აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ლიდერებისადმი ასაფეთქებელი მოწყობილობების გაგზავნაში ეჭვმიტანილს 58 წლამდე პატიმრობა ემუქრება
აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ლიდერებისადმი და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კრიტიკოსებისადმი 11 ასაფეთქებელი მოწყობილობების გაგზავნაში ეჭვმიტანილ სეზარ საიოკს ბრალი ხუთი მუხლით აქვს წაყენებული და 58 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, - ამის შესახებ აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა ჯეფ სეშნსმა განაცხადა.
„დღეს მას ბრალი წავუყენეთ ხუთ ფედერალურ დანაშაულში, მათ შორის ერთი შტატიდან მეორეში ასაფეთქებელი მოწყობილობების გადატანაში. მას 58 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება“, - განაცხადა სეშნსმა.
მანამდე FBI-ს ხელმძღვანელმა კრის რეიმ დაადასტურა, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობები ნამდვილი იყო.
„ჩვენ ახლა ამ ასაფეთქებელ მოწყობილობებს ლაბორატორიებში ვსწავლობთ, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ეს ე.წ. ფეიკები არაა. რაც შეეხება სეზარ საიოკის სავარაუდო მოტივებს, ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია“, - განაცხადა რეიმ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ FBI-მ დააკავა ფლორიდას შტატის 56 წლის მკვიდრი სეზარ საიოკი, რომელიც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ბარაკ ობამასთვის, ბილ და ჰილარი კლინტონებისთვის, მილიარდერ ჯორჯ სოროსისთვის, მსახიობ რობერტ დე ნიროსთვის და აშშ-ის დემოკრატიული პარტიის რამდენიმე ლიდერისადმი ასაფეთქებელი მოწყობილობების გაგზავნაშია ეჭვმიტანილი.
მიმაგრებული სურათი
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3