ჯონ ბოლტონი - საქართველოს ოფიციალურმა პირებმა მითხრეს, რომ ქვეყნის ინტერესებშია სრულიად თავისუფალი და ღია არჩევნების ჩატარება„არ ვაპირებ არჩევნებამდე ორი დღით ადრე ჩავერთო რაიმე ფორმით საქართველოს წინასაარჩევნო კამპანიაში. მოგეხსენებათ, ნოემბერში აშშ-შიც არჩევნები გაიმართება და, სიმართლე გითხრათ, აშშ-ს კამპანიაშიც კი შეზღუდული მაქვს მონაწილეობა.
საქართველოში დიდი რაოდენობით იქნებიან წარმოდგენილი საერთაშორისო დამკვირვებლები, მათ შორის ამერიკელებიც. საქართველოს ოფიციალურმა პირებმა მითხრეს, რომ საქართველოს ინტერესებშია სრულიად თავისუფალი და ღია არჩევნების ჩატარება. მნიშვნელოვანია ამომრჩევლების აქტიურობაც, იმისათვის რომ საზოგადოებაში საარჩევნო პროცესისადმი სრული ნდობა იყოს“, - განაცხადა ჯონ ბოლტონმა.
https://www.interpressnews.ge/ka/article/51...nebis-chatarebaბოლტონი: არ ვიცი, როდის დასრულდება საქართველოში ელჩის შერჩევის პროცესი„არ ვიცი, როდის დასრულდება ელჩის შერჩევის პროცესი. ელიზაბეთ რუდი შესანიშნავად უძღვება ამერიკის საელჩოს, ვიდრე ახალი ელჩი დიანიშნება, რაც სენატის მიერ ელჩის დამტკიცების რთულ პროცესს უკავშირდება”, - განაცხადა ბოლტონმა.
„მქონდა ნაყოფიერი შეხვედრები პრემიერმინისტრთან, საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრებთან. განვიხილეთ მთელი რიგი საკითხები, რომლებიც ეხებოდა რეგიონში არსებულ სიტუაციას და საქართველო-ამერიკის ორმხრივ თანამშრომლობას. დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ამერიკის ურთიერთობას საქართველოსთან. საქართველო ჩვენთვის არის უმაღლესი სტრატეგიული ინტერესის ქვეყანა. კვლავ მინდა დავადასტურო აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საბჭოთა კავშირის რღვევის შემდეგ. პრემიერ-მინისტრსა და მის უსაფრთხოების გუნდთან ერთად ვისაუბრეთ ასევე იმ შესაძლებლობებზე, რომელიც უკავშირდება ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას და რეგიონში ჩვენს თანამშრომლობას. ეს იყო ძალიან პროდუქტიული და პოზიტიური შეხვედრები", - თქვა მან.
https://imedinews.ge/ge/saqartvelo/82826/bo...chevis-protsesiჯონ ბოლტონი ამბობს, რომ რუსეთის მთავრობის წევრებს საქართველოზე ელაპარაკა„საფრანგეთი აღნიშნავს 100 წლისთავს პირველი მსოფლიო ომის დასრულების დღიდან და პუტინი-ტრამპის შეხვედრა შედგება, როგორც ჩვენ ვუწოდებთ, “ველების “ ფორმატში. ასევე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მოვიპატიჟეთ ვაშინგტონში და იგეგმება კონსულტაციების სრული დღე ვაშინგტონში. როგორი იქნება ვიზიტის განრიგი, ჯერ არ ვიცით და ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებ ამ თემაზე.
რაც შეეხება რუსეთში ჩემს ვიზიტს, მე მქონდა საუბარი საქართველოს შესახებ რუსეთის სამთავრობო კაბინეტის წევრებთან. თავად პუტინმა კი, როდესაც მას ვემშვიდობებოდი მკითხა, ახლა სამხრეთ კავკასიაში მიემგზავრები ხომ? მე ვფიქრობ, რომ ეს იმსახურებს ყურადღებას”, - განაცხადა ჯონ ბოლტონმა.
https://imedinews.ge/ge/saqartvelo/82832/jo...eloze-elaparaka This post has been edited by lamazi gogo on 26 Oct 2018, 15:17