ეს თუ არ მიიღეთ ქოცებო.
საბოლოოდ ჩაირეცხებით

გიგი უგულავა - შემდეგი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს პროპორციული წესით - უნდა დავივიწყოთ პოლიტიკური წყევლა - საკონსტიტუციო უმრავლესობა
„შემდეგი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს პროპორციული წესით. საკონსტიტუციო უმრავლესობამ დაღუპა თავის დროზე „ნაციონალური მოძრაობა“ და საკონსტიტუციო უმრავლესობამ დაღუპა დღეს „ქართული ოცნება“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანა უნდა მოამზადონ ახალი პოლიტიკური რეალობისთვის და ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელზეც „ევროპული საქართველო“ გააკეთებს აქცენტს, ეს არის კონსტიტუციაში ცვლილება, რომ შემდეგი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული წესით.
„ეს არის ერთადერთი გარანტია და თავის დაზღვევა იმისგან, რომ არც ერთი მომდევნო მთავრობა არ ჩავარდება იმ მდგომარეობაში, რომელშიც ჩვენ ჩავვარდით, თუნდაც 2012 წელს და როგორშიც ჩავარდა „ქართული ოცნება“ 2018 წელს. უნდა დავივიწყოთ პოლიტიკური წყევლა - საკონსტიტუციო უმრავლესობა. საკონსტიტუციო უმრავლესობამ დაღუპა თავის დროზე „ნაციონალური მოძრაობა“ და საკონსტიტუციო უმრავლესობამ დაღუპა დღეს „ქართული ოცნება“. ამ შემთხვევაში პარტიების დაღუპვაზე არ არის საქმე, გვინდა, რომ ეს მოჯადოებული წრე გაიხსნას და ქვეყანა განვითარების გზაზე გავიდეს. ამისათვის მთავარი პოლიტიკური წინაპირობაა ის, რომ შემდეგი საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდეს“, - განაცხადა გიგი უგულავამ.
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3