მივცე სალომე ზურაბიშვილს ხმა, ეს ნიშნავს, გავუმკლავებოდი იმ ზიზღსა და უპატივცემულობას, რომელსაც ჩემში ოკუპანტი ქვეყნის ვასალები იწვევენ ;
მივცე სალომე ზურაბიშვილს ხმა, ეს ნიშნავს, დავდგე უპრინციპო, სინდისგარეცხილ, ბიძინას კარზე ოსმალოს ელჩივით მუდამ წაკუზული ინტილიგენციის გვერდით;
მივცე სალომე ზურაბიშვილს ხმა, ეს ნიშნავს, ტაში დავუკრა სულგაყიდულ, მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე მზრუნველ პარლამენტარებს, ჩინოვნიკებს, რომლებიც თანახმანი არიან „ მოკლან დედა, დაახრჩონ მამა, თუ ბიძინა უბრძანებს ამას.“
მივცე სალომე ზურაბიშვილს ხმა, ეს ნიშნავს, პოზიცია გავუმყარო ხელისუფლებას, რომელმაც უკეთილშობილესი ადამიანი და უნიჭიერესი შემოქმედი, ზვიად რატიანი აიძულა სამშობლოდან გადახვეწილიყო;
მივცე სალომე ზურაბიშვილს ხმა, ეს ნიშნავს, მოვუწონო საქციელი აბსოლუტურად ყველა ხელისუფლების მიერ გაუბედურებულ, დაჩაჩანაკებულ პედაგოგების იმ ნაწილს, რომლებიც სამსახურის დაკარვის შიშით ყველაფერზე თანახმანი არიან ;
მივცე სალომე ზურაბიშვილს ხმა, ეს ნიშნავს, მივბაძო ათასობით „ქართული ოცნების“ უბირ პარტაქტივს, კომისიის წევრებს, დამკვირვებლებს, რომლებიც მწირი შემოსავლის სანაცვლოდ თანახმანი არიან ყველაფერზე ხელი მოაწერონ.
უბირი კი იმიტომ. რომ მათ ქვეცნობიერამდეც ვერ აღწევს, არათუ ცნობიერამდე კითხვა, თუ ვინ მიიყვანა ისინი ამ უკიდურეს მდგომარეობამდე.
მივცე სალომე ზურაბიშვილს ხმა, ეს ნიშნავს, მხარი დავუჭირო ქვეყნის არაფორმალურ მართვას და მის შეგრძნებადაკარგულ , რეალობას მომწყდარ შემოქმედს...მისი ბოლო საჯარო გამოსვლების შემდეგ, ისეთი განცდა გამიჩნდა, თითქოს ეს ადამიანი ახლახანს ჩამოფრინდა ძალიან შორეული პლანეტიდან და ბაიბურში არ არის ქვეყანაში რა ხდება.
მაგრამ ეს არაფერი , გაცილებით მძიმე დასკვნაც გავაკეთე:
დარწმუნებული ვარ, თუ საფრთხე რეალურად იგრძნო, 7 ნოემბერი და 26 მაისი მონაგონი იქნება, „სპასობნია“ , ქვეყანაში „ინკვიზიციის კოცონი ააგიზგიზოს“ .
მივცე სალომე ზურაბიშვილს ხმა, ეს ნიშნავს, განზე გავუდგე გამწარებულ, შვილმკვდარი მამას, რომელიც უღირსმა ადამიანებმა პროვოკაციაზე წამოაგეს და ციხეში გაუშვეს (ზაზა სალარიძემ , რაც არ უნდა გააკეთოს, მე, მაგალითად, ენა არ მომიბრუნდება გავამტყუნო, გადაიყვანეს კაცი ჭკუიდან).
და ბოლოს, არაადეკვატური ადამიანებისთვის პატარა განმარტება-პრევევენცია მინდა გავაკეთო: ინდივიდი ვარ, არ ვარ მასის ბრმა და ყრუ ნატეხი, არცერთი არხის საინფორმაციო გადაცემებს არ ვუყურებ , მხოლოდ სპორტულს, ძირითადად ფეხბურთს.
და კიდო: „ნაციონალებთან“ არაფერი მაკავშირებს, აბსოლუტურად არაფერი!
დანარჩენი თქვენ თქით, თუ არ გეშინიათ, რა თქმა უნდა.
https://www.facebook.com/baybayibaybayia/po...eaction_generic This post has been edited by licemer on 26 Oct 2018, 22:50
პოლიტიკოსი არ გახლავართ, მაგრამ ხანდახან მეც კარგი მამაძაღლი ვარ.
დაე, მე მოვკვდე ღია თვალებით...
მიგელ დე უნამუსო ლიც-დონ-გიჟ-ჟუანი.