ვინც ერთხელ მაინც ყოფილა მარტვილში, კარგად იცის სავაჭრო ცენტრი "ბუმი" - სამეგრელოს ტურისტული ჰაბი
მისი მფლობელი რომელიც ნამდვილად ღირსეული ადამიანია, ღიად აფიქსირებს საკუთარ პოზიციას
„საჩუქარი მომავალ თაობას
როდესაც წინა ხელისუფლება გავაცილეთ,
ვფიქრობდი, კარგად თუ ცუდად თავიანთი მისია შეასრულეს, ხოლო მათი ისევ დაბრუნების საკითხი მეგონა არ დადგებოდა.
ამჟამად დავდექით სხვა აუცილებლობის წინაშე: ჩამოვაშოროთ ქვეყანას ხელისუფლება,რომელმაც ხალხს თავი დაამახსოვრა მხოლოდ თავისი უსაქმურობით.ამის მიზეზი ერთადერთია,პოლიტიკური ნების არარსებობა წარმატების მისაღწევად.პლუს ამას,ბოლო დღეების „მონოლოგი“ ერთპიროვნულ მმართველობაზეც(დიქტატურაზე) ღრმად გვაფიქრებინებს.
ახალი ანგარიშგასაწევი ძალა არსებულის წინააღმდეგ ამ პერიოდისთვის აღარ არის და არც ჰორიზონტზე იძებნება.
აღმოვჩნდით არჩევანის წინაშე:გავრისკოთ თუ შევეგუოთ.
მე პირადად, ჩემი მაქსიმალისტური თვისებებიდან გამომდინარე,მზად ვარ შევეწინააღმდეგო ნებისმიერ მომდევნო მთავრობასაც მანამ, სანამ ქვეყანა არ მიაღწევს დემოკრატიის დასავლურ სტანდარტებს. ეს უკვე მეხუთე მთავრობაა ჩემი მოღვაწეობის მანძილზე, რომლებთანაც მიკერძოებული არცერთის მიმართ არ ვყოფილვარ.თუ არ მეთანხმებით უფლებას გაძლევთ „წამომაძახოთ“.
ჩვენი თაობისთვის გამოყოფილი სიცოცხლე ამ პროცესებს შეიძლება აღარ ეყოს,მაგრამ...
ასეთია ჩვენი თაობის ბედი.
ჩვენ ვიბრძვით გავიდეთ იმ ნაპირზე, სადაც მე და ჩემი თაობა იქ გადასვლისთანავე უკვე აღარ ვიქნებით საჭირო.იცით რატომ?-გარდამავალი პერიოდის ტურბულენტობაში ხასიათი ისე დაგვებეგვა,რომ ჩვენი უჟმურობის და ჩაკეტილობის გამო იქ აღარ ვივარგებთ.მაგრამ ამას ჩავდივართ მომავალი თაობის ლაღი ცხოვრებისათვის. მე მესმის,რომ ახალი თაობა ჩვენ რომ არ დაგვემსგავსოს, ამ პროცესებში არ ისვრება.მაშინ რაღა დაგვრჩა...
P.S. ამ მიმართვით მე „საკუთარ ძაღლს კუდი მოვაჭერი“,რომ გავიგო,რას ფიქრობს ხალხი.
კიდევ ერთხელ, ჩემს გულრწფელობაში ეჭვი ვისაც შეგეპარებათ არ მომერიდოთ.გამაკრიტიკეთ.
გიზო ჩიხლაძე 25.10.2018“
წყარო