#53681831 · 29 Oct 2018, 05:11 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მდინარაძის, კობახიძის და ბესელიას ცინიზზმმა და ფარცხალაძეზე ხელის დაფარებამ, ასევე ომეგასთან გარიგებამ და ოქუაშვილითან შანტაჟზე წასვლამ განაპირობა ხალხის გაბრაზება !
მურუსიძის, ჩინჩალაძის და ცერცვაძის სასამართლოში ბოგინმა და სასამართლოში კორუფციამ დიდი წილი კედელი აღმართა ხალხსა და ხელისუფლებას შორის, ასე ნაგლად და აშკარად მიშას დროს არ ართმევდნენ მოსამართლეები ბიზნესს კონკურენტებს რაც ამ პერიოდში ხდებოდა , მეტიც აბა გაებედათ და დაენახა ადეიშვილს რომ ვინმე პირადი ინტერესებისათვის იყენებდა გავლენას შეუთანხმებლად მასთან ან მიშასთან და ვანოსთან - დედას უტირებდნენ !
გაიყიდა საქართველო 1 ლარად, შეთქვლიფეს ყველაფერი 1 ლარად მთავრობის გარემოცვამ ! ტენდერებმა და ამ ტენდერების ატკატებით უკან დაბრუნებამ, 9 წლის ძახილმა და არა წინ სვლამ (წინ სვლაში არ ითვლება მთავრობის და პარლამენტარების გარემოცვა, მხოლოდ ისინი მიდიან წინ და თან კარგად წინ 1 ლარად შეთქვლიფეს ყველაფერი) და ამ ყველაფერზე ბიძინას რეაქციამ რომ არაფერი არ ხდება, ხალხი დაარწმუნა რომ მათი ასე გაყვლეფა და გაბითურება აღარ შეიძლება !
მთავრობისათვის ვამბობ ამ ყველაფერს რომ გამოფხიზლდნენ!
მეორე ტურშიც თუ გააგრძელეს სალომე ზურაბიშვილის ატკატებით დაფინანსება კიდევ უფრო გააგიჟებენ ხალხს !
თუ გააგრძელეს კორუფცია და 1 ლარად მითვისება მიწების და ყველაფრის არც ამას აღარ მოიოთმენს ხალხი და
სამწუხაროა რომ 2003 წელს მოსულ მთავრობას ირჩევ\ს ხალხი 2018 წელს , ეს სირცხვილია ! მაგრამ ეს შეძლო ოცნებამ !
ფარცხალაძე და კორუფცია , 1 ლარად მთელი საქართველოს ყიდვამ, ომეგას შანტაჟზე წასვლამ და ამ ყველაფერზე ბიძინას, მდინარაძე, კობახიძე , კალაძის და ბესელიას არაადეკვატურმა რეაქციებმა ხალხი ისე გააბრაზა რომ მიშას საფრთხობელა აღარაა საშიში ამ ახალ სახელისუფლებო საფრთხობელასთან რასაც ფარცხალაძე , კორუფცია და ამ ყველაფერზე არაადეკვატური რეაქცია და ცინიზმი ჰქვია !
მთავრობისათვის ვამბობ ამას!
გამოფხიზლდით !
წარმოიდგინეთ ამხელა ფული დახარჯეს, ამხელა რესურსებით, მთელი "სელებრითი" 10 000 სტიპენდიანტი გვერდით ჰყავთ ანუ ეს მსახიობები და ყველა ვისაც ათეულობით წლებია დიდი ფულით აფინანსებს და რითიც ეგონა ბიძინას რომ სულ წინ იქნებოდა და 37% აიღეს, წარმოიდგინეთ ეს რესურსები და ფული მეორე მხარეს რომ დახარჯულიყო რა მოხდებოდა ! პირველივე ტურში გავიდოდა მიშას კანდიდატი
ხალხი აბრუნებს იმ ძველ ტირანიას რადგან მაშინ მალავდნენ მაინც კორუფციას ზედა ეშელონებში და აქ კი უბრალოდ "9 წელი" ის ძახილით 1 ლარად გადაჭამეს და მიითვისეს ყველაფერი !
აგერ რეცეფტი:
1) მურუსიძე , ჩინჩალაძე ცერცვაძე ჩანაცვლდნენ უცხოელი მოსამართლეებით, სააპელაციო და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეც უცხოელი მოსამართლე იყოს !
2) აიკრძალოს 1 ლარად რაიმე სახელმწიფო ქონების გაყიდვა, რაც გაიყიდა 1 ლარად შეფასდეს საერთაშორისო აუდიტის მიერ და გადაიხადოს ყველამ ფული ბიუჯეტში
3) არასამთავრობო სექტორისა და ოპოზიციის მიერ შეიქმნას ანტიკოპრუფციული სამსახური რომელიც გააკონტროლებს ტენდერებს და პირდაპირ შესყიდვებს
4) პროკურორი დაინიშნოს საზოგადოების ყველა ჯგუფისათვის მისაღები კანდიდატურით
5) ჩამოცილდეს მთელი ეს ბანდა და შანტრაბა კოლექტიური ფარცხალაძე-ბესელიები ყველანაირ ბიზნესსა და კორუფციას, ყველამ იცის რომ ხალხის ქონების 1 ლარად ყიდვით გამდიდრდა ეს სასტავი და არა ახლად გამოვლენილი ბიზნესის ნიჭით !
6) არასოდეს აღარ ახსენოთ 9 წელი როცა თქვენი 6 წელი ამაზე უარესი გამოდგა ! და წარსულზე მხოლოდ ხელმოცარული ადამიანები ( ლუზერები) საუბრობენ! ხოლო წარმატებული ადამიანები და ლიდერები წარსულის მაგალითზე მხოლოდ სწავლობენ და ვითარდებიან !
ამ ყველაფერს თუ შეასრულებთ ძალიან დიდი შანსი გექნებათ რომ ძველი ტირანია არ დაბრუნდეს და დარჩეთ ხელისუფლებაში !
ვაღიარებ რომ ამ ყველაფერს მიშას დროს ვერ დავწერდი ან თუ დავწერდი ციხეში აღმოვჩნდებოდი მეორე დღეს , მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ამის სანაცვლოდ რომ დღეს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებაა ფარცხალაძე ბესელია და ეს კორუმპირებული მოსამართლეები ავიტანოთ !
This post has been edited by ambako1 on 29 Oct 2018, 05:51
--------------------
ჩვენისთანა ბედნიერი ....
|