია" ქალებში როგორია უფრო ,,კარგად ახსნილი"?
წამიკითხავს წიგნები სექსზე ან ფსიქოანალიზზე ან ფსიქოლოგიაზე თუნდაც, მაგრამ არ მინახავს ეს თემა იმ სახით, როგორც მინდა და მირჩიეთ რამე წიგნი თუ იცით
პ.ს. ,,როგორ" აღიგზნება ხვადი ძაღლი ან ძუ ძაღლი? ანუ რას განიცდის ის ამ პროცესისას, აღგზნების პროცესი რამდენ ხანს გრძელდება, როგორი ინტენსივობით (სწრაფვის დაუოკებლობა ანუ ძალა, რაც გადალახავს შემაჩერებელ ფაქტორებს როგორც ფიზიკურს, ისე ფსიქოლოგიურს), როგორ ანუ რამდენ ხანში ქრება...(ბუნებრივად, ამკრძალავი ფაქტორების გაუთვალისწინებლად)
პატივისცემით,
მარი–ნაპოლეონ ბონაპარტე.
,,აზაბოჩენი".