რამდენი ტალახიც არ უნდა ესროლოთ, ეს ადამიანი საქართველოს ისტორიაში შევა როგორც მმართველი რომელმაც უმოკლეს ვადებში ბაყაყებიანი ჭაობი გადააქცია ანგარიშ გასაწევ სახელმწიფოდ.
ჩამოვწერ და გვერდზე ქოცურ არგუმენტებსაც მივუწერ რომ არ შეწუხდეთ.
1) კორუბცია მიწასთან გაასწორა (სამაგიეროდ ელიტური კორუბცია იყო)
2) კრიმინალსაც იგივე უქნა (ციხეები გადაავსო)
3) პენსია 9$-დან 90$-მდე გაზარდა (შევარდნაძის დროს 5 ლარით ვავსებდი მაცივარს)
4) თავდაცვაში შურდულების ხანიდან თანამედროვე ჰაერსაწინააღმდეოგო სისტემების ხანაში გადაგვიყვანა, მშიერი და დემორალიზებული ჯარში მყოფი დედიკოს კარაქიან პურზე მეოცნებე ბავშვები, თანამედროვე მაღალკვალიფიციურ ჯარისკაცებად აქცია. ამაში ჩვენი მტრებიც
დაგვემოწმებიან. (რუსეთს ჩააბარა ტერიტორიები )
5) კრიმინალებთან მჭიდრო თანამშრომლობაში მყოფ პოლიციას და 2 ლარიან გაიშნიკებს სწრაფი და ეფექტური რეფორმა გადაატარა ტორნადოსავით. (ადრე 2 ლარს ვიხდიდი და ეხლა 200-ს )
6) რაღათქმაუნდა ჯანდაცვაშიც სერიოზული რეფორმები გაატარა და ჩამპალი საავადმყოფოებიდან და სასწრაფოების საწვავის უქონლობის გამო მომაკვდავ პაციენტებთან მიუსვლელობიდან საშუალოზე მაღალი დონის ქვეყნების დონის ჯანდაცვამდე მიგვიყვანა.
7) ხულიგანი მამა ბასილის დემონსტირებული აყვანით ყველა ფანატიკოსს მკაფიო სიგნალაი გაუგზავნეს და იმ დღიდან ყველასთვის ნათელი იყო, რომ ნებისმიერი უმცირესობის შემავიწროვებელი ჯგუფი ან ინდივიდი მკაცრად იქნებოდა დასჯილი. ( ქართველობას გვართმევენ)
8) ყველაზე მთავარი კინაღამ გამომრჩა

დიპლომების ბაზრობიდან სამართლიან ეროვნულ გამოცდებამდე მიგვიყვანა, სადაც ნებისმიერ ადამიანს მიეცა უფასო და შეღავათიანი სტუდენტობის შანსი.
(აქაც ქართველობას გვართმევდა მიშა სოროსთან და ეშმაკთან კოორდინირებულად)
9) ტურიზმიც იმ დონეზე განავითარა რომ ქოცების უუნარო ბანდას 6 წელი გააქაჩინა.
აქვე დავუწერ პასუხებს, ქოცების გაცვეთილ არგუმენტებს.
1) ელიტური კორუბციის აღმოფხრვა რათქმაუნდა შეუძლებელია და პლანეტა დედამიწაზე ამ მხრივ 0%-ან სტატისტიკას ვერსად ნახავთ შვეიცარია სინგაპურის ჩათვლით. თუმცა ლიტრ ბენზინიდან ლარი, ქათმიდან ბარკალი, დენის რეალური თვითღირებულება 3 თეთრი და ბანკების 1-2 პროცენტიანი გრძელვადიანი სესხები და მსგავსი მითები ალბათ თქვენთვისაც დამსხვრეულია და ელიტურ კორუბციასთან დაკავშირებული ბრალდებების 90% რო მითებზე იყო აგებული, მაგაშიც უნდა დარწმუნებულიყავით წესით.
2) ყაჩაღობის, კაცის მოკვლისთვის ციხეში მხოლოდ იმიტომ არ უნდა გაგიშვას სახელმწიფომ რომ ევროპულ სტატისტიკებს არ ავცდეთ ? ანუ სავსე ციხე სჯობს თუ დაუსჯელობით წახალისებული დანაშაული ?
3) მას შემდეგ რაც 9$-ნი პენსია 90$-მდე გაიზარდა, რათმაუნდა ფასებიც აღარ იყო იგივე, თუმცა აქაც ოდნავი მონდომება იყო საჭირო რომ განსხვავება გვენახა. პირველადი მოხმარების პროდუქტოების ფასებს და მიხვდებით
2003-მდე პური ღირდა 25-40 თეთრი 2012-ში 45-70 თეთრი
2003-მდე ხორცი ღირდა თუ სწორად მახსოვს 6-8 ლარი. 12-ში 12-14
ნუ ბოსტნეულის ფასებიც საშუალოდ 2-ჯერ გაიზარდა.
ანუ 10-მაგ პენსიას მოყვა საშუალოდ გაორმაგება ფასების.
რათქმაუნდა ესეც შორსაა საარსებო მინიმუმთან, მაგრამ ეს გარდაუალი საფეხურებია რომლებიც უნდა გაგვევლო აუცილებლად და 9$-დან 500$-მდე ვერ გაიზრდება პენსია ასეთ მოკლე ვადაში თუ რაიმე ძალიან მოთხოვნადი ნედლეულით არ კვებავ დანარჩენ მსოფლიოს.
4) კი ბატონო ოსეთის ამბავი იჩქარა, მაგრამ იმის უფლება ჰქონდა რაც გააკეთა. უფრო მეტიც ვალდებულიც კი იყო. იმედია იმ დონის სახელმწიფო გავხდებით ოდესღაც რომ რამდენიმე საათიანი შტურმებით აფხაზეთსაც და ოსეთსაც ჩვენს იურისდიქციაში დავაბრუნებთ ისე რომ რუსებმა ცხვირიც ვერ შემოყონ და ასეთ შემთხვევაში დარწმუნებული ვარ რომ ომის დაწყებაში დადანაშაულების ნაცვლად ტაშს დავუკრავთ ყველანი.
5) კრიმინალთანაც ცოტა გადაამეტეს, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ ქვეყანაში რომელშიც არც თუ ისე დაბალი რანგის დიპლომატებს იტაცებდნენ გამოსასყიდის სანაცვლოდ და უბრალო ადამიაანის გაცუდლობის განცდა 0-ს უდრიდა, სხვანაერად არ გამოვიდოდა არაფერი.
6) ნუ ჯანდაცვაში დიდი პროგესისდა მიუხედავად ბევრი ხარვეზია და სავარაუდოდ თქვენს მიერ მოყვანილი არგუმენტების უმეტესობას დავეთანხმები.
7) ფანატიზმთან ბრძოლაც ალბათ უფრო უმტკივნეულო და ხანგძლივი მეთოდებით შეიძლებოდა, თუმცა რაღათქმაუნდა მოძალადე ფანატიკოსების სიამტკბილობაზე ფიქრი უდანაშაულო უმცირესობების ხარჯზე არ უნდა მომხდარიყო.
8) ნუ აქაც დიდი პროგრესისდა მიუხედავად, შესაძლოა გავიზიარო თქვენი შენიშვნები
9) ტურიზმზე კრიტიკა კრიტიკა არ მახსენდება და შესაბამისად დაასწერიც არაფერია
აქვე სპეცსამსახურებზეც დავამატებდი იმას, რომ ნებისმიერ განვითარებულ და ძლიერ სახელმჭიფოში, სპეცსამსახურები კანონზე მაღლა დგანან, ანუ სახელმწიფო ინტერესის ურყევობის შესანარჩუნებლად ყველაფერზე მწვანე აქვთ ანთებული და სხვა დანარჩენი უკვე სპეცსამსახურების პროფესიონალიზმზე და ძლიერი სახელმწიფოს იდეის ჩარჩოებიდან არ გასვლაზეა დამოკიდებული და ამას ძალადობა არ ჰქვია ნორმალურ ქვეყნებში.
შეცდომები: ბიზნესმენი გელაშვილის ცემა შეცდომა იყო და აქაც ნათელი იყო ყველასსათვის რომ მთავრობის ხელით იცემა.
გიგვლიანზე აშკარა იყო შერჩევითი სამართლაი და ნაცმაც და ქოცმაც დავინახეთ რომ არაადეკვატურ სასჯელებს და ხელის დაფარებებს ჰქონდა ადგილი. მერაბიშვილს მხოლოდ მკველების უმკაცრესად გასამართლებით შეეძლო იმის დამტკიცება რომ თვითონ არ იყო მკვლელი ან მკველების გამპრავებელი. აქაც პრინციპში მიშამდე მივდივართ და ყველაზე მიდი დიდი შეცდომა ის იყო რომ სახელმწიფოებრიობაზე მეტად მეგობრობა დააყენა და მერაბიშვილი არ ან ვერ აიძულა რომ პასუხი ეგო ამ საქმეზე და მთელი გუნდი არ გადაეყოლებინა გირგვლიანის საქმეს.
მოკლედ ვიცი ეხლა ბევრ რამეს დაწერთ და ნაწილობრივ შეიძლება გავიზიარო თქვენი აზრი, მაგრამ თემის სათაურს დავასრულებ და მაინც ვიტყვი რომ ეს ადამიანი ისტორიას შემორჩება როგორც ქართული სახელმწიფოს შემქმნელი და ამას ვერსად გავექცევით.
This post has been edited by OKELA84 on 30 Oct 2018, 01:31