მომღერალი თეონა კონტრიძე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება და სოციალურ ქსელში წერს, რომ სახლი, რომელზეც თქვეს დეპუტატ გია ჟორჟოლიანს ეკუთვნის, სინამდვილეში მისია.
"ამჟამად ვიმყოფები კახეთში , კონცერტი მქონდა და ტრადიციულად ჩავრთე გრიმის კეთების დროს ტელევიზორი . რას ვხედავ : შუქდება პარლამენტარ გია ჟორჟოლიანის “ ოლიგარქული “ სამფლობელო ფხაკაძის ქუჩაზე( უკვე ალექსანდრე იოსელიანზე). სასაცილოა სატირალი რომ არ იყვეს და რომ არ ეხებოდეს ჩემი უახლოესი მეგობრის ყველაზე სპეტაკ და პატიოსან მამას ... სახლი ფხაკაძის ქუჩაზე არის ჩემი ! რაზე აღარ მიდის მედია არჩევნების წინ ..... გია ჟორჟოლიანთან მიბრძანდით პეკინის ქუჩაზე და ნახეთ პარლამენტარი რა პირობებში ცხოვრობს და როგორ შორს არის ფუფუნებიდან მისი ყოფა.... უხერხულია უბრალოდ ამხელა ცილისწამება,"- წერს კონტრიძე.
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ზე გასულ რეპორტაჟში სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლების ძვირადღირებულ სახლებზე იყო საუბარი, მათ შორის ნახსენები იყო დეპუტატი გია ჟორჟოლიც.
https://imedinews.ge/ge/saqartvelo/82998/te...s-ki-ara-chemiaუკვე მესამეჯერ თუ მეოთხეჯერ გამოიჭირეს რუსთავი 2 სიცრუეში