https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%...%83%9A%E1%83%98 1972 წელს სალომე ზურაბიშვილმა დაამთავრა პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტი, 1973 წელს კოლუმბიის უნივერსიტეტი, ხოლო 1981 წელს — პარიზის სახელმწიფო მართვის ეროვნული სკოლა.
დიპლომატიური კარიერა დაიწყო 1974 წელს რომში (კირინალი), საფრანგეთის საელჩოს მესამე მდივანის თანამდებობით. 1977-1980 წლებში მუშაობდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში (ნიუ-იორკი), საფრანგეთის მუდმივმოქმედი მისიის მეორე მდივნის თანამდებობაზე. 1980-1984 წლებში საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ანალიზისა და პროგნოზის ცენტრის თანამშრომელია.
1984-1988 წლებში სალომე ზურაბიშვილი ვაშინგტონში საფრანგეთის საელჩოს პირველი მდივანი იყო.
1988-1989 წლებში ვენაში, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის კონფერენციის პირველ მდივნად მსახურობდა. მოგვიანებით, ზურაბიშვილი იყო კონვენციური შეირაღების შემცირების საკითხში საფრანგეთის მომლაპარაკებელი ჯგუფის უფროსი;
1989-1992 წლებში ნჯამენაში (ჩადი) საფრანგეთის საელჩოს მეორე მრჩეველი;
1992-1993 წლებში ბრიუსელში, ევროატლანტიკურ საბჭოში საფრანგეთის მუდმივმოქმედი მისიის პოლიტიკური მრჩეველი;
1993-1996 წლებში ბრიუსელში, დასავლეთ ევროპის კავშირში საფრანგეთის მუდმივი წარმომადგენლობა - მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე;
1996-1998 წლებში პარიზში, საგარეო საქმეთა მინისტრის კაბინეტის მრჩეველი;
1997-1998 წლებში მუშაობდა პარიზში, საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციაში;
1998-2001 წლებში პარიზში, საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიის საკითხთა, უშიშროებისა და განიარაღების დეპარტამენტის სტრატეგიის საკითხთა სამმართველოს უფროსი;
2001-2003 წლებში პარიზში, ეროვნული თავდაცვის გენერალური სამდივნოს საერთაშორისო, სტრატეგიულ საკითხთა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის დირექტორი;
2003-2004 წლებში საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში;
2004-2005 წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი;
2005-2006 წლებში „სალომე ზურაბიშვილის საზოგადოებრივი მოძრაობის“ ლიდერი;
2006-2010 წლებში პოლიტიკური პარტია „საქართველოს გზის“ ლიდერი;
2006-2016 წლებში საფრანგეთის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის პროფესორი;
2010-2015 წლებში გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციების კომიტეტის ირანის ექსპერტთა ჯგუფის კოორდინატორი.
This post has been edited by anthropod on 29 Oct 2018, 01:39