გია ვოლსკი - თუკი კანაფის კულტივაციის პროექტს ავტორები პარლამენტიდან გაიწვევენ, იმის მანიშნებული იქნება, რომ საზოგადოების წინააღმდეგ რაღაცას კონსპირაციულად აპირებდნენთუკი კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებულ პროექტს ავტორები პარლამენტიდან გაიწვევენ, ეს იმის მანიშნებული იქნება, რომ საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ რაღაცას კონსპირაციულად აპირებდნენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა.
ვოლსკის თქმით, პროექტის გაწვევას წინ არაფერი უდგას, მაგრამ ეს სპონტანურად არ უნდა მოხდეს.
როგორც ვოლსკი აცხადებს, შეცდომა იყო კანონპროექტზე მსჯელობის სპონტანურად დაწყება ისე, რომ თემის ირგვლივ სიღრმისეული განხილვები არ გამართულა.
„ვფიქრობ, მარიხუანას კულტივაციის თემის გაშუქების ძალიან სერიოზული დეფიციტი იყო. მთლიანობაში ისეთი აზრი შეიქმნა, რომ საქართველოში პლანტაციები უნდა გაშენდეს და ამ პლანტაციებიდან შავი ბაზარი მომარაგდეს. თუკი საზოგადოებაში ასეთი განცდა გაჩნდა, პროექტის ავტორი ვალდებულია, საზოგადოებას ზუსტი ინფორმაცია მიაწოდოს, რა იგულისხმება ინიციატივაში და რა რესურსი და შანსი არსებობს, რომ საქართველომ რაღაც აწარმოოს ფარმაცევტული და კოსმეტიკური დანიშნულებით“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
“კანფის კონტროლის შესახებ“ საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტს მთავრობამ წარუდგინა. პროექტი შს სამინისტრომ მოამზადა.
https://www.interpressnews.ge/ka/article/51...ulad-apirebdnenამასაც შეპირდნენ ეტყობა ლიცენზიას, რა დღეში არიან ეს ჯოჯოები, ნერწყვი მოადგათ მილიარდების გაგონებაზე
პ.ს. შეიტანეთ ჩასწორება კონსტიტუციაში და გააუქმეთ საკონსტიტუციო სასამართლოს განაჩენი.
არანაირი ლეგალიზაცია, და ტოვეთ ჯარიმები მოხმარებაზე, გასაღებაზე და კულტივაციაზე ციხე.
საზოგადოებამ სოლიდარობა გამოხატა მომხმარებლების მიმართ და მხარი დაუჭირა დეკრიმინალიზაციას. საზოგადოება წინააღმდეგია ყველანაირი ლეგალიზაციის, სანამ საკონსტიტუციოს სასამართლოს განაჩენს არ დაბლოკავთ საკონსტიტუციო ჩანაწერით, მანამდე ყველა და მათ შორის მეც ვიფიქრებთ რომ ეგ პლანტაციები გათვლილია შიდა მოხმარებაზე.
ამდენი დამთხვევა ეს უკვე ყველანაირ ეჭვს იწვევს რომ მიზანმიმართულად ელოდებოდნენ ლეგალიზაციას, და მხოლოდ ამის მერე მოინდომეს პლანტაციები. სანამ ჯერ კიდევ გაქვთ საკონსტიტუციო უმრავლესობა მიხედეთ მაგ საქმეს, თორე ისტორიაში შეხვალთ როგორც ბარიგები.
ვისაც კოკაინი ევასება იმან რა დააშავა? ხოდა მაგ ლოგიკით ახლო მომავალში ზუსტად ყველანაირი ნარკოტიკის ლეგალიზაციას მოახდენთ და თუ არ მოახდენთ, ეგ უფრო იქნება დანაშაული მერე უკვე.
ამიტომ ჩაასწორეთ კონსტიტუცია და გააუქმეთ მარიჰუანას ლეგალიზაცია.
თუ არადა მოვა მიშა და დაგდღნავთ გოჭებივით სუ ყველას
ჯაფარას კანდიდატურა ეს ხო ყველამ იცის რო ტესტი იყო და მაგიტომაც აყრევინეს კენჭი, ხო ნახეთ რომ 2%-იც ვერ მიიღო? ხოდა ცეცხლს ეთამაშებით ბიძია და დააყენეთ ერთი ადგილი.
დეკანოზი შალვა კეკელია მარიხუანას კულტივაციაზე - თუ არამათრობელა საშუალებაა, რატომ უნდა შემოვღობოთ ის ზონა?! არ მინახავს ვენახი, რომელსაც პოლიცია იცავსსახელმწიფო, რომელიც ვერ უზრუნველყოფს, რომ ნარკოტიკები აღმოიფხვრას და ასეთი დოზით არ იყოს ქვეყანაში შემოსული, მე ვერ დავუჯერებ, რომ ის თუნდაც სამედიცინო თვალსაზრისით, ამ ყველაფერის რეგულაციას მოახდენს, - ამის შესახებ დეკანოზმა შალვა კეკელიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
დეკანოზმა მოზარდებში მარიხუანას მოხმარების გაზრდილ შემთხვევებზე ისაუბრა და არსებული სიტუაცია 90-იან წლებს შეადარა, როდესაც ნარკოტიკი ახალგაზრდებისთვის იოლად ხელმისაწვდომი იყო.
მამა შალვას თქმით, პარლამენტში მარიხუანას კულტივაციასთან დაკავშირებით წარდგენილ კანონპროექტს საპატრიარქო რადიკალურად ემიჯნება და არანაირ მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ მიიღებს.
„სახელმწიფო, რომელიც ვერ უზრუნველყოფს, რომ ნარკოტიკები აღმოიფხვრას და ასეთი დოზით არ იყოს ქვეყანაში შემოსული, მე ვერ დავუჯერებ, რომ ის თუნდაც სამედიცინო თვალსაზრისით, ამ ყველაფერის რეგულაციას მოახდენს. წარმოუდგენელია ასეთი რამ! რატომ მეპარება ამაში ეჭვი? ჯერ ერთი, ამ თემებზე ჩვენ გვესაუბრება შსს და არ გვესაუბრება ჯანდაცვის სამინისტრო. თუ ეს ყველაფერი სამედიცინო თვალსაზრისითაა, რატომ არ საუბრობს ჯანდაცვის მინისტრი? რატომ არ გამოვიდა ამ ინიციატივით ჯანდაცვის სამინისტრო და რატომ გამოდის შსს? კიდევ, ჩვენ გვესაუბრებოდნენ, რომ მარიხუანა, რომლის კულტივაცია უნდა მოხდეს, არის არამათრობელა საშუალება. თუ არა მათრობელა საშუალებაა, რატომ უნდა შემოვღობოთ ის ზონა?! რატომ უნდა იყოს დაცული? ვისგან უნდა დავიცვათ, ვინ მოიპარავს, მარიხუანა თუ მათრობელა საშუალება არ არის? მისგან ზეთებს ადამიანი თავისით ვერ გამოხდის. ძალიან ძვირად ღირებული აპარატურა სჭირდება, რითაც მარიხუანა უნდა დაამუშაონ. მე არ მინახავს ვენახი, რომელსაც პოლიცია იცავს", - განაცხადა დეკანოზმა.
მისივე თქმით, დღეს ნარკოტიკის პროპაგანდა ხდება, რაზეც მომხმარებელთა გაზრდილი რაოდენობა მეტყველებს. მამა შალვას თქმით, საჭიროა მარიხუანას მოხმარებისთვის რეგულაციების დაწესება და მომხმარებელ პირთა რეგისტრირება.
„დღეს ქვეყანაში ასეთი რეალობაა: ადამიანი, რომელიც იძახის, რომ მარიხუანას მომხმარებელია, საპრეზიდენტო კანდიდატად გვყავს ქვეყნაში. ამბობს, რომ პრეზიდენტი უნდა გავხდე თქვენი. წარმოგიდგენიათ, რა დასაცინები ვართ!" - განაცხადა მამა შალვამ.
მისივე თქმით, ქვეყანაში ჯანსაღ ცხოვრების პროპაგანდა და ასეთი ადამიანების წარმოჩენა თითქმის არ ხდება.
https://www.interpressnews.ge/ka/article/51...c-policia-icavs This post has been edited by tb-seli on 30 Oct 2018, 11:49