საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში 2019 წლის მაისში, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაბრუნდება, - ამის შესახებ „უნიანს“ მისმა თანაპარტიელმა, დეპუტატმა იური დერევიანკომ განუცხადა.
„სააკაშვილი უკრაინაში 2019 წლის მაისში, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაბრუნდება. საპარლამენტო არჩევნების წინ ის ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად მიიღებს მონაწილეობას“, - განაცხადა დერევიანკომ.
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის ივლისში უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სააკაშვილს მოქალაქეობა ჩამოართვა. უკრაინამ სააკაშვილი პოლონეთში გააძევა და ქვეყანაში შესვლა 2021 წლამდე აუკრძალა.
IPN

....
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3