რადიო „ფორტუნას“ ექსკლუზიურად ჩაუვარდა სასიკვდილო ინტერნეტ თამაშის ამსახველი ვიდეო მასალა. კადრებში ჩანს, მე-6 კლასის მოსწავლე (ვინაობას სპეციალურად არ ვასახელებთ) როგორ ცდილობს, მაკრატლის საშუალებით თვითდაზიანების მიყენებას. გავრცელებული ინფორმაციით, 11 წლის გოგონამ ვიდეო თავის სამ თანაკლასელს ჩატში გაუგზვნა, შეშინებულმა ბავშვებმა ეს ვიდეო მშობლებს აჩვენეს. ერთ-ერთი მოსწავლის ოჯახის წევრის ინფორმაციით, თამაშში უკვე ჩართული მე-6 კლასელი გოგო დანარჩენებსაც სთავაზობდა სასიკვდილო ინტერნეტ თამაშში მონაწილეობას.
რადიო „ფორტუნა“ ერთერთი არასრულწლოვნის დედას დაუკავშირდა. მან ვინაობის გამხელა არ ისურვა, თუმცა მომხდარის დეტალებზე გვიამბო.
„ეს ვიდეო ერთ-ერთმა მშობელმა მაჩვენა. აღმოჩდა, რომ გოგონას, რომელიც მაკრატლით ხელს იჭრის, ერთ-ერთ სოციალურ ქსელში აქვს შექმნილი ჯგუფი, სადაც დამატებული ჰყავს 3-4 მეგობარი. სწორედ მათ გაუგზავნა გოგონამ ვიდეო. ბუნებრივია, ბავშვები ვიდეომ დაშოკა და სწორედ აქედან გავიგეთ მშობლებმა ეს ამბავი. ეს ყველაფერი გუშინდელ მშობელთა კრებაზე გავიგეთ. ამ სკოლაში ეს შემთხვევა პირველი არ არის.
http://fortuna.ge/sasikvdilo-internet-tama...kluziuri-video/