ძიძიგურმა ამოიკნავლა უკვე II ტურზე.

ზვიად ძიძიგური - მეორე ტურის შემთხვევაშიც, სალომე ზურაბიშვილს გამარჯვების პრობლემა არ აქვს, უბრალოდ ორი კვირით გაიზრდება საარჩევნო მარათონი
„ქართული ოცნების" დეპუტატი ზვიად ძიძიგური დარწმუნებულია, რომ მეორე ტურის დანიშვნის შემთხვევაში მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი გაიმარჯვებს. როგორც „ინტერპრესნიუსს" ზვიად ძიძიგურმა ზუგდიდში, „ქართული ოცნების" შტაბში განუცხადა, ამ დროისთვის, "ქართული ოცნების" მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილი უპირობო ლიდერია და ახლა, მთავარი ცესკოს შედეგებია.
„ზურაბიშვილი დამაჯერებლად, დიდი უპირატესობით ლიდერობს. 52% აქვს ჩვენს კანდიდატს. ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება მიუხედავად იმ სიბინძურეებისა, რა სიბინძურების და ცილისწამების ატანა მოუწია მას. სალომე ზურაბიშვილმა ევროპული ტიპის კამპანია ჩაატარა და დამაჯერებლად ლიდერობს. ახლა, უნდა დაველოდოთ ცესკო-ს შედეგებს. ცესკო-ს შედეგები ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ჩატარებულ ეგზიტპოლებს თავისი ცდომილება აქვს.
რაც შეეხება მეორე ტურის ალბათობას, ცესკო იმიტომ არსებობს, რომ ცესკო-ს შედეგები არის მთავარი და არა ეგზიტპოლის. ამიტომ, მეორე ტურის არსებობის შემთხვევაშიც, რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, რომ გამარჯვების პრობლემა არ აქვს, უბრალოდ კიდევ ორი კვირით გაიზრდება საარჩევნო მარათონი", - განაცხადა ძიძიგურმა.