http://netgazeti.ge/news/315849/?fbclid=Iw...8C0Vl2_jYRUkNuIთბილისში კაცი მე-14 სართულიდან გადმოვარდა და უვნებლად გადარჩადღეს, 30 ოქტომბერს, თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-14 სართულიდან 25 წლის კაცი გადმოვარდა და უვნებლად გადარჩა. ინფორმაცია ნეტგაზეთს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში დაუდასტურეს.
ახალგაზრდა კაცი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ქირურგიის ეროვნული ცენტრში გადაიყვანა, სადაც გამოკვლევები ჩაუტარდა. მას სხეულის დაჟეჟილობები აღენიშნება, თუმცა თავს კარგად გრძნობს და ადეკვატურად პასუხობს ექიმებს.
როგორც ინტერპრესნიუსს ქირურგიის ეროვნულ ცენტრში უთხრეს, ახალგაზრდა კაცი ამბობს, რომ ფანჯარასთან ფეხი დაუცდა და კორპუსიდან შემთხვევით გადმოვარდა. დაშავებულის თქმით, კორპუსის ქვემოთ მდებრე ავტოფარეხში ჩავარდა და
“პუფებს” დაეცა, რამაც, სავარაუდოდ, მისი სიცოცხლე გადაარჩინა.
This post has been edited by barcabarcabarca on 30 Oct 2018, 18:33